К основному контенту

ღია წერილი მარის

ავტორი -მარი ფხაკაძე
  იმ დღეებში სულ ვფიქრობდი, რომ სადმე შემხვდებოდი და მე, გიორგის და დათო ექიმის ამბავს მოგიყვებოდი, დედაჩემს ხშირად  ვეკითხებოდი, ექიმის კაბინეტში მარი ხომ არ დაგხვედრიათ - თქო?
   თუმცა, ამ დროს, მარის გადაუსერია ქართული ცა და იტალიის ლამაზი ქალაქის სურათებით აჭრელდა მისი facebook -ის კედელი...
  ჩემთვის ეს იყო ძალიან  მოულოდნელი, ხოლო გრნობას, რაც მაშინ დამეუფლა  სახელს ვერ ვარქმევ.  გულიც დამწყდა, მომენატრე იმ წუთში ძალიან, გავღიზიანდი კიდეც, იმ მომენტზე, რომ ამ ქალაქიდან კიდევ მიდიან და ამავე დროს მეიმედება ის, რომ შენ ხარ მანდ და ერთ დღეს, როცა შეიძლება მეც მომინდეს წასვლა ამ ქალაქიდან ვიცი, რომ იტალიაში, მარისთან წავალ.
    ახლა კი ემიგრანტი ხარ, ნოსტალგიით, როგორც ჭეშმარიტ ემიგრანტს შეეფერება და ცდილობ ააწყო ცხოვრება უცხო ქვეყანაში. ეს ჩვეულებრივი ქართველის ამბავია.
    იცი კიდე რაა? ემიგრაცია ყოველთვის გულს მიკლავდა,  წინა კვირაში, ჩემი ბავშვობის მეგობარს ვესაუბრე skype -ით და გული მომიკვდა, როცა მივხვდი, რომ  დაბრუნების სურვილი ნაკლებად შერჩენია და თავისი შვილებით, ჯერ კიდევ, იქ აპირებს გაჩერებას, მერე კი ინგლისში გაზრდილი შვილები,  რამდენად ისურვებენ დაბრუნებას ეს კიდევ საკითხავია. ალბათ, ასე, ძალიან ბევრი დარჩება სხვა ქვეყანაში. ჩემი თაობის ბევრი ახალგაზრდაა წასული და ხშირად ვწუწუნებ ჩემს ტოლს ამ ქალაქში ვერავის შევხვდი თქო.
     ნათიადან გავიგე, რომ ბლოგი შექმენი, სადაც შენი გადაღებული ფოტოები და ნახატებია მოთავსებული, ვნახე და ძალიან მოვიხიბლე. ხატვა თუ შეგეძლო, თან ასე კარგად, ეს არ ვიცოდი.

ავტორი- მარი ფხაკაძე

     მარი, რომ არა ეს ემიგრაცია გვანახებდი თუ არა შენს ნახატებს? ან დაინტერესდებოდი თუ არა ფოტოების გადაღებით ასე სერიოზულად?  http://maripkhakadze.blogspot.com/
  მარი მე ვიცი, რომ რწმენა შენი ფარია, ის არასოდეს დაგტოვებს.
 კიდე  გეტყვი, რომ ჩემთვის მარი - კეთილი გულია, მიყვარხარ.
  უცხო ქვეყანა კი თავის წესებს აუცილებლად გასწავლის, მანდ ყოფნა უფრო საინტერესოც იქნება, ცოტა ხანში მიხვდები, რომ ბევრი ახალი მეგობარი გყავს, თუმცა ნათქვამია ,, ნუ დაკარგავ ძველსა გზასა, ნუცა ძველსა მეგობარსაო."
ველოდები შენს წერილს.
ავტორი მარი ფხაკაძე

ავტორი მარი ფხაკაძე

ავტორი მარი ფხაკაძე

ავტორი მარი ფხაკაძე

ავტორი მარი ფხაკაძე




Комментарии

Популярные сообщения из этого блога

ფერები , ხაზები, ხატები

         ახლა წმინდა ევას ხატი დაწერა, პატარა ევასთვის, დაუკვეთეს, ძირითადად სამი ფერი გამოიყენა: ოქროსფერი, წითელი და ლურჯი, რომელთა შერწყმა საოცარ სილამაზეს ქმნის, აღსაქმელადაც მსუბუქია.     ხატს ხელში ნაზად მაწოდებს, რადგან ლაქი ჯერ არ შეშრობია, შარავანდედს ლამაზი ორნამენტები ამშვენებს, ძალიან მეტყველია, ალბათ პატარა გოგოსაც მოეწონება მისი ანგელოზის ხატი, რომლის ავტორი მხატვარ-რესტავრატორი თამარ ჯიხვაშვილია.    პირველად ხატვის ნიჭი ბაღის მასწავლებელმა შეამჩნია, ძალიან უწყობდა ხელს, დასვამდა და ახატიებდა, თამარის დედას კი ეხვეწებოდა ყურადღება მიექციათ ამ ნიჭისთვის.  პროფესიის არჩევის დრო, რომ დადგა, ცოტა დაიბნა, აღმოჩნდა რომ ჯერ ფრანგული ენა აინტერესებდა, მერე სამედიცინო, სტომატალოგიის განხრით, თუმცა საბოლოოდ არჩევანი სამხატვრო აკადემიაზე შეაჩერა.    მანამდე კი ბებიასაგან ისწავლა ქარგვა, თავიდან ცხვირსახოცებზე, ხოლო, მე-7 კლასში იყო, პირველად, წმინდა გიორგის ხატი, რომ დაქარგა და თავისი სკოლის დირექტორს ...

თინისთვის შეპირებული ბლოგი და ჩემი პატარა სასწაული

     ეს თინისთვის შეპირებული ბლოგია და ამბავი ერთი საყურისა, რომელსაც ჩემთვის  სასწაული ჰქვია.  მისი გამხელა მეშინია კიდეც და ამავე დროს, რატომღაც, უთქმელობაც არ მიღირს.     ეს ამბავი ლამაზ, ლურჯ თვლიან საყურეს უკავშირდება, რომელიც ჩემმა მეგობარმა მზიამ მაჩუქა, როცა მას ქმარმა ბევრი და სხვა და სხვა ვერცხლის სამკაულები გამოუგზავნა საბერძნეთიდან, მან კი ყველას: მის მეგობრებს, რძალს, რძლის დედას დაურიგა. მე  ეს საყურე მერგო,  რომლის  გაკეთებას არც ვაყოვნებდი. ერთხელ ეკლესიაში ლოცვაზე წავედი, თუმცა აღმოჩნდა, რომ ცისკარით ეგებებოდნენ შობას და ამიტომ ლიტურგია საღამოს 11 საათზე იწყებოდა, უკან უკმაყოფილო გამოვბრუნდი, ნახევარზე მეტი გზა რომ გამოვიარე, ხელი ყურზე მოვიკიდე და ცალი საყურე აღარ მეკეთა. ძალიან მეწყინა, უიმედოდ, თუმცა მაინც დავბრუნდი უკან, სადღა უნდა ვიპოვო, მაღაზიაშიც გამოვიარე-თქო, ვფიქრობდი. ყოველ წუთს მინდოდა მოვბრუნებულიყავი და მაინც წინ მივიწევდი, ერთ ადგილას ისეთი საცობი იყო, გზის გაგრძელებაც გამიჭირდა, მაინც წავედი, ბ...

მთელი კვირა

    კარგა ხნის წინ მინდოდა, მგონი ერთი წელიც კი გავიდა მის მერე, დამეწყო და  მთელი კვირის ამბები დამეწერა, რომ მერე აღმომეჩინა რა იყო იმ დღეებში მნიშვნელოვანი, იმ ერთფეროვნებაში რის გამორჩევას შევძლებდი და ახლა ვიწყებ:    დღეს 6 ივლისია,  კვირა.    ხვალ იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულია, შარშან კვირას დაემთხვა ეს დღე და ვეზიარე. დღესაც ვეზიარე. შარშანდელი 7 ივლისი კი გუშინდელი დღესავით მახსოვს, ნათლად. თეაც იყო იმ დღეს ეკლესიაში, ისიც ეზიარა, ერთად ვემზადებოდით ამ ამბებისთვის, წელს რატომღაც იზარმაცა.     რომ გამოვედი ხატს ვემთხვიე, მერე მორჩილმა მირჩია ზიარების შემდეგ მოერიდე ხატთან მთხვევასო, მეთქი კარგი -თქო, სხვებსაც უთხრა, თუმცა რაღაც ადუდღუნდნენ, ყველაფერი ხომ არ გეცოდინებაო, არა და თუ კი ვინმე რამეს გასწავლის უკმაყოფილო რატომ უნდა დარჩე ?    ძალიან მიყვარს მერე ღვინოს, რომ გაწვდიან იმის დალევა, უგემრიელესია, საბარძიმე ღვინოს ხომ განსაკუთრებით აყენებენ, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ დავლიე. ისე საჯამთელოა.  ...