К основному контенту

9 ოქტომბერი


     სამსახური მაქვს ისეთი, სადაც ბევრი სახელის და გვარის დამახსოვრება მიწევს და  მგონია, რომ ამან შეიწირა ჩემი მახსოვრობის უნარი. ზოგიც ისეთი უცნაური სახელი ან გვარია ან კიდე კომბინაციაშია უცნაური, სახალისო, ხანაც გამაოცებელი. 

      დღეს უაზროდ,  ხმამაღლა ვიმეორებდი სიტყვებს:  ხვალ 9 ოქტომბერია, ხვალ 9 ოქტომბერია -თქო, მერე დავფიქრდი,  ხომ არაფერი ხდება?   არც არაფერი. ცოტა ხნის შემდეგ კიდე, რომ ვთქვი 9 ოქტომბერია- თქო, ყურადღება არავის მოუქცევია და მევე შემრცხვა. ან კი  რა შუაში იყო?! ისე კარგი ციფრია ცხრა. თუ გადმოაბრუნებ 6 გამოვა, ექვსი კი არც ისე  კარგი ციფრია მგონი.  ეს კი  ცხოვრებას გავს, სადაც ყველაფერი კარგადაა და მეორე მხრიდან თუ დააკვირდე არც არაფერი არაა კარგად ანუ ყველაფერი ცუდადაა.  ,,ყველაფერი არის ძლიერ კარგად, ყველაფერი ძლიერ ცუდად არის. "  გალაკტიონი.
     


    დღეს სამსახურში ფურცლებს ისე ვალაგებდი, როგორც მაღალი მარჩიელი აწყობს კარტებს. მარჩიელი რატომღაც მაღალი წარმომიდგენია, მაღალი და ხმელი, რომელსაც სახე უბრწყინავს ბევრი ტონალური კრემით  და ამით  მის გამომეტყველებას ფარავს, რომ ნამდვილი ემოციები არ შეატყონ,  როცა მისი კარტები ცუდად დალაგდებიან, სხვების ცხოვრებაზე შიშით ავსებენ, თივოთნ კი უნდა თუ არა, უნდა მოყვეს და უამბოს რა უთხრა კაროლმა გულმა, ცხრიანმა ყვავმა და მათთან  მოხვედრილმა აგურმა ბედზე, დაბრუნდება თუ არა  უკვე საგულდაგულოდ გაქცეული კაცი, სადაა ახლა მისგან? შორს თუ ახლოს, დაუდგება თუ არა ლაღი ცხოვრება, ვინ გაუკეთა ჯადო და კიდე ალბათ ბევრი, ცხოვრებისეული მარაზმი, მარჩიელი კი ღაწვებზე ვარდისფერი ტონით ცდილობს მხიარული ფერის შეტანას თავის თავში. 

     ძველი რეცეპტი ამოვქექე, სადაც ხველების წამლის დასახელება მეწერა,  შუშხუნა აბის. ნეტა მარჩიელი თუ მიხვდებოდა, რომ მე გავცივდებოდი და ხველას დამაწყებიებდა, მერე ერთ პარტია არც თუ ძლიერ, თუმცა მე რომ მიხდება ისეთ წამლებს დავლევდი და მაინც 8 ოქტომბერს, როცა კიდე დამახველებდა და  ოფისში ამაზე იტყოდნენ ,, -ეს კიდე ახველებს?!" ზუსტად ასეთნაირად, იქვე  მყისიერად გადავწყვიტავდი  მეყიდა წამალი, რომელიც ჯერ კიდე აგვისტოს თვეში დამიწერა ექიმმა ძველი, რეცეპტის მაგვარ, გახუნებულ ქაღალდზე,  საერთოდ მახასიათბს ძველი რეცეპტების შენახვა, მგონი ყველა შენახული მაქვს და მასაც ვინახავდი, თუმცა ახლა უკვე არ მეცოდინებოდა მომცემდნენ თუ არა ურეცეპტოდ ამ წამალს, მივადგებოდი აფთიაქს, რიგი დამაყოვნებდა დაახლოებით 20 წუთი, გამიკვირდებოდა ჩემს წინ ფეხმძიმე ქალის უაზრო ბორიალი, რომელიც ერთ პარკს და ხურდას ტოვებდა აფთიაქში, ფარმაცევტს რომ არ შეეხსენებია, ასევე შესამჩნევი ხალხის სიმრავლე, მიზეზად მომაგონდებოდა ფასდაკლების დღე რომ არის დღეს, ოღონდ 20 ლარის შენაძენზე, ბოლოს მომცემდნენ 4 ლარისა და რაღაც ხურდების წამალს და ბამბას, ამიტომ ფასდაკლება არ მერგებოდა მე. უკან მომავალს კი შემოდგომის საღამო მომახვევდა სუსხიან მკლავებს და ძალიან ახლოს ვიგრძნობდი ზამთარს და სიცივეს. 




Комментарии

  1. ხველას და ყელის ტკივილს კოჭა უხდება ძალიან (იგივე იმბირი, ჯინჯერი). თაფლი და ლიმონი შეურიე და ისედაც კარგი დასალევია.

    "უკან მომავალს კი შემოდგომის საღამო მომახვევდა სუსხიან მკლავებს და ძალიან ახლოს ვიგრძნობდი ზამთარს და სიცივეს."
    რა კარგია!!!

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. თინათინ რა კარგი რჩევაა , თაფლი და ლიმონი ისე მიყვაარს, მთელი ზამთარი მაგით შეზავებულ ჩაის ვსვამ, კოჭა თუ უხდებოდა ყელს არ ვიცოდი. ვცდი.
      მადლობა, უმაგრესი რჩევების მოცემა იცი :)

      Удалить
    2. შენ კი უმაგრესი პოსტების წერა! :) წრფელის და მიმზიდველის.

      Удалить

Отправить комментарий

Популярные сообщения из этого блога

ფერები , ხაზები, ხატები

         ახლა წმინდა ევას ხატი დაწერა, პატარა ევასთვის, დაუკვეთეს, ძირითადად სამი ფერი გამოიყენა: ოქროსფერი, წითელი და ლურჯი, რომელთა შერწყმა საოცარ სილამაზეს ქმნის, აღსაქმელადაც მსუბუქია.     ხატს ხელში ნაზად მაწოდებს, რადგან ლაქი ჯერ არ შეშრობია, შარავანდედს ლამაზი ორნამენტები ამშვენებს, ძალიან მეტყველია, ალბათ პატარა გოგოსაც მოეწონება მისი ანგელოზის ხატი, რომლის ავტორი მხატვარ-რესტავრატორი თამარ ჯიხვაშვილია.    პირველად ხატვის ნიჭი ბაღის მასწავლებელმა შეამჩნია, ძალიან უწყობდა ხელს, დასვამდა და ახატიებდა, თამარის დედას კი ეხვეწებოდა ყურადღება მიექციათ ამ ნიჭისთვის.  პროფესიის არჩევის დრო, რომ დადგა, ცოტა დაიბნა, აღმოჩნდა რომ ჯერ ფრანგული ენა აინტერესებდა, მერე სამედიცინო, სტომატალოგიის განხრით, თუმცა საბოლოოდ არჩევანი სამხატვრო აკადემიაზე შეაჩერა.    მანამდე კი ბებიასაგან ისწავლა ქარგვა, თავიდან ცხვირსახოცებზე, ხოლო, მე-7 კლასში იყო, პირველად, წმინდა გიორგის ხატი, რომ დაქარგა და თავისი სკოლის დირექტორს ...

თინისთვის შეპირებული ბლოგი და ჩემი პატარა სასწაული

     ეს თინისთვის შეპირებული ბლოგია და ამბავი ერთი საყურისა, რომელსაც ჩემთვის  სასწაული ჰქვია.  მისი გამხელა მეშინია კიდეც და ამავე დროს, რატომღაც, უთქმელობაც არ მიღირს.     ეს ამბავი ლამაზ, ლურჯ თვლიან საყურეს უკავშირდება, რომელიც ჩემმა მეგობარმა მზიამ მაჩუქა, როცა მას ქმარმა ბევრი და სხვა და სხვა ვერცხლის სამკაულები გამოუგზავნა საბერძნეთიდან, მან კი ყველას: მის მეგობრებს, რძალს, რძლის დედას დაურიგა. მე  ეს საყურე მერგო,  რომლის  გაკეთებას არც ვაყოვნებდი. ერთხელ ეკლესიაში ლოცვაზე წავედი, თუმცა აღმოჩნდა, რომ ცისკარით ეგებებოდნენ შობას და ამიტომ ლიტურგია საღამოს 11 საათზე იწყებოდა, უკან უკმაყოფილო გამოვბრუნდი, ნახევარზე მეტი გზა რომ გამოვიარე, ხელი ყურზე მოვიკიდე და ცალი საყურე აღარ მეკეთა. ძალიან მეწყინა, უიმედოდ, თუმცა მაინც დავბრუნდი უკან, სადღა უნდა ვიპოვო, მაღაზიაშიც გამოვიარე-თქო, ვფიქრობდი. ყოველ წუთს მინდოდა მოვბრუნებულიყავი და მაინც წინ მივიწევდი, ერთ ადგილას ისეთი საცობი იყო, გზის გაგრძელებაც გამიჭირდა, მაინც წავედი, ბ...

მთელი კვირა

    კარგა ხნის წინ მინდოდა, მგონი ერთი წელიც კი გავიდა მის მერე, დამეწყო და  მთელი კვირის ამბები დამეწერა, რომ მერე აღმომეჩინა რა იყო იმ დღეებში მნიშვნელოვანი, იმ ერთფეროვნებაში რის გამორჩევას შევძლებდი და ახლა ვიწყებ:    დღეს 6 ივლისია,  კვირა.    ხვალ იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულია, შარშან კვირას დაემთხვა ეს დღე და ვეზიარე. დღესაც ვეზიარე. შარშანდელი 7 ივლისი კი გუშინდელი დღესავით მახსოვს, ნათლად. თეაც იყო იმ დღეს ეკლესიაში, ისიც ეზიარა, ერთად ვემზადებოდით ამ ამბებისთვის, წელს რატომღაც იზარმაცა.     რომ გამოვედი ხატს ვემთხვიე, მერე მორჩილმა მირჩია ზიარების შემდეგ მოერიდე ხატთან მთხვევასო, მეთქი კარგი -თქო, სხვებსაც უთხრა, თუმცა რაღაც ადუდღუნდნენ, ყველაფერი ხომ არ გეცოდინებაო, არა და თუ კი ვინმე რამეს გასწავლის უკმაყოფილო რატომ უნდა დარჩე ?    ძალიან მიყვარს მერე ღვინოს, რომ გაწვდიან იმის დალევა, უგემრიელესია, საბარძიმე ღვინოს ხომ განსაკუთრებით აყენებენ, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ დავლიე. ისე საჯამთელოა.  ...