К основному контенту

არაფრის მთქმელი, ყავიანი პოსტი

შაბათი დილის პოსტი , ყავასთან დამეგობრების.

 მისი არომატით გაჟღენთილია ეს დილა.
 ფოტოები , მხოლოდ ყავის. 




ყავის დილიან და ყავის საღამოიან დღეებს შორის, ყავის შუადღეები და ყავიანი შეხვედრებია.
 ყველაფერი მაინც მისით  იწყება , დილაც, ურთიერთობაც , მერე გეკითხებიან :
- უკვე ყავაზეც დაგპატიჟა?
    ელოდები და როცა მოიტანენ გრძნობ, რომ თითქოს უხერხულობა გაქრა, რაღაც შეივსო ან უბრალოდ დაგეხმარა, რადგან ზოგჯერ მას თვალს არიდებ და მისკენ აპარებ , ფინჯანის კედლებს ეთამაშები, მერე ტუჩთან მიგაქვს და სადღაც, დროის ამ მონაკვეთში, ატყუებ და ნამდვილ განცდებს იპარავ , რომ დამალო, ყავის ფინჯანში ჩამალო, ღრმად, ფსკერზე ჩაუშვა.
 იქნებ მერე ამოქექო კიდეც , ახლა კი ...




 ზოგჯერ კი, ყავის ფინჯანით ხელში, ოთახებში დადიხარ, ფიქრებით :
 დღეები მენანება , რადგან ცარიელია.
 რაა ეს,   უხილავი ძაფები, რომ ვერ მოვიშორე ,იხლართები.
 საათის წიკწიკიც არ წყდება , მიყვარდეს მაინც, მისი  მოსმენა.

Комментарии

  1. ახლა გვერდით მიდევს ყავის ფინჯანი და ნება-ნება ვსვამ, რომ არ დამთავრდეს. სამსახურში მეორედაც ვსვამ 3-4 საათზე, ამ დროს რაღაცნაირად მეძინება და ვდუნდები.

    აჭარაში ამბობენ "კოფეს" :))

    ბევრი ყავის სურნელიანი, მხიარული დღე შენ! <3 <3

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. თინი, ზოგჯერ მარტოობის მეგობარი ხდება ყავა, ძირითადად კი მარტოს მისი დალევა არ მიყვარს, ის სიტუაცია მიყვარს რაც მის ირგვლივ, თითქოს მისი არომატის ჯადოსნობით, იქმნება.

      Удалить
    2. "მარტოობისაა ჰანგები. მოვლენღა ის ფარშავანგები?"
      მეც ორივე, მარტო წყნარად დალევა და ფიქრი და სიტუაციაში მირთმევა სხვებთან ერთად.
      პლეხანოვზე ლუკა პოლარეს კაფეა, სადაც მე და ლაშას ფანჯარასთან დასაჯდომი გვაქვს ამოჩემებული. ხანდახან დილით ვსვამთ ხოლმე იქ ყავას და ვუყურებთ თითქმის ცარიელ ქუჩას, თუ ღრუბლიანი და ქარიანი ამინდია, ხომ მთლად შეყუჟვა გამოგვდის. :) როცა აქ იქნები, წავიდეთ. <3

      Удалить
  2. იმ დღეს ერთი მეგობარი ამბობდა, ვინ იყოს ნეტავ ის დალოცვილი, ვინც ყავა აღმოაჩინა პირველადო. სასწაული სასმელია მართლაც. ადამიანებს აახლოებს, ხანაც აშორებს და როგორც შენ გიწერია, ზოგჯერ გრძნობების ჩამალვაც შეგიძლია მათში.

    რა კარგი გოგო ხარ, ირი!

    ადრე მიყვარდა თურქული ყავა, ზოგი ბერძნულს ეძახის, ცოტა უცნაურგემოიანია.
    ახლა მხოლოდ ხსნადს ვსვამ რძით.

    ОтветитьУдалить
  3. ყავის დიდი მოყვარული არ ვარ ირი, ხომ იცი? მაგრამ თქვენთან ერთად სამსახურში ძალიან მიყვარს ყავის დალევა :) კარგია შესვენებისას მითუმეტეს ზამთარში ცხელი არომატული სითხის მიღება :)

    ОтветитьУдалить

Отправить комментарий

Популярные сообщения из этого блога

ფერები , ხაზები, ხატები

         ახლა წმინდა ევას ხატი დაწერა, პატარა ევასთვის, დაუკვეთეს, ძირითადად სამი ფერი გამოიყენა: ოქროსფერი, წითელი და ლურჯი, რომელთა შერწყმა საოცარ სილამაზეს ქმნის, აღსაქმელადაც მსუბუქია.     ხატს ხელში ნაზად მაწოდებს, რადგან ლაქი ჯერ არ შეშრობია, შარავანდედს ლამაზი ორნამენტები ამშვენებს, ძალიან მეტყველია, ალბათ პატარა გოგოსაც მოეწონება მისი ანგელოზის ხატი, რომლის ავტორი მხატვარ-რესტავრატორი თამარ ჯიხვაშვილია.    პირველად ხატვის ნიჭი ბაღის მასწავლებელმა შეამჩნია, ძალიან უწყობდა ხელს, დასვამდა და ახატიებდა, თამარის დედას კი ეხვეწებოდა ყურადღება მიექციათ ამ ნიჭისთვის.  პროფესიის არჩევის დრო, რომ დადგა, ცოტა დაიბნა, აღმოჩნდა რომ ჯერ ფრანგული ენა აინტერესებდა, მერე სამედიცინო, სტომატალოგიის განხრით, თუმცა საბოლოოდ არჩევანი სამხატვრო აკადემიაზე შეაჩერა.    მანამდე კი ბებიასაგან ისწავლა ქარგვა, თავიდან ცხვირსახოცებზე, ხოლო, მე-7 კლასში იყო, პირველად, წმინდა გიორგის ხატი, რომ დაქარგა და თავისი სკოლის დირექტორს ...

თინისთვის შეპირებული ბლოგი და ჩემი პატარა სასწაული

     ეს თინისთვის შეპირებული ბლოგია და ამბავი ერთი საყურისა, რომელსაც ჩემთვის  სასწაული ჰქვია.  მისი გამხელა მეშინია კიდეც და ამავე დროს, რატომღაც, უთქმელობაც არ მიღირს.     ეს ამბავი ლამაზ, ლურჯ თვლიან საყურეს უკავშირდება, რომელიც ჩემმა მეგობარმა მზიამ მაჩუქა, როცა მას ქმარმა ბევრი და სხვა და სხვა ვერცხლის სამკაულები გამოუგზავნა საბერძნეთიდან, მან კი ყველას: მის მეგობრებს, რძალს, რძლის დედას დაურიგა. მე  ეს საყურე მერგო,  რომლის  გაკეთებას არც ვაყოვნებდი. ერთხელ ეკლესიაში ლოცვაზე წავედი, თუმცა აღმოჩნდა, რომ ცისკარით ეგებებოდნენ შობას და ამიტომ ლიტურგია საღამოს 11 საათზე იწყებოდა, უკან უკმაყოფილო გამოვბრუნდი, ნახევარზე მეტი გზა რომ გამოვიარე, ხელი ყურზე მოვიკიდე და ცალი საყურე აღარ მეკეთა. ძალიან მეწყინა, უიმედოდ, თუმცა მაინც დავბრუნდი უკან, სადღა უნდა ვიპოვო, მაღაზიაშიც გამოვიარე-თქო, ვფიქრობდი. ყოველ წუთს მინდოდა მოვბრუნებულიყავი და მაინც წინ მივიწევდი, ერთ ადგილას ისეთი საცობი იყო, გზის გაგრძელებაც გამიჭირდა, მაინც წავედი, ბ...

მთელი კვირა

    კარგა ხნის წინ მინდოდა, მგონი ერთი წელიც კი გავიდა მის მერე, დამეწყო და  მთელი კვირის ამბები დამეწერა, რომ მერე აღმომეჩინა რა იყო იმ დღეებში მნიშვნელოვანი, იმ ერთფეროვნებაში რის გამორჩევას შევძლებდი და ახლა ვიწყებ:    დღეს 6 ივლისია,  კვირა.    ხვალ იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულია, შარშან კვირას დაემთხვა ეს დღე და ვეზიარე. დღესაც ვეზიარე. შარშანდელი 7 ივლისი კი გუშინდელი დღესავით მახსოვს, ნათლად. თეაც იყო იმ დღეს ეკლესიაში, ისიც ეზიარა, ერთად ვემზადებოდით ამ ამბებისთვის, წელს რატომღაც იზარმაცა.     რომ გამოვედი ხატს ვემთხვიე, მერე მორჩილმა მირჩია ზიარების შემდეგ მოერიდე ხატთან მთხვევასო, მეთქი კარგი -თქო, სხვებსაც უთხრა, თუმცა რაღაც ადუდღუნდნენ, ყველაფერი ხომ არ გეცოდინებაო, არა და თუ კი ვინმე რამეს გასწავლის უკმაყოფილო რატომ უნდა დარჩე ?    ძალიან მიყვარს მერე ღვინოს, რომ გაწვდიან იმის დალევა, უგემრიელესია, საბარძიმე ღვინოს ხომ განსაკუთრებით აყენებენ, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ დავლიე. ისე საჯამთელოა.  ...