К основному контенту

არაფრის მთქმელი, ყავიანი პოსტი

შაბათი დილის პოსტი , ყავასთან დამეგობრების.

 მისი არომატით გაჟღენთილია ეს დილა.
 ფოტოები , მხოლოდ ყავის. 




ყავის დილიან და ყავის საღამოიან დღეებს შორის, ყავის შუადღეები და ყავიანი შეხვედრებია.
 ყველაფერი მაინც მისით  იწყება , დილაც, ურთიერთობაც , მერე გეკითხებიან :
- უკვე ყავაზეც დაგპატიჟა?
    ელოდები და როცა მოიტანენ გრძნობ, რომ თითქოს უხერხულობა გაქრა, რაღაც შეივსო ან უბრალოდ დაგეხმარა, რადგან ზოგჯერ მას თვალს არიდებ და მისკენ აპარებ , ფინჯანის კედლებს ეთამაშები, მერე ტუჩთან მიგაქვს და სადღაც, დროის ამ მონაკვეთში, ატყუებ და ნამდვილ განცდებს იპარავ , რომ დამალო, ყავის ფინჯანში ჩამალო, ღრმად, ფსკერზე ჩაუშვა.
 იქნებ მერე ამოქექო კიდეც , ახლა კი ...




 ზოგჯერ კი, ყავის ფინჯანით ხელში, ოთახებში დადიხარ, ფიქრებით :
 დღეები მენანება , რადგან ცარიელია.
 რაა ეს,   უხილავი ძაფები, რომ ვერ მოვიშორე ,იხლართები.
 საათის წიკწიკიც არ წყდება , მიყვარდეს მაინც, მისი  მოსმენა.

Комментарии

  1. ახლა გვერდით მიდევს ყავის ფინჯანი და ნება-ნება ვსვამ, რომ არ დამთავრდეს. სამსახურში მეორედაც ვსვამ 3-4 საათზე, ამ დროს რაღაცნაირად მეძინება და ვდუნდები.

    აჭარაში ამბობენ "კოფეს" :))

    ბევრი ყავის სურნელიანი, მხიარული დღე შენ! <3 <3

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. თინი, ზოგჯერ მარტოობის მეგობარი ხდება ყავა, ძირითადად კი მარტოს მისი დალევა არ მიყვარს, ის სიტუაცია მიყვარს რაც მის ირგვლივ, თითქოს მისი არომატის ჯადოსნობით, იქმნება.

      Удалить
    2. "მარტოობისაა ჰანგები. მოვლენღა ის ფარშავანგები?"
      მეც ორივე, მარტო წყნარად დალევა და ფიქრი და სიტუაციაში მირთმევა სხვებთან ერთად.
      პლეხანოვზე ლუკა პოლარეს კაფეა, სადაც მე და ლაშას ფანჯარასთან დასაჯდომი გვაქვს ამოჩემებული. ხანდახან დილით ვსვამთ ხოლმე იქ ყავას და ვუყურებთ თითქმის ცარიელ ქუჩას, თუ ღრუბლიანი და ქარიანი ამინდია, ხომ მთლად შეყუჟვა გამოგვდის. :) როცა აქ იქნები, წავიდეთ. <3

      Удалить
  2. იმ დღეს ერთი მეგობარი ამბობდა, ვინ იყოს ნეტავ ის დალოცვილი, ვინც ყავა აღმოაჩინა პირველადო. სასწაული სასმელია მართლაც. ადამიანებს აახლოებს, ხანაც აშორებს და როგორც შენ გიწერია, ზოგჯერ გრძნობების ჩამალვაც შეგიძლია მათში.

    რა კარგი გოგო ხარ, ირი!

    ადრე მიყვარდა თურქული ყავა, ზოგი ბერძნულს ეძახის, ცოტა უცნაურგემოიანია.
    ახლა მხოლოდ ხსნადს ვსვამ რძით.

    ОтветитьУдалить
  3. ყავის დიდი მოყვარული არ ვარ ირი, ხომ იცი? მაგრამ თქვენთან ერთად სამსახურში ძალიან მიყვარს ყავის დალევა :) კარგია შესვენებისას მითუმეტეს ზამთარში ცხელი არომატული სითხის მიღება :)

    ОтветитьУдалить

Отправить комментарий

Популярные сообщения из этого блога

ტარხუნის პეროგი

ტარხუნის პეროგი  ჩემი ერთ-ერთი საყვარელი კერძია. მიყვარს ის, ნაზი გემო, რასაც მას ტარხუნა სძენს, ასე რომ, ეს კერძი მათვისაა ვისაც უყვარს ტარხუნის გემო და არომატი.

 მასალად საჭიროა : 
ერთი კონა ტარხუნა,
4,5 თავი ხახვი,
8 ცალი კვერცხი,
200 გრამი ყველი, ფენოვანი ცომი ,  ცომი შესაძლოა ვიყიდოთ მზა ფენოვანი  ან თავად მოვამზადოთ. ასევე კარგია ნახევრად ფენოვანი ცომი, რომელსაც პირადად მე ვანიჭებ უპირატესობას , ფენოვან ცომთან შედარებით და მას შემდეგნაირად ვამზადებ, ჩვენი პეროგისთვის საკმარისი იქნება ნახევრი კილო ფქვილი, რომელსაც დავუმატებთ მარილს, შაქარს (გემოვნებით) და 10 გრამ დროჟს, ცომს კარგად მოვზელთ თბილ წყალში და როცა ამოვა გავაბრტყელებთ და გადავუსმევთ ერბოს ,,ონა". გადაკეცილს გავაჩერებთ 20 წუთი, შემდეგ გავყოფთ ნაწილებად. 
 მომზადებს წესი 

     მოვხაშოთ 7კვერცხი და დავჭრათ, ასევე დავჭრათ ხახვი, ტარხუნა, ხოლო ყველი გავხეხოთ. ამ პერიოდში ჩავრთოთ ღუმელი, რომ მოასწროს  180 გრადუსზე გაცხელება ავიღოთ ცომის ერთი ნაწილი გავაბრტყელოთ და დავდოთ ნელ-თბილ ჟარონაზე, (გამოგვადგება აჩმის ჟარონაც…

ფერები , ხაზები, ხატები

ახლა წმინდა ევას ხატი დაწერა, პატარა ევასთვის, დაუკვეთეს, ძირითადად სამი ფერი გამოიყენა: ოქროსფერი, წითელი და ლურჯი, რომელთა შერწყმა საოცარ სილამაზეს ქმნის, აღსაქმელადაც მსუბუქია. 

   ხატს ხელში ნაზად მაწოდებს, რადგან ლაქი ჯერ არ შეშრობია, შარავანდედს ლამაზი ორნამენტები ამშვენებს, ძალიან მეტყველია, ალბათ პატარა გოგოსაც მოეწონება მისი ანგელოზის ხატი, რომლის ავტორი მხატვარ-რესტავრატორი თამარ ჯიხვაშვილია.

   პირველად ხატვის ნიჭი ბაღის მასწავლებელმა შეამჩნია, ძალიან უწყობდა ხელს, დასვამდა და ახატიებდა, თამარის დედას კი ეხვეწებოდა ყურადღება მიექციათ ამ ნიჭისთვის.  პროფესიის არჩევის დრო, რომ დადგა, ცოტა დაიბნა, აღმოჩნდა რომ ჯერ ფრანგული ენა აინტერესებდა, მერე სამედიცინო, სტომატალოგიის განხრით, თუმცა საბოლოოდ არჩევანი სამხატვრო აკადემიაზე შეაჩერა.
   მანამდე კი ბებიასაგან ისწავლა ქარგვა, თავიდან ცხვირსახოცებზე, ხოლო, მე-7 კლასში იყო, პირველად, წმინდა გიორგის ხატი, რომ დაქარგა და თავისი სკოლის დირექტორს აჩუქა. მოგვიანებით კერვაც შეისწავლა რადგან, ერთი პერიოდი, მოდელიორის პროფესიაც  აინტერეს…

1937

,,ტყიბულის რაიონული ფინგანი და ორპირის თემის აღმასკომი ყოველგვარ ძალას ხმარობენ იმზომად შემავიწროვონ რომ მღვდლობას თავი დავანებო მე ვარ უკიდურესად ღარიბი კაცი, ჩემი ოჯახი შედგება  ექვსი სულისგან :მე თვითონ, ცოლი და ოთხი მცირეწლოვანი შვილები 1)ვარდიკო 8 წ. 2) ქეთევანი 5 წ. 3)დავითი 4 წ.  4)გრიგოლი 3 წლის.
 ჩემი სიღარიბის ამბავი კარგადიცის  რაიონის მთავრობამ "  წერს სოფელ ნაბოსლევის წმ. გიორგის ეკლესიის მღვედი აპოლონ ჯინჯიხაძე, რომელიც, ასევე, მღვდელმსახურებას იმ სოფლებშიც ასრულებდა სადაც, მოძღვარი არ იყო.
ეს ის ავბედითი, კომუნისტური წლებია, როცა  რწმენა დანაშაულად ითვლებოდა.


,, ამ წელში შემაწერეს 56 კილო ხორცი ... ეხლა შემაწერეს არამეურნეთა გახარჯული 363 მანეთი და თვით  დაბეგვრის 726 მანეთი სულ 1089 მანეთი. უწყების  ჩაბარებისთანავე ამიწერეს: 1)ტაშტი ,    2 )საწნახელი, 3) სახლი. 1930 წელს გადასახადში წამართვეს ერთი ცალი ხარი და ერთი ცხვარი მეტი აღარაფერი დამრჩენია.  1931 წელში 280 მანეთში , რადგან ვერ შევძელი გადახდა ამიწერეს ერთი თვალი სახლი, ისლით დახურული.
1932 წელს შემაწერეს 180 მანეთი…