შენ ვერ აგიხსნი მივიწყებულ დღეების გემოს და დაფანტული ატმებიდან ავკრეფ ბუსუსებს. ეს ორი სტრიქონი დავწერე და ვეღარ გავაგრძელე. ფიქრი აღარ მინდა და ჩემს თავს თითქოს შევპირდი, რომ მორჩა, ფიქრით თავს აღარ შევიწუხებ, ვიცხოვრებ დღევანდელი დღით, ვიქნები ამაყი და მოგონებებს მივატოვებ. მერე, როცა დაფიქრდები, მიხვდები რა სასაცილოც ხდება საკუთარ თავთან ასეთი დაპირებები. ცხოვრება, ხომ განუწყვეტლივ ჩქარობს მოგიყვეს ჭორი და არა სიმართლე . ცხოვრება რა, ადამიანები. ასე ზოგადად ვარქმევთ ცხოვრების სახელს. არ გვინდა ერთმანეთი გავთქვათ, მათთან ერთად ხომ საკუთარ თავს ვმალავთ, საკუთარ სისუსტეს, თუმცა ამ ბოლოს სისუსტე უფრო მიზიდავს ადამიანებში, რაღაც უფრო ,,მეადამიანურებიან" და ნდობა მიჩნდება მათ მიმართ. ყველა ისეთი მცოდნეა უკვე ყველაფრის, რომ რობოტებთან მგონია თუ მაქვს ურთიერთობა და მიხარია როცა ვინმეს რაღაც შეეშლება, უფრო ბუნებრივი და ადამიანური ჩანს ჩემს თვალში. ფოტოს ავტორი -ნათია აფხაიძე ...