К основному контенту

ნოსტალგიური

    დღეს ნოსტალგიურ განწყობაზე ვარ. ისე, ვფიქრობ,  ბევრი მხიარულების მერე, ზოგჯერ, ეს კარგიცაა.  ცოტას დაფიქრდები, შიგნიდან გათბები,  მოკლედ მინდა ნოსტალგიის ლამაზი მხარეებიც დავინახო.

     ხვალ მეგობარს ვაცილებ, რვა წლის შემდეგ ერთი თვით ჩამოსულს, ევროპის ერთ კარგ ქვეყანაში, სადაც ქმარი და ერთი შვილი ელოდება. ვაცილებ  გაურკევევლი ვადით და წლების შემდეგ, მაინც შეხვედრის იმედით.  მეორე შვილი თან ახლავს, რომელსაც ვიცნობდით, მხოლოდ ინტერნეტის საშუალებით. საოცარი ადამიანია, ერთდროულად აქაურიცაა და იქაურიც. თბილი, მომღიმარი, როგორც ევროპელი, პრაქტიკული და სეირნობის მოყვარული, ხუთი წლის ქალბატონი ბრძანდება, ძალიან ლამაზი, ინგლისური სახელით - ემილი, რომელსაც დედის დაწყებული საუბრის გაგრძელება უყვარს, გატეხილი ქართულით. კიდე ჩახუტება და ვერ ეგუბეა ,,ჯორჯიას" ყველს. ჩემი მეგობარი კი სულ არ შეცვლილა, რაც იყო ისევ ისაა და ეს მახარებს ძალიან. ახლა, როგორც თვითონ ამბობს, გამთბარი მიდის. მიიღო რაც ყველაზე მეტად ენატრებოდა, აქაური სითბო, ყურადღება, მონატრებული გარემო დახვდა და წასვლის დროც უცებ მოვიდა, ისე გაილია, ვერც მივხვდით.

  გაცილებებზე ასე მემართება, უსაშველო გულის წყვეტას განვიცდი.

  ამ ჩემს ნოსტალგიას შიში ახლავს და ეს სხვა მომენტია, შიში და მარადიული მონატრება, რომელიც მგონია, რომ არასოდეს დასრულდება, თითქოს, ამას გული მუდამ, რომ მოისაკლისებს, (რა სიტყვა დავწერე, არასოდეს რომ არ გამომიყენებია საუბრის დროს, თუმცა მომეწონა, ამიტომ დავტოვებ.) არა, ახლა ის მომენტი არაა დიდი მხიარულების მერე დამემართა- თქო, რომ ვთქვა. ბევრ რამეში ქალაქს ვადანაშაულებ, სადაც ვცხოვრობ, რადგან ამ ქალაქიდან, მხოლოდ მიდიან, აქ საცხოვრებლად კი არ ჩამოდიან, მე კი თითოეული ახლობლის წასვლას ისე განვიცდი, რომ იმ წამსვე ცარიელდება ჩემთვის აქაურობა. მიდიან, იქ უკეთ გრძნობენ თავს და აღარ ბრუნდებიან. მერე აქ რჩება ცარიელი ადგილები, არა და დიდი ხანია სიცარიელის შევსებას ვცდილობ. ახლა გონებაში ვეძებ გამოსავალს, თანამიმდევრულად ვალაგებ მოვლენების განვითარებას და მევე ვფითრთები- თურმე რამდენი დრო გასულა. ჩემი ცხოვრების ის წლები, რომელიც მხოლოდ თავის დროზე თუ ვერ შეირგე, მერე იცი, რომ გვიანია.
  .

   და ახლა საოცრად მინდება, რომ არ ვგავდე ჩემს თავს და ვინმეს დავემგვანო, ვეძებ ინტერნეტში ფოტოებს, რამდენიმეს ვპოულობ და ვფიქრობ დავემგვანებოდი მათ და ვეკითხები ჩემს თავს: აღარ შემაწუხებს გაურკვეველი მონატრების შეგრძნება? პასუხი არ მაქვს. მაინც ვიქექები.




Комментарии

  1. Ra kargad wer Iri.
    Martlac midian da midian mandedan :-( madloba Gm-rts, shens megobars qmar-shvili tan hyavs. Chemma bevrma nacnobma ojaxi datova da wavida, puris fulis sashovnelad da shvilebi gaucxoebulebi arian ukve. Sashinelebaa. Netav rodis eshveleba chvens patara qveyanas...

    ОтветитьУдалить

Отправить комментарий

Популярные сообщения из этого блога

ფერები , ხაზები, ხატები

         ახლა წმინდა ევას ხატი დაწერა, პატარა ევასთვის, დაუკვეთეს, ძირითადად სამი ფერი გამოიყენა: ოქროსფერი, წითელი და ლურჯი, რომელთა შერწყმა საოცარ სილამაზეს ქმნის, აღსაქმელადაც მსუბუქია.     ხატს ხელში ნაზად მაწოდებს, რადგან ლაქი ჯერ არ შეშრობია, შარავანდედს ლამაზი ორნამენტები ამშვენებს, ძალიან მეტყველია, ალბათ პატარა გოგოსაც მოეწონება მისი ანგელოზის ხატი, რომლის ავტორი მხატვარ-რესტავრატორი თამარ ჯიხვაშვილია.    პირველად ხატვის ნიჭი ბაღის მასწავლებელმა შეამჩნია, ძალიან უწყობდა ხელს, დასვამდა და ახატიებდა, თამარის დედას კი ეხვეწებოდა ყურადღება მიექციათ ამ ნიჭისთვის.  პროფესიის არჩევის დრო, რომ დადგა, ცოტა დაიბნა, აღმოჩნდა რომ ჯერ ფრანგული ენა აინტერესებდა, მერე სამედიცინო, სტომატალოგიის განხრით, თუმცა საბოლოოდ არჩევანი სამხატვრო აკადემიაზე შეაჩერა.    მანამდე კი ბებიასაგან ისწავლა ქარგვა, თავიდან ცხვირსახოცებზე, ხოლო, მე-7 კლასში იყო, პირველად, წმინდა გიორგის ხატი, რომ დაქარგა და თავისი სკოლის დირექტორს ...

სუნი

   ოთახში ვზივართ, სადაც ორი წელია აღარ ვმჯდარვართ, ძველი წლები მახსენდება, მაშინ ყველაფერი, კიდე უფრო სხვანაირად იყო, ეს ოთახი ბევრ ხალხს იტევდა. ოჯახის წევრებს თუ ახლო მეზობლებს, საღამოს ტელევიზორთან ჩამომსხდარებს, თუმცა, მერე, ასაკოვნები ამ ქვეყნიდან წავიდნენ, ახალგაზრდები კი ქვეყნიდან. სახლი ცარიელი დარჩა, ახლა აღარავინ ცხოვრობს.      12 წელია რაც წასული ვარო, ამბობს, ვუფიქრდები როგორ გაიპარა დრო ისე, რომ ვერ შევიგრძენი, არაფერში ჩანს, ჩემთვის, ეს დრო...    სამაგიეროდ, დაბრუნებულებს სულ მოუთქმელად ვაყოლებთ იქაურ ამბებს, როგორ ცხოვრობენ მასპინძლები თუ ჩასულები ქვეყნებში, რომლებიც, ჩვენგან, რკინის ფარდით იყო გამოყოფილი.   ადრე, მოყოლილ ამბებს, აქაურობას ვადარებდი, ჩვენს ყოველდღიურობას თუ წეს- ჩვეულებებს, ახლა აღარ, არ მაინტერესებს. ჩვენი ინდივიდუალიზმის დაკარგვა არ მინდა.    ოთახები დაალაგა, ახალი ფარდები დაკიდა, ჩამოტანილები, ახლა სისუფთავის სუნი დგასო, მეუბნება. მე ვერ ვგრძნობა. შემოდგომიდან მოყოლებული სუნი არ მიგრძვნია, გა...

გელა

,, აღარ    არსებობს    არაფერი რაც    აქ    არ    ხდება და    თუ    არსებობს უკვე    მომხდარი . „ ( გელა ღაჭავა ) გელა       2010 წლის  15 მაისს   ფოტოგრაფიის მოყვარული, რამდენიმე  ადამიანი შეიკრიბა და  ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში გაეშურა , სადაც ფოტოგრაფ რიჩარდ ავედონის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ . ამ დღის აღსანიშნავად,     მთავარი ატრიბუტი, სასმელიანი ბოთლი იუბილარის ეტიკეტით, მზად იყო. ასევე ფოტოგრაფის ბიოგრაფიის, მისი ფოტოების და მისი ცხოვრების საინტერესო დეტალების ერთმანეთისთვის გაცნობაც მოხერხდებოდა. ინვენტარად: ფოტოაპარატები, სასმელი, ჭიქებად ფოტო ფირების ყუთები სრულიად საკმარისი იყო.       ეტიკეტი , ფოტოგრაფის გამოსახულებით და მისი ფავორიტი ფოტოთი, ასევე ეს იდეა  გელა ღაჭავას ეკუთვნოდა.     ,, მინდოდა ქუთაისში შემექმნა გარკვეული წრე ადამიანებისა, ვისაც ფოტოგრაფია აინტერესებდა.  სხვ...