К основному контенту

ჩქარი დრო

   
   მივეჩვიე ჩქარ სიარულს.  ვერც ვხვდები ისე ,,დავრბივარ", თუმცა დღეს ახალმა ფეხსაცმელმა მაიძულა უფრო ნელა მევლო და საღამოს, როცა გზას სახლისკენ გამოვუყევი, მარტო და ფიქრებში ჩაფლულმა ასე ,, იძულებით" ვისეირნე . 
 ვისიამოვნე, შემოდგომის ძალიან მშვიდი და თბილი  საღამო იყო. 

    დრო ისეა აჩქარებული,  ამის გამო, თითქოს გულიანად ვერაფერს ვაკეთებ არა და არ მჯერა, ნაჩქარევად რაიმე ხარისხიანი გამოვიდეს. თან კიდე, სულ რომ სადღაც ჩქარობს ყველა, ვეღარ ვიცლით ერთმანეთისთვის და მეშინია ერთ დღეს, სანანებლად არ გვექცეს ერთმანეთის გაუცხოვება, მხოლოდ ინტერნეტის იმედად დარჩენა და ამით საკუთარი თავის მოტყუება. ყველაზე მეტი ხომ ადამიანური ურთიერთობებია, რომელიც გვაბედნიერებს, გვახალისებს თუ გვასევდიანებს, ყველაზე საჭირო, რასაც ვერაფერი ჩაანაცვლებს. ამ ურთიერთბებს რაც  აცოცხლებს არის საუბარი და ერთმანეთის მოსმენა, ამისთვის კი დრო ყოველთვის უნდა იპოვო ადამიანმა.


   თუმცა ზოგჯერ მგონია, რომ ყველაზე სევდიან მუსიკას ვუსმენ ამ ცხოვრებიდან და მამძიმებს. ხან ვფიქრობ, დადგა დრო, მოწევა დავიწყო, ორ თითს ერთად ვატყუბებ და ვემზადები, რომ გავაბოლო, მერე მეშინია ცუდი ჩვევა არ ავიკიდო და მანამდე ჩაიდან ამოსულ ბოლს ვჯერდები.

 გარდა ამისა, გაუთავებლად შემომიჩნდა ფიქრი, რა იქნება ხვალ და ეს ყველაზე რთულია პასუხის საპოვნელად, მერე კი ვხვდები, რომ უბრალოდ, რაღაც, უიმედობის ,,ზღაპრული" დღეები მიდგას და ალბათ გაივლის თავისით ან ჩემი დამხარებით.

    შემოდგომის ამ თბილ საღამოებს, მგონი, მალე წვიმები შეცვლის, წვიმა საუკეთესო ამინდია, იმისთვის რომ  შეიბუზო თბილ სახლებში, საყვარელ ადმიანებთან ერთად. დალიო ჩაი, ხან ყავა  და ისაბურო ბევრი.
  

Комментарии

  1. ამ პოსტმა ჩემი პერიოდი მომაგონა, როცა დავდიოდი და გიჟივით ვუყურებდი სველ, ყვითელ ფოთლებს. დღემდე მსოფლიოში ყვითლად შეფოთლილი ხე მიმაჩნია ყველაზე დიდ სილამაზედ. დილით წირვაზე ფეხით მივდიოდი, რომ ეს სილამაზე შემეგრძნო და დავხარბებოდი. მაშინ ბლოგი არ მქონდა, არც ვიცოდი რა იყო :))) და ბლოკნოტში ვწერდი.

    ახლა მართლაც საუკეთესო დროა ლამაზ შარფში გასახვევად და ქუჩებში სახეტიალოდ. გილოცავ ახალ ფეხსაცმელს. სიგარეტი არა და ახალი პომადა და ლაქი იყიდე ამ სეზონის შესაფერისი. სიახლის შეგრძნებას აჩენს. :) ჩაი არასდროსაა ისე გემრიელი, როგორც კარგა გვარიანად აგრილებულზე. ზამთრამდე ჯერ კიდევ დროა და ბევრი კარგი დღე იქნება.

    დრო მართლა საშინლადაა აჩქარებული, გეთანხმები. ისიც ცუდია, ერთმანეთს რომ გადავეჩვიეთ, საშიში ტენდენციაა.

    ОтветитьУдалить
  2. მადლობა თინი, მეც, დილით წირვაზე, ყოველთვის ფეხით მივიჩქარი :) შემოდგმომის ფერად ხეებზე სულ რაჭა მახსენდება, შაორის გზაზე ხეივანია და ამ დროს , იქ თუ მოხვდები , ზღაპარში გეგონება თავი,ისეთი ლამაზია, ,,შემოდგომის ფერებითაა" იქაურობა აჭრელებული. საოცარი სანახავია.

    ОтветитьУдалить
  3. რა საინტერესოდ წერ :3 მიყვარს ასეთი თბილი ბლოგები და გამიხარდა შენი აღმოჩენა :3
    კი, მე ეგრე დავიწყე მოწევა )) ჯობს ისევ ჩაითი დაკმაყოფილდე

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. მადლობა, მეც მიყვარს შენი ბლოგის კითხვა :) მოწევას ალბათ მაინც არ დავიწყებ , ამ ცდუნებას ვძლევ იმედია :)

      Удалить

Отправить комментарий

Популярные сообщения из этого блога

ფერები , ხაზები, ხატები

         ახლა წმინდა ევას ხატი დაწერა, პატარა ევასთვის, დაუკვეთეს, ძირითადად სამი ფერი გამოიყენა: ოქროსფერი, წითელი და ლურჯი, რომელთა შერწყმა საოცარ სილამაზეს ქმნის, აღსაქმელადაც მსუბუქია.     ხატს ხელში ნაზად მაწოდებს, რადგან ლაქი ჯერ არ შეშრობია, შარავანდედს ლამაზი ორნამენტები ამშვენებს, ძალიან მეტყველია, ალბათ პატარა გოგოსაც მოეწონება მისი ანგელოზის ხატი, რომლის ავტორი მხატვარ-რესტავრატორი თამარ ჯიხვაშვილია.    პირველად ხატვის ნიჭი ბაღის მასწავლებელმა შეამჩნია, ძალიან უწყობდა ხელს, დასვამდა და ახატიებდა, თამარის დედას კი ეხვეწებოდა ყურადღება მიექციათ ამ ნიჭისთვის.  პროფესიის არჩევის დრო, რომ დადგა, ცოტა დაიბნა, აღმოჩნდა რომ ჯერ ფრანგული ენა აინტერესებდა, მერე სამედიცინო, სტომატალოგიის განხრით, თუმცა საბოლოოდ არჩევანი სამხატვრო აკადემიაზე შეაჩერა.    მანამდე კი ბებიასაგან ისწავლა ქარგვა, თავიდან ცხვირსახოცებზე, ხოლო, მე-7 კლასში იყო, პირველად, წმინდა გიორგის ხატი, რომ დაქარგა და თავისი სკოლის დირექტორს ...

თინისთვის შეპირებული ბლოგი და ჩემი პატარა სასწაული

     ეს თინისთვის შეპირებული ბლოგია და ამბავი ერთი საყურისა, რომელსაც ჩემთვის  სასწაული ჰქვია.  მისი გამხელა მეშინია კიდეც და ამავე დროს, რატომღაც, უთქმელობაც არ მიღირს.     ეს ამბავი ლამაზ, ლურჯ თვლიან საყურეს უკავშირდება, რომელიც ჩემმა მეგობარმა მზიამ მაჩუქა, როცა მას ქმარმა ბევრი და სხვა და სხვა ვერცხლის სამკაულები გამოუგზავნა საბერძნეთიდან, მან კი ყველას: მის მეგობრებს, რძალს, რძლის დედას დაურიგა. მე  ეს საყურე მერგო,  რომლის  გაკეთებას არც ვაყოვნებდი. ერთხელ ეკლესიაში ლოცვაზე წავედი, თუმცა აღმოჩნდა, რომ ცისკარით ეგებებოდნენ შობას და ამიტომ ლიტურგია საღამოს 11 საათზე იწყებოდა, უკან უკმაყოფილო გამოვბრუნდი, ნახევარზე მეტი გზა რომ გამოვიარე, ხელი ყურზე მოვიკიდე და ცალი საყურე აღარ მეკეთა. ძალიან მეწყინა, უიმედოდ, თუმცა მაინც დავბრუნდი უკან, სადღა უნდა ვიპოვო, მაღაზიაშიც გამოვიარე-თქო, ვფიქრობდი. ყოველ წუთს მინდოდა მოვბრუნებულიყავი და მაინც წინ მივიწევდი, ერთ ადგილას ისეთი საცობი იყო, გზის გაგრძელებაც გამიჭირდა, მაინც წავედი, ბ...

მთელი კვირა

    კარგა ხნის წინ მინდოდა, მგონი ერთი წელიც კი გავიდა მის მერე, დამეწყო და  მთელი კვირის ამბები დამეწერა, რომ მერე აღმომეჩინა რა იყო იმ დღეებში მნიშვნელოვანი, იმ ერთფეროვნებაში რის გამორჩევას შევძლებდი და ახლა ვიწყებ:    დღეს 6 ივლისია,  კვირა.    ხვალ იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულია, შარშან კვირას დაემთხვა ეს დღე და ვეზიარე. დღესაც ვეზიარე. შარშანდელი 7 ივლისი კი გუშინდელი დღესავით მახსოვს, ნათლად. თეაც იყო იმ დღეს ეკლესიაში, ისიც ეზიარა, ერთად ვემზადებოდით ამ ამბებისთვის, წელს რატომღაც იზარმაცა.     რომ გამოვედი ხატს ვემთხვიე, მერე მორჩილმა მირჩია ზიარების შემდეგ მოერიდე ხატთან მთხვევასო, მეთქი კარგი -თქო, სხვებსაც უთხრა, თუმცა რაღაც ადუდღუნდნენ, ყველაფერი ხომ არ გეცოდინებაო, არა და თუ კი ვინმე რამეს გასწავლის უკმაყოფილო რატომ უნდა დარჩე ?    ძალიან მიყვარს მერე ღვინოს, რომ გაწვდიან იმის დალევა, უგემრიელესია, საბარძიმე ღვინოს ხომ განსაკუთრებით აყენებენ, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ დავლიე. ისე საჯამთელოა.  ...