К основному контенту

Сообщения

Сообщения за ноябрь, 2016

მარტივი რეცეპტი

    გვიან შემოდგომას თბილი კერძები უხდება . ამიტომ სწორედ მადამ ბოვარის დროა ახლა . ეს, ჩემი,   მარტივი რეცეპტია, თუმცა საკმაოდ გემრიელი გამოდის. მასალად საჭიროა: კარტოფილი -2  თავი, ხახვი 1 თავი,  ბულგარული წიწაკა 2 თავი,  კვეერცხი 4 ცალი , ქათმის ფილე 500 გრამი, მაიონეზი 200 გრამი,  ყველი 200-300 გრამი, ( თავზე მოსაყრელად ) მარილი და შავი პილპილი გემოვნებით, 50 გრამი კარაქი ან ზეთი,  ცერეცო 1 კონა.  მომზადების წესი : მოვხარშოთ ფილე, კარტოფილი და კვერცხი.  ყველა საჭირო ინგრედიენტი დავჭრათ. საცხობ ფორმას მოვასხათ ზეთი ან მოვალაგოთ პატარა ნაჭრებად დაჭრილი კარაქი, პირველად მოვაწყოთ მრგვალად დაჭრილი კარტოფილი, შემდეგ ხორცი, ხახვი, კვერცხი, ბულგარული, მოვაყაროთ მარილი, პილპილი და მწვანილი, მოვასხათ მაიონეზი, ფენა -ფენა შეგვიძლია ასე ავაწყოთ, ყველა ჩამოთვლილი მასალის გამოყენებით, თავზე მოვაყაროთ გახეხილი ყველი. შევდოთ 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 15 წუთით, თავი რომ გადაიბრაწება, უკვე მზადაა.  Bon Ap...

სალათი, წითელი ბულგარულით

      ქათმის ფილეთი მომზადებული ეს სალათი, ბულგარული წიწაკის მოტკბო გემოს იკრავს, აღსანიშნავია, რომ ტკბილი წიწაკა აქ  არც მომწვარი და არც მოთუშულია, ამიტომ  უფრო ინახავს იმ  სასარგებლო თვისებებს , რაც მას, ასე ბლომად, გააჩნია  აი რას წერენ  ,,ოჯახის მკურნალის" ვებ გვერდზე მასზე: ბულგარული წიწაკის მარგებლობა თავისი მდიდარი შემადგენლობის წყალობით ბულგარული წიწაკა ფასდაუდებელი ბოსტნეულია. მას უდიდესი სარგებლობა მოაქვს ადამიანის ორგანიზმისათვის. მინერალები სისხლს საჭირო კომპონენტებით ამდიდრებენ და ხელს უშლიან ანემიის განვითარებას, აძლიერებენ იმუნიტეტს, ვიტამინების მრავალფეროვნება კი ხელს უწყობს სისხლძარღვთა გამაგრება-განმტკიცებას, თმის ზრდას, აუმჯობესებს კანისა და მისი დანამატების (თმა, ფრჩხილები) სტრუქტურასა და მდგომარეობას. ბულგარული წიწაკა ხელს უწყობს მხედველობის შენარჩუნებას, ძვლოვანი ქსოვილის განმტკიცებასა და განახლებას, დეპრესიული მდგომარეობისგან თავის დაღწევას, ძალთა მოზღვავებას. განსაკუთრებით სასარგებლოა შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ...