К основному контенту

აზროვენ ყოველთვის, როცა ფულს ხარჯავ ?

   ,,აზროვნებ ფულს ყოველთვის როცა ხარჯავ" აი, ამ წინადადებას ვკითხულობ ერთ- ერთ ბანკში , გამოკრულ სარეკლამო პლაკატზე.

   გონებაში ვაწყობ, ვმართავ ლიტერატურულად, სტილისტურად ამ წინადადებას და ვხვდები, რომ მთლად სწორად ვერ წავიკითხე ან აზრი არ არის კარგად გამოთქმული, თუმცა, ამავე დროს,  მიკვირს, რომ ბანკი წერს ასეთ რამეს. 
  ყველაფერი კი სხვანაირად ყოფილა. 

    დღის მანძილზე უამრავ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას ვიღებთ, ყველა, მთელი საქართველო, ბანკებისაგან თუ სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციებიდან, მობილურ ტელეფონებზე,  რომლებიც ფულს გვთავაზობენ სესხის სახით, მაგალითად ერთი 1200 ლარს, მეორე ბანკი 4200 ლარს მიმტკიცებს, მიუხედავად ჩემი სურვილისა, მოგვიანებით მირეკავს და მეუბნება რომ დღეს თანხის მიღების ბოლო ვადაა.  გარდა ამისა, წუთში 600 ლარამდე სესხი შემძლებია ავიღო ან ონლაინ, ადგილიდან  გასვლის გარეშე 240 ლარიდან 500 ლარამდე ფულს მთავაზობენ. აქვე, არავინ გიხსნის, რომ მნიშვნელოვანია და ყურადღებით უნდა  გაეცნო ხელშკერულებას, გაიგო რა პირობებით გაძლევს  ვალს, სესხს, კრედიტს, რომელიც როგორ უნდა  დააბრუნო, თითქმის არ გეკითხებიან. (სხვათაშორის, არც ერთ რჩევას აღარავინ იხსენებს  დღეს, რომ ყველას გვყავდეს კარგი ფინანსისტი აყვანილი.) ჩვენს ხალხს კი სესხება უფრო უყვარს, ვიდრე დაბრუნება. კვირის მანძილზე მე მივიღე მსგავსი სარეკლამო ხასაითის დაახლოებით 8 - 10  sms. მერე გვხდება გადახდის უუნარო ბანკის ,,კლიენტები", ფინანსურ პრობლემებში გახლართულები, უკანასკნელ კაპიკებს გაზრდილ, ,,ნაბარტყ" პროცენტებში რომ იხდიან.

    გუშინ, როცა ერთ-ერთ ბანკში ვიცდიდი და ვაკვირდებოდი ირგვლივ მონიტორებს თუ გაკრული სარეკლამო პლაკატებს, სადაც თურმე, სინამდვილეში ასე ეწერა: ,,აგროვებ ფულს ყოველთვის, როცა ხარჯავ"  და რომლებიც გვარწმუნებენ თუ როგორ კარგ საბანკო პროდუქტებს გვთავაზობენ, გამიჩნდა ძალიან დიდი სურვილი, რომ აქვე მათ საწინააღმდეგოდ იყოს შექმნილი კამპანია, რომელიც ყველას შეახსენებს, რომ ჩემს მიერ არასწორად წაკითხული წინადადება უფრო  საჭიროა დღეს, ვიდრე, ამდენი საბანკო რეკლამები.
მე კი ასე დავწერ : აზროვენ კი ყოველთვის,  როცა ფულს ხარჯავ ან სესხს იღებ ?


Комментарии

  1. აქტუალური თემაა და მტკივნეული. ხშირად გათვითცნობიერებული ადამიანიც კი შეიძლება გაბრიყვდეს, იმდენად მიმწოლი არიან ეს ფინანსური ორგანიზაციები.

    ჩვენს ქაოტურ და უმუშევრებით სავსე ქვეყანაში ეს უპასუხისმგებლო დაკრედიტების პრაქტიკა კიდევ უფრო საშინელ სიტუაციას ქმნის.

    ОтветитьУдалить
  2. კი, თინი ნამდვილად ქაოტური სიტუაციაა, ჩვენ ისევ, დიდი დაკვირვება უნდა გამოვიჩინოთ

    ОтветитьУдалить

Отправить комментарий

Популярные сообщения из этого блога

ფერები , ხაზები, ხატები

         ახლა წმინდა ევას ხატი დაწერა, პატარა ევასთვის, დაუკვეთეს, ძირითადად სამი ფერი გამოიყენა: ოქროსფერი, წითელი და ლურჯი, რომელთა შერწყმა საოცარ სილამაზეს ქმნის, აღსაქმელადაც მსუბუქია.     ხატს ხელში ნაზად მაწოდებს, რადგან ლაქი ჯერ არ შეშრობია, შარავანდედს ლამაზი ორნამენტები ამშვენებს, ძალიან მეტყველია, ალბათ პატარა გოგოსაც მოეწონება მისი ანგელოზის ხატი, რომლის ავტორი მხატვარ-რესტავრატორი თამარ ჯიხვაშვილია.    პირველად ხატვის ნიჭი ბაღის მასწავლებელმა შეამჩნია, ძალიან უწყობდა ხელს, დასვამდა და ახატიებდა, თამარის დედას კი ეხვეწებოდა ყურადღება მიექციათ ამ ნიჭისთვის.  პროფესიის არჩევის დრო, რომ დადგა, ცოტა დაიბნა, აღმოჩნდა რომ ჯერ ფრანგული ენა აინტერესებდა, მერე სამედიცინო, სტომატალოგიის განხრით, თუმცა საბოლოოდ არჩევანი სამხატვრო აკადემიაზე შეაჩერა.    მანამდე კი ბებიასაგან ისწავლა ქარგვა, თავიდან ცხვირსახოცებზე, ხოლო, მე-7 კლასში იყო, პირველად, წმინდა გიორგის ხატი, რომ დაქარგა და თავისი სკოლის დირექტორს ...

თინისთვის შეპირებული ბლოგი და ჩემი პატარა სასწაული

     ეს თინისთვის შეპირებული ბლოგია და ამბავი ერთი საყურისა, რომელსაც ჩემთვის  სასწაული ჰქვია.  მისი გამხელა მეშინია კიდეც და ამავე დროს, რატომღაც, უთქმელობაც არ მიღირს.     ეს ამბავი ლამაზ, ლურჯ თვლიან საყურეს უკავშირდება, რომელიც ჩემმა მეგობარმა მზიამ მაჩუქა, როცა მას ქმარმა ბევრი და სხვა და სხვა ვერცხლის სამკაულები გამოუგზავნა საბერძნეთიდან, მან კი ყველას: მის მეგობრებს, რძალს, რძლის დედას დაურიგა. მე  ეს საყურე მერგო,  რომლის  გაკეთებას არც ვაყოვნებდი. ერთხელ ეკლესიაში ლოცვაზე წავედი, თუმცა აღმოჩნდა, რომ ცისკარით ეგებებოდნენ შობას და ამიტომ ლიტურგია საღამოს 11 საათზე იწყებოდა, უკან უკმაყოფილო გამოვბრუნდი, ნახევარზე მეტი გზა რომ გამოვიარე, ხელი ყურზე მოვიკიდე და ცალი საყურე აღარ მეკეთა. ძალიან მეწყინა, უიმედოდ, თუმცა მაინც დავბრუნდი უკან, სადღა უნდა ვიპოვო, მაღაზიაშიც გამოვიარე-თქო, ვფიქრობდი. ყოველ წუთს მინდოდა მოვბრუნებულიყავი და მაინც წინ მივიწევდი, ერთ ადგილას ისეთი საცობი იყო, გზის გაგრძელებაც გამიჭირდა, მაინც წავედი, ბ...

მთელი კვირა

    კარგა ხნის წინ მინდოდა, მგონი ერთი წელიც კი გავიდა მის მერე, დამეწყო და  მთელი კვირის ამბები დამეწერა, რომ მერე აღმომეჩინა რა იყო იმ დღეებში მნიშვნელოვანი, იმ ერთფეროვნებაში რის გამორჩევას შევძლებდი და ახლა ვიწყებ:    დღეს 6 ივლისია,  კვირა.    ხვალ იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულია, შარშან კვირას დაემთხვა ეს დღე და ვეზიარე. დღესაც ვეზიარე. შარშანდელი 7 ივლისი კი გუშინდელი დღესავით მახსოვს, ნათლად. თეაც იყო იმ დღეს ეკლესიაში, ისიც ეზიარა, ერთად ვემზადებოდით ამ ამბებისთვის, წელს რატომღაც იზარმაცა.     რომ გამოვედი ხატს ვემთხვიე, მერე მორჩილმა მირჩია ზიარების შემდეგ მოერიდე ხატთან მთხვევასო, მეთქი კარგი -თქო, სხვებსაც უთხრა, თუმცა რაღაც ადუდღუნდნენ, ყველაფერი ხომ არ გეცოდინებაო, არა და თუ კი ვინმე რამეს გასწავლის უკმაყოფილო რატომ უნდა დარჩე ?    ძალიან მიყვარს მერე ღვინოს, რომ გაწვდიან იმის დალევა, უგემრიელესია, საბარძიმე ღვინოს ხომ განსაკუთრებით აყენებენ, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ დავლიე. ისე საჯამთელოა.  ...