К основному контенту

მაშინ, როცა მსოფლიოს შეცვლაზე ოცნებობენ

    როგორ ფილმებს  იღებენ ახლა?  მსოფლიოს შეცვლას ცდილობენ მთავარი გმირები და ასეთი ადამინები არიან დღეს ალბათ ,,გმირებიც", მე კი მსოფლიოს შეცვლაზე არასოდეს მიოცნებია, მასე შორსაც არ წავსულვარ, უბრალოდ საკუთარი ცხოვრების შეცვლა, რომ მომინდომებია, ისიც კი, გამჭირებია, უფრო სწორი იქნება ვთქვა,  არ გამომსვლია, თუმცა იყო მომენტები როცა  რაღაც შევცვალე ჩემში, ეს ხასიათს შეეხებოდა და  შევძელი გადაბიჯება, რაც ცუდი აღმოვაჩინე საკუთარ ხასიათში დავამარცხე, ოღონდ ზოგიერთი, ზოგს ახლაც ვებრძვი. რაც შეეხება ფილმებს, დღეს მოვკარი ყური ტელევიზორში, ამ  კინოს არც სათაური ვიცი, არც რეჟისორი უფრო კონკრეტულად რომ ვთქვა, მხოლოდ ეს გავიგონე, ერთ-ერთ გმირს, რომ ეუბნებოდნენ: შენ  მსოფლიოს შეცვლა გევალებაო და მერე ვფიქრობდი მაგაზე. 
     არა და იღებდნენ  ფილმებს, სადაც ადამინის ხასიათი იყო  ნაჩვენები, მისი მანკიერი მხარეები და ადამიანში თავმოყრილ სიკეთეს და ბოროტებას წარმოაჩენდა რეჟისორი, ახლა კი, ორი მხარე ცალ-ცალკეა  წარმოდგენილი კეთილი და ბოროტი. კეთილი მსოფლიოს ცვლის და ბოროტისაგან, რომელიც ხელს უშლის მას, ათავისუფლებს. მე ახლა გადაღებულ, ამ პოპულარულ ფილმებს ვერ ვუყურებ, სადაც სპეც-ეფექტებზეა ყველაფერი აგებული. 
  ოცნება კი არ მინდა დავკარგო, მეშინია კიდეც მაგის, ერთხელაც, რომ მივხვდე აღარ ვოცნებობ. ახლა ყველაზე მეტად მინდა შემეძლოს სხვადასხვა ქალაქში ცხოვრება, ხეტიალი.
 უცხო ქალაქების ნახვა ერთ-ერთი ჩემი დიდი ოცნებაა, მათ ქუჩებში სეირნობა, სურათების გადაღება. 
   აუ, კიდე რამდენი ოცნებები მაქვს, გამხელა არ შეიძლებაო, ამიტომ აღარ ვიტყვი, რომ ახდება მერე მოვყვები და დავწერ ახდენილ ოცნებებზე. 

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

ფერები , ხაზები, ხატები

         ახლა წმინდა ევას ხატი დაწერა, პატარა ევასთვის, დაუკვეთეს, ძირითადად სამი ფერი გამოიყენა: ოქროსფერი, წითელი და ლურჯი, რომელთა შერწყმა საოცარ სილამაზეს ქმნის, აღსაქმელადაც მსუბუქია.     ხატს ხელში ნაზად მაწოდებს, რადგან ლაქი ჯერ არ შეშრობია, შარავანდედს ლამაზი ორნამენტები ამშვენებს, ძალიან მეტყველია, ალბათ პატარა გოგოსაც მოეწონება მისი ანგელოზის ხატი, რომლის ავტორი მხატვარ-რესტავრატორი თამარ ჯიხვაშვილია.    პირველად ხატვის ნიჭი ბაღის მასწავლებელმა შეამჩნია, ძალიან უწყობდა ხელს, დასვამდა და ახატიებდა, თამარის დედას კი ეხვეწებოდა ყურადღება მიექციათ ამ ნიჭისთვის.  პროფესიის არჩევის დრო, რომ დადგა, ცოტა დაიბნა, აღმოჩნდა რომ ჯერ ფრანგული ენა აინტერესებდა, მერე სამედიცინო, სტომატალოგიის განხრით, თუმცა საბოლოოდ არჩევანი სამხატვრო აკადემიაზე შეაჩერა.    მანამდე კი ბებიასაგან ისწავლა ქარგვა, თავიდან ცხვირსახოცებზე, ხოლო, მე-7 კლასში იყო, პირველად, წმინდა გიორგის ხატი, რომ დაქარგა და თავისი სკოლის დირექტორს ...

ჩიტის რძე

,, ჩიტის რძე", მგონი ასე ქვია ამ ნამცხვარს და მე ბავშვობაში მაბრუნებს.     მისი პლიუსები: არ ჭირდება ბევრი მასალა, არის სწრაფად მოსამზადებელი, არ ითხოვს ცალკე კრემის მომზადებას, რადგან ხილფაფაც ყოფნის, ზემოდან კი ბეზეთი ირთვება.   მისი მინუსი-  ვისაც არ უყვარს ბეზე, კვერცხის ცილის სუნი და გემო მას,  ალბათ, არ მოეწონება. ნამცხვრის მოსამზადებლად საჭიროა დაახლოების 50-60 წუთი. მასალად საჭიროა:  კვერცხი 6 ცალი, შაქარი 2 ჩაის ჭიქა , კარაქი ( მარგარინი ) 250 გრამი, პურის ფქვილი 1 ჩაის ჭიქა , მაწონი ( რძე ) 1 ჩაის ჭიქა. ნიგოზი 1 ჩაის ჭიქა, 1 ჩაის კოვზი სოდა- ძმრით, ვანილი 1 შეკვრა,  შოკოლადი . მომზადების წესი:     ავთქვიფოთ კვერცხის გული 1 ჩაის ჭიქა  შაქართან ერთად, (ცილა მოვათავსოთ ცალკე ჭურჭელში )  ეს მასა კი გათეთრებამდე ვთქვიფოთ, დავუმატოთ  კარგად დარბილებული კარაქი, მაწონი, სოდა -ძმრით,  ვანილი, კაკაო, ნიგოზი, შევაზილოთ ფქვილი, (უნდა მივიღოთ ნაზი მასა, არაჟნის მაგვარი) მიღებული მოვათავსოთ...

სუნი

   ოთახში ვზივართ, სადაც ორი წელია აღარ ვმჯდარვართ, ძველი წლები მახსენდება, მაშინ ყველაფერი, კიდე უფრო სხვანაირად იყო, ეს ოთახი ბევრ ხალხს იტევდა. ოჯახის წევრებს თუ ახლო მეზობლებს, საღამოს ტელევიზორთან ჩამომსხდარებს, თუმცა, მერე, ასაკოვნები ამ ქვეყნიდან წავიდნენ, ახალგაზრდები კი ქვეყნიდან. სახლი ცარიელი დარჩა, ახლა აღარავინ ცხოვრობს.      12 წელია რაც წასული ვარო, ამბობს, ვუფიქრდები როგორ გაიპარა დრო ისე, რომ ვერ შევიგრძენი, არაფერში ჩანს, ჩემთვის, ეს დრო...    სამაგიეროდ, დაბრუნებულებს სულ მოუთქმელად ვაყოლებთ იქაურ ამბებს, როგორ ცხოვრობენ მასპინძლები თუ ჩასულები ქვეყნებში, რომლებიც, ჩვენგან, რკინის ფარდით იყო გამოყოფილი.   ადრე, მოყოლილ ამბებს, აქაურობას ვადარებდი, ჩვენს ყოველდღიურობას თუ წეს- ჩვეულებებს, ახლა აღარ, არ მაინტერესებს. ჩვენი ინდივიდუალიზმის დაკარგვა არ მინდა.    ოთახები დაალაგა, ახალი ფარდები დაკიდა, ჩამოტანილები, ახლა სისუფთავის სუნი დგასო, მეუბნება. მე ვერ ვგრძნობა. შემოდგომიდან მოყოლებული სუნი არ მიგრძვნია, გა...