К основному контенту

მოკლე წერილები

   ახლა რომ შემეძლოს შენზე ფიქრი,  ბევრს ვიფიქრებდი, მაგრამ სხვა ამბავია,  ახალი წლის მეოთხე თვე დაიწყო, არა ეს შენ არ გეხება, რადგან შენ, მხოლოდ ერთი თვეა რაც გაგიცანი, მგონი ჯობია სიტყვა  გაგიცანი ვთქვა  ბრჭყალებში. არა თვეც არ არის, ხუთი რიცხვი იყო, ასეთ სიტუაციებში ციფრების დამახსოვრება მახასიათებს, ჯერ წესიერად სად გიცნობ. 

   გაცნობა  - შვიდი ასო -ბგერისაგან შემდგარი, სამ მარცვლიანი სიტყვა, ძალიან მთავარი და მნიშვნელოვანი ყოფილა, რადგან არა ერთხელ მითხრეს უკვე:
  - ნუთუ ვერავინ გაიცანი?!
თავისებური ინტონაციით. რაზეც თავიდან მეღიმებოდა, მერე მეცინებოდა, ახლა აღარ ვიცი.

    ***
    სამშაბათი-  არაფრით გამორჩეული დღე. შენ ესეც არ გეხება, მაგრამ მაინც. რამდენიმე ზედა მოვიზომე,  მაღაზიაში ზრდილობიანმა გამყიდველებმა გამაოცა, ჩვენთან ხომ მომსახურების კულტურა ძალიან დაბალია, ვერცერთი ვერ შევარჩიე, ,,არ წავიდა" ზომა და სტილი.

   ჩემში არსებული, ,,მშვენიერება სულისა" მინდა ვინმემ დაინახოს, ისე, რომ მეც აღმომაჩენინოს.
   ღმერთო, ნუთუ ვერ შეძლებს?!  ჩემთვის ვფიქრობდი  და თუ ვერ შეძლებს მაშინ რა გამოდის? რომ ეს  ,, ის"  არ ყოფილა, უტყუარია, რომ სწორი სწორს ცნობს.

  ***
     ვსაუბრობდი მეგობრებთან და ვახსენე სიტყვა ჩემო საყვარელო, რა კარგი გამოთქმაა ჩემს სიყვარულს ასე მივმართავ- მეთქი, ვიქნები თბილი ? მოსიყვარულე  ? არ ვიცი -თქო, თავი თუ არ გამოცადე სიტუაციებში, ზოგი რამ მართლა არ იცი, მაგრამ ეს ვიცი, რომ ასე მივმართავ ,,ჩემო საყვარელო". აღარ გამაგრძელებინეს, მერე სხვა თემაზე გადავედით.

     ოთხშაბათი და ხუთშაბათი ღრუბლიანია.

      ვათვალიერებ ძველ ფოტოებს, შავ- თეთრებს. ბავშვობას ჩემსას, ისე ვუყურებ, როგორც სიამოვნებით გავლილ გზას და მინდება მათში დაბრუნება, ზოგ რაღაცეებს მაინც შევცვლიდი და წარსულიდან  ვიხედები მომავალში. გულზე გიწვენენ და სულ სველია, შენი სისხლით გაწუწული არა შემშრალებული მხოლოდ, ცნობ შენს თვალებს, სუნს, შენი სხეულიდან გამოყოლილს, ბუსუსა თმას, რომლის ფერი ჯერ ვერ გაგირკვევია და ხვდები, რომ პირველად ხედავ საოცრებას, რომელიც ყველაფერში ერთდროულად გაბრუნებს, ბავშობაში, სამყაროში, დედის მუცელში, ღმერთში  და კიდე იქით, რაც ამ სამყაროს მიღმაა. ისმენ ხმას, რომელიც ჯერ არასოდეს გაგიგონია, გიჭირს გარჩევა ეს ვისი ხმა, შენი თუ მისი. ფიქრობ ამ პირველ შეხვედრებზე, შენთან და მასთან, რომელთანაც გაინაწილე. ყველაფერი იცვლება ირგვლივ, ოღონდ არ ვიცი გაძლიერებს თუ გასუსტებს ეს ცვლილება, თუმცა იცი, რომ ისე აღარაა როგორც იყო,  და ამავე დროს, თან ყველაფერი ისეა, როგორც იყო.

    პარასკევიც ღრუბლიანია და მთელი კვირა,  მეოთხე თვის მთელი კვირა გაფიქრებს, რომ  მასთან საუბარი არ შედგა.

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

ფერები , ხაზები, ხატები

         ახლა წმინდა ევას ხატი დაწერა, პატარა ევასთვის, დაუკვეთეს, ძირითადად სამი ფერი გამოიყენა: ოქროსფერი, წითელი და ლურჯი, რომელთა შერწყმა საოცარ სილამაზეს ქმნის, აღსაქმელადაც მსუბუქია.     ხატს ხელში ნაზად მაწოდებს, რადგან ლაქი ჯერ არ შეშრობია, შარავანდედს ლამაზი ორნამენტები ამშვენებს, ძალიან მეტყველია, ალბათ პატარა გოგოსაც მოეწონება მისი ანგელოზის ხატი, რომლის ავტორი მხატვარ-რესტავრატორი თამარ ჯიხვაშვილია.    პირველად ხატვის ნიჭი ბაღის მასწავლებელმა შეამჩნია, ძალიან უწყობდა ხელს, დასვამდა და ახატიებდა, თამარის დედას კი ეხვეწებოდა ყურადღება მიექციათ ამ ნიჭისთვის.  პროფესიის არჩევის დრო, რომ დადგა, ცოტა დაიბნა, აღმოჩნდა რომ ჯერ ფრანგული ენა აინტერესებდა, მერე სამედიცინო, სტომატალოგიის განხრით, თუმცა საბოლოოდ არჩევანი სამხატვრო აკადემიაზე შეაჩერა.    მანამდე კი ბებიასაგან ისწავლა ქარგვა, თავიდან ცხვირსახოცებზე, ხოლო, მე-7 კლასში იყო, პირველად, წმინდა გიორგის ხატი, რომ დაქარგა და თავისი სკოლის დირექტორს ...

თინისთვის შეპირებული ბლოგი და ჩემი პატარა სასწაული

     ეს თინისთვის შეპირებული ბლოგია და ამბავი ერთი საყურისა, რომელსაც ჩემთვის  სასწაული ჰქვია.  მისი გამხელა მეშინია კიდეც და ამავე დროს, რატომღაც, უთქმელობაც არ მიღირს.     ეს ამბავი ლამაზ, ლურჯ თვლიან საყურეს უკავშირდება, რომელიც ჩემმა მეგობარმა მზიამ მაჩუქა, როცა მას ქმარმა ბევრი და სხვა და სხვა ვერცხლის სამკაულები გამოუგზავნა საბერძნეთიდან, მან კი ყველას: მის მეგობრებს, რძალს, რძლის დედას დაურიგა. მე  ეს საყურე მერგო,  რომლის  გაკეთებას არც ვაყოვნებდი. ერთხელ ეკლესიაში ლოცვაზე წავედი, თუმცა აღმოჩნდა, რომ ცისკარით ეგებებოდნენ შობას და ამიტომ ლიტურგია საღამოს 11 საათზე იწყებოდა, უკან უკმაყოფილო გამოვბრუნდი, ნახევარზე მეტი გზა რომ გამოვიარე, ხელი ყურზე მოვიკიდე და ცალი საყურე აღარ მეკეთა. ძალიან მეწყინა, უიმედოდ, თუმცა მაინც დავბრუნდი უკან, სადღა უნდა ვიპოვო, მაღაზიაშიც გამოვიარე-თქო, ვფიქრობდი. ყოველ წუთს მინდოდა მოვბრუნებულიყავი და მაინც წინ მივიწევდი, ერთ ადგილას ისეთი საცობი იყო, გზის გაგრძელებაც გამიჭირდა, მაინც წავედი, ბ...

მთელი კვირა

    კარგა ხნის წინ მინდოდა, მგონი ერთი წელიც კი გავიდა მის მერე, დამეწყო და  მთელი კვირის ამბები დამეწერა, რომ მერე აღმომეჩინა რა იყო იმ დღეებში მნიშვნელოვანი, იმ ერთფეროვნებაში რის გამორჩევას შევძლებდი და ახლა ვიწყებ:    დღეს 6 ივლისია,  კვირა.    ხვალ იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულია, შარშან კვირას დაემთხვა ეს დღე და ვეზიარე. დღესაც ვეზიარე. შარშანდელი 7 ივლისი კი გუშინდელი დღესავით მახსოვს, ნათლად. თეაც იყო იმ დღეს ეკლესიაში, ისიც ეზიარა, ერთად ვემზადებოდით ამ ამბებისთვის, წელს რატომღაც იზარმაცა.     რომ გამოვედი ხატს ვემთხვიე, მერე მორჩილმა მირჩია ზიარების შემდეგ მოერიდე ხატთან მთხვევასო, მეთქი კარგი -თქო, სხვებსაც უთხრა, თუმცა რაღაც ადუდღუნდნენ, ყველაფერი ხომ არ გეცოდინებაო, არა და თუ კი ვინმე რამეს გასწავლის უკმაყოფილო რატომ უნდა დარჩე ?    ძალიან მიყვარს მერე ღვინოს, რომ გაწვდიან იმის დალევა, უგემრიელესია, საბარძიმე ღვინოს ხომ განსაკუთრებით აყენებენ, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ დავლიე. ისე საჯამთელოა.  ...