К основному контенту

დღე დღევანდელი

    ,,დღე დღევანდელი ფიქრია მხოლოდ, მომავალზე და წარსეულზე ფიქრი" ახლა არ მახსოვს ვის ეკუთვნის ეს ლექსი, არ მახსოვს სად და როდის წავიკითხე.  დღეს გონებაში ამომიტივტივდა ეს სიტყვები და მთელი დღე ვიმეორებდი.

   სამსახურში ფიქრის დრო მქონდა, რადგან ინტერნეტი იყო გათიშული. ინტერნეტის შეფერხება კი მთელი სამუშაო პროცესის შეფერხებას ნიშნავს. ვეღარც ბეჭდავ, ვეღაცრ პროგრამაში შედიხარ, ასე რომ ვთქათ, ხელებ წაჭრილი ხარ (დედაჩემი საყვარელი გამოთქმაა, როცა საქმის გაკეთებისას რაიმე ხელის შემშლელი ფაქტორი არსებობს), როცა საქმეებში ვარ ჩაფლული, ფიქრის დრო აღარ მრჩება, რაღაც რუტუნას მივყვები და  დღეც გადის.

   ადრე წამოვედი, ცოტა დრო მქონდა, გზად წიგნების მაღაზიში შევიარე. მიყვარს, რომ ათვალიერებ და ათვალიერე, ეძებ და იქექები, გინდა ახალი აღმოაჩინო და მიყვარს იმ  სიხარულის შეგრძნება ახალი წიგნის წაკითხვით, რომ არის გამოწვეული.  ლიცეუმის და სტუდენტობის პერიოდში შაუმიანზე დავდიოდი ბიბილიოთეკებში, ერთი საბავშვო ბიბლიოთეკა იყო, საიდანაც საბავშვო ენციკლოპედიის მე -12 ტომი გამომქონდა, იქვე ვკითხულობდი, ვიწერდი, ხოლო მეორე- დიდების, საიდანაც სახლში მატნევდნენ წიგნებს.  ასეთი კარგი წიგნების მაღაზიები მაშინ არ იყო, უფრო ძველი - მაღაზიებიც და გამომცემლობებიც, ბიბლიოთეკარები ისე მცნობდნენ, მათ ახლობლად ვითვლებოდი, ერთხელაც დახმარება მთხოვეს ჩემი ბიბილიოთეკიდან, ჩემი უნივერსიტეტელის მიერ, ნანათხოვარი წიგნის დაბრუნებაში. მახსოვს ვნახე ის გოგო და დანაბარებიც გადავეცი, როგორც ვიცი წიგნიც დააბრუნა. ჩემი სტუდენტობის ბოლო პერიოდში ფასიანი გახდა ბიბლიოთეკა, გაწევრიანებისთვის 3 ლარს ვიხდიდი და ბიბლიოთეკის საბუთსაც მაძლევდნენ, ის საბუთი ახლაც შენახული მაქვს. 

  მაღაზიაში მოხუცი კაცი შემოვიდა, ასაკში მეტი უკეთესი რა უნდა აკეთო? იჯდე და იკითხო. ახალ- ახალი გამოცემები ეძებო, ოცნებები რომ არ შეწყვიტო და რაც შეიძლება გვიან ან იქნებ, იყო მოხუცი, მაგრამ  სულაც არ დაბერდე. ახლოს რომ მივედი შევნიშნე ,,გემრიელად" ილუსტრირებულ კულინარიის წიგნს ათვალიერებდა. სიმპათიური ბიჭი შემოვიდა და წარმოვიდგინე, რა საინტერესო მომენტია წიგნის მაღაზიაში გაცნობილი საინტერესო ბიჭი, რომელსაც ყავს საყვარელი ავტორი, რომელზეც სიამოვნებით საუბრობს და გმირი- მისი ხასიათიას მატარებელიც კი არის, ეძებს ადამიანს, რომელიც გაჭრილი ვაშლივით ემგვანება წიგნებში ამოკითხულ ტიპს, თუმცა მან კარებიდან დაიყვირა 2014 წელს გამოსული კოდექსის წიგნი თუ გაქვთო. აქ  ძლიერი სქესის წარმომადგენლებს ნაკლებად შევხდებით. ბიჭი მკითხველები ძალიან ცოტანი არიან. ჩვენთან, ვაძლევ თავს უფლებას ვთქვა, რომ  ალბათ დედები, ბიჭებს კითხვას არ აყვარებენ, ამიტომაც არიან მამაკაცების დიდი ნაწილი ასე დაბალ დონეზე მდგომნი, მცირე ნაწილია მხოლოდ, ვინც ნაკითხია და ვისაც ეს ინტელექტი შინაგან კულტურასთან კარგად აქვს შეზავებული.  არა და რა კარგია წიგნიერება, რომ ეტყობა ადამიანს. ეს ჩანს მის ქცევაში, მოქმედებაში, საუბარში, ურთიერთობებში იკვეთება, მის გვერდით თავს  კარგად გრძნობ, ცხოვრებაში ეს მასაც ეხმარება და მის გვერდით მყოფ ადამიანებსაც.

Комментарии

  1. rogor mikvars shaumianis patara biblioteka! studentobashi mec xshirad vikavi mand... chven is taoba vart, gakinul sajaroshi rom vmecadineobdit da zogjer bibliotekarebi sacavshi ver shediodnen, sibneleao :( arc wikipediadan vamzadebdit sakursoebs da arc internetidan vakopirebdit, xelit vcerdit :)

    ОтветитьУдалить
  2. me mikvars sheni blogis kitxva , xshirad vstumrob xolme :)

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. <3 dzalian mikharia :) akhla blogrollshi mkavkhar da akhali postebi ar gamomepareba :)

      Удалить

Отправить комментарий

Популярные сообщения из этого блога

ფერები , ხაზები, ხატები

         ახლა წმინდა ევას ხატი დაწერა, პატარა ევასთვის, დაუკვეთეს, ძირითადად სამი ფერი გამოიყენა: ოქროსფერი, წითელი და ლურჯი, რომელთა შერწყმა საოცარ სილამაზეს ქმნის, აღსაქმელადაც მსუბუქია.     ხატს ხელში ნაზად მაწოდებს, რადგან ლაქი ჯერ არ შეშრობია, შარავანდედს ლამაზი ორნამენტები ამშვენებს, ძალიან მეტყველია, ალბათ პატარა გოგოსაც მოეწონება მისი ანგელოზის ხატი, რომლის ავტორი მხატვარ-რესტავრატორი თამარ ჯიხვაშვილია.    პირველად ხატვის ნიჭი ბაღის მასწავლებელმა შეამჩნია, ძალიან უწყობდა ხელს, დასვამდა და ახატიებდა, თამარის დედას კი ეხვეწებოდა ყურადღება მიექციათ ამ ნიჭისთვის.  პროფესიის არჩევის დრო, რომ დადგა, ცოტა დაიბნა, აღმოჩნდა რომ ჯერ ფრანგული ენა აინტერესებდა, მერე სამედიცინო, სტომატალოგიის განხრით, თუმცა საბოლოოდ არჩევანი სამხატვრო აკადემიაზე შეაჩერა.    მანამდე კი ბებიასაგან ისწავლა ქარგვა, თავიდან ცხვირსახოცებზე, ხოლო, მე-7 კლასში იყო, პირველად, წმინდა გიორგის ხატი, რომ დაქარგა და თავისი სკოლის დირექტორს ...

თინისთვის შეპირებული ბლოგი და ჩემი პატარა სასწაული

     ეს თინისთვის შეპირებული ბლოგია და ამბავი ერთი საყურისა, რომელსაც ჩემთვის  სასწაული ჰქვია.  მისი გამხელა მეშინია კიდეც და ამავე დროს, რატომღაც, უთქმელობაც არ მიღირს.     ეს ამბავი ლამაზ, ლურჯ თვლიან საყურეს უკავშირდება, რომელიც ჩემმა მეგობარმა მზიამ მაჩუქა, როცა მას ქმარმა ბევრი და სხვა და სხვა ვერცხლის სამკაულები გამოუგზავნა საბერძნეთიდან, მან კი ყველას: მის მეგობრებს, რძალს, რძლის დედას დაურიგა. მე  ეს საყურე მერგო,  რომლის  გაკეთებას არც ვაყოვნებდი. ერთხელ ეკლესიაში ლოცვაზე წავედი, თუმცა აღმოჩნდა, რომ ცისკარით ეგებებოდნენ შობას და ამიტომ ლიტურგია საღამოს 11 საათზე იწყებოდა, უკან უკმაყოფილო გამოვბრუნდი, ნახევარზე მეტი გზა რომ გამოვიარე, ხელი ყურზე მოვიკიდე და ცალი საყურე აღარ მეკეთა. ძალიან მეწყინა, უიმედოდ, თუმცა მაინც დავბრუნდი უკან, სადღა უნდა ვიპოვო, მაღაზიაშიც გამოვიარე-თქო, ვფიქრობდი. ყოველ წუთს მინდოდა მოვბრუნებულიყავი და მაინც წინ მივიწევდი, ერთ ადგილას ისეთი საცობი იყო, გზის გაგრძელებაც გამიჭირდა, მაინც წავედი, ბ...

მთელი კვირა

    კარგა ხნის წინ მინდოდა, მგონი ერთი წელიც კი გავიდა მის მერე, დამეწყო და  მთელი კვირის ამბები დამეწერა, რომ მერე აღმომეჩინა რა იყო იმ დღეებში მნიშვნელოვანი, იმ ერთფეროვნებაში რის გამორჩევას შევძლებდი და ახლა ვიწყებ:    დღეს 6 ივლისია,  კვირა.    ხვალ იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულია, შარშან კვირას დაემთხვა ეს დღე და ვეზიარე. დღესაც ვეზიარე. შარშანდელი 7 ივლისი კი გუშინდელი დღესავით მახსოვს, ნათლად. თეაც იყო იმ დღეს ეკლესიაში, ისიც ეზიარა, ერთად ვემზადებოდით ამ ამბებისთვის, წელს რატომღაც იზარმაცა.     რომ გამოვედი ხატს ვემთხვიე, მერე მორჩილმა მირჩია ზიარების შემდეგ მოერიდე ხატთან მთხვევასო, მეთქი კარგი -თქო, სხვებსაც უთხრა, თუმცა რაღაც ადუდღუნდნენ, ყველაფერი ხომ არ გეცოდინებაო, არა და თუ კი ვინმე რამეს გასწავლის უკმაყოფილო რატომ უნდა დარჩე ?    ძალიან მიყვარს მერე ღვინოს, რომ გაწვდიან იმის დალევა, უგემრიელესია, საბარძიმე ღვინოს ხომ განსაკუთრებით აყენებენ, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ დავლიე. ისე საჯამთელოა.  ...