К основному контенту

ტყუილი თეორიები

     თავიდან ვიფიქრე კითხვა - პასუხით დავიწყებ და ინტერვიუც გამომივა- თქო. ეს ჟანრი მაინც ყველას უყვარს, არც მისი წაკითხვა ეზარებათ, მგონი ყველაზე მეტიად ინტერვიუ იკითხება ამ ქვეყანაზე. მერე გადავიფიქრე და ჩავთვალე, რომ ყველაფერს აჯობებდა ჩანახატი  ან ინტერვიუ-ჩანახატი, მაგრამ ამას უფრო მოზარდები ეწაფებიან - სიყვარულის ახალ გემო გაგებული გოგონები -თქო გავივიფიქრე  და გამახსენდა, რომ დიდი სიამოვებით მე პირადად რეპორტაჟული სტილით დაწერილი ნაწარმოებებით ,,ვისუსნები", როცა ფაქტები ჩემს თვალ წინ იშლება და მივყვები, მეც ბუნებრივად მონაწილე ვხვდები მოვლენის, თუმცა ეს აზრი იქვე, უკუაგდო იმ ფაქტმა, რომ აქ მოვლენის აღწერას ვერ მოვყვები, რადგან გადმოსაცემი  არაფერი მაქვს.  
   ფელეტონი?  ეს საოცარი ჟანრია, იუმორით გადმოსცე სიმართლე, არა, ეს გენიოსების საქმეა, ვგიჯდები სატირაზე, იუმორზე, რომელიც ოსტატურადაა გადმოცემული და რეალურ სამყაროს დამცინავად წარმოგიდგენს.
   ყველამ იცის  გაცინება რა რთულიცაა და ატირება რა ადვილიც. ეს უნდა აღვნიშნო, ამ ბოლოს ცრემლი ისე ადვილად მომდის,ზოგჯერ ჩემი გულჩვილობის მრცხვენია კიდეც.
  სტატია- კი ყოვლად სერიოზულ საქმეებს ეხება და არა ისეთს მე, რომ მინდოდა მეთქვა.



  მე კი ბევრი არაფრის თქმა არ მსურდა, რაღაცნაირად უსუსურობის შეგრძნება დამყვება ეს დღები. ვერა და ვერ მოვიშორე, მულტფილმის გმირს ვადარებ თავს, პატარა თაგუნას სულ ტყულად , რომ გადააქცევენ ვეფხვად.

  მინდოდა საკუთარი თავისთვის ასე პუბლიცისტურ ჟანრებში გაშლილი, ფსიქოლოგიური ტესტი მომეწყო და მეპოვა გამოსავალი, რომ შიში, რომელიც ამედევნა დაძლევადია, უბრალოდ გზას უნდა მიაგნო, მოკლეს, მით უფრო კარგი, თუ არა და გრძელს მაინც.

   ფსიქოლოგების უამრავი თეორიები წამიკითხავს მსგავს სიტუაციებზე, თუმცა ახლა რატომღაც არც ერთი არ მადგება, მეეჭვება თეორიებმა მიშველოს :) ახლა .
  
  

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

ფერები , ხაზები, ხატები

         ახლა წმინდა ევას ხატი დაწერა, პატარა ევასთვის, დაუკვეთეს, ძირითადად სამი ფერი გამოიყენა: ოქროსფერი, წითელი და ლურჯი, რომელთა შერწყმა საოცარ სილამაზეს ქმნის, აღსაქმელადაც მსუბუქია.     ხატს ხელში ნაზად მაწოდებს, რადგან ლაქი ჯერ არ შეშრობია, შარავანდედს ლამაზი ორნამენტები ამშვენებს, ძალიან მეტყველია, ალბათ პატარა გოგოსაც მოეწონება მისი ანგელოზის ხატი, რომლის ავტორი მხატვარ-რესტავრატორი თამარ ჯიხვაშვილია.    პირველად ხატვის ნიჭი ბაღის მასწავლებელმა შეამჩნია, ძალიან უწყობდა ხელს, დასვამდა და ახატიებდა, თამარის დედას კი ეხვეწებოდა ყურადღება მიექციათ ამ ნიჭისთვის.  პროფესიის არჩევის დრო, რომ დადგა, ცოტა დაიბნა, აღმოჩნდა რომ ჯერ ფრანგული ენა აინტერესებდა, მერე სამედიცინო, სტომატალოგიის განხრით, თუმცა საბოლოოდ არჩევანი სამხატვრო აკადემიაზე შეაჩერა.    მანამდე კი ბებიასაგან ისწავლა ქარგვა, თავიდან ცხვირსახოცებზე, ხოლო, მე-7 კლასში იყო, პირველად, წმინდა გიორგის ხატი, რომ დაქარგა და თავისი სკოლის დირექტორს ...

სუნი

   ოთახში ვზივართ, სადაც ორი წელია აღარ ვმჯდარვართ, ძველი წლები მახსენდება, მაშინ ყველაფერი, კიდე უფრო სხვანაირად იყო, ეს ოთახი ბევრ ხალხს იტევდა. ოჯახის წევრებს თუ ახლო მეზობლებს, საღამოს ტელევიზორთან ჩამომსხდარებს, თუმცა, მერე, ასაკოვნები ამ ქვეყნიდან წავიდნენ, ახალგაზრდები კი ქვეყნიდან. სახლი ცარიელი დარჩა, ახლა აღარავინ ცხოვრობს.      12 წელია რაც წასული ვარო, ამბობს, ვუფიქრდები როგორ გაიპარა დრო ისე, რომ ვერ შევიგრძენი, არაფერში ჩანს, ჩემთვის, ეს დრო...    სამაგიეროდ, დაბრუნებულებს სულ მოუთქმელად ვაყოლებთ იქაურ ამბებს, როგორ ცხოვრობენ მასპინძლები თუ ჩასულები ქვეყნებში, რომლებიც, ჩვენგან, რკინის ფარდით იყო გამოყოფილი.   ადრე, მოყოლილ ამბებს, აქაურობას ვადარებდი, ჩვენს ყოველდღიურობას თუ წეს- ჩვეულებებს, ახლა აღარ, არ მაინტერესებს. ჩვენი ინდივიდუალიზმის დაკარგვა არ მინდა.    ოთახები დაალაგა, ახალი ფარდები დაკიდა, ჩამოტანილები, ახლა სისუფთავის სუნი დგასო, მეუბნება. მე ვერ ვგრძნობა. შემოდგომიდან მოყოლებული სუნი არ მიგრძვნია, გა...

ჩიტის რძე

,, ჩიტის რძე", მგონი ასე ქვია ამ ნამცხვარს და მე ბავშვობაში მაბრუნებს.     მისი პლიუსები: არ ჭირდება ბევრი მასალა, არის სწრაფად მოსამზადებელი, არ ითხოვს ცალკე კრემის მომზადებას, რადგან ხილფაფაც ყოფნის, ზემოდან კი ბეზეთი ირთვება.   მისი მინუსი-  ვისაც არ უყვარს ბეზე, კვერცხის ცილის სუნი და გემო მას,  ალბათ, არ მოეწონება. ნამცხვრის მოსამზადებლად საჭიროა დაახლოების 50-60 წუთი. მასალად საჭიროა:  კვერცხი 6 ცალი, შაქარი 2 ჩაის ჭიქა , კარაქი ( მარგარინი ) 250 გრამი, პურის ფქვილი 1 ჩაის ჭიქა , მაწონი ( რძე ) 1 ჩაის ჭიქა. ნიგოზი 1 ჩაის ჭიქა, 1 ჩაის კოვზი სოდა- ძმრით, ვანილი 1 შეკვრა,  შოკოლადი . მომზადების წესი:     ავთქვიფოთ კვერცხის გული 1 ჩაის ჭიქა  შაქართან ერთად, (ცილა მოვათავსოთ ცალკე ჭურჭელში )  ეს მასა კი გათეთრებამდე ვთქვიფოთ, დავუმატოთ  კარგად დარბილებული კარაქი, მაწონი, სოდა -ძმრით,  ვანილი, კაკაო, ნიგოზი, შევაზილოთ ფქვილი, (უნდა მივიღოთ ნაზი მასა, არაჟნის მაგვარი) მიღებული მოვათავსოთ...