მზე, იყო ცხრავე თვალით გამოსული და სულ არ იშურებდა სხივებს ,აფრქვევდა დედამიწას დაუნანებლად ოქროსფერებს. გულშიც თბილოდა , მეგობრული გარემო იყო, მსუბუქი და თავისუფალი. ლაპარაკობდნენ თავში რა აზრიც მოუვიდოდათ, დაფიქრების გარეშე და იყო ჩაბჟირებამდე სიცილები.... მი ზეზიც ჰქონდა იმ დღეს, და არც თუ პატარა , ძალიან ლამაზი და ყველას რომ გვაერთიანებდა ისეთი. ცოტა უცხო და ბევრისთვის უჩვეულოც, ალბათ, რადგან ფოტოგრაფების დაბადების დღეებს იშვიათდ თუ აღნიშნავენ მთელ მსოფლიოში, იხსენებენ, უფრო ახლოს ეცნობიან მათ შემოქმედებას , აი ასეთი დღეა ის ჩვენთვის. ეს კონკრეტული დღე კი , ანუ 2011 წლის 27 მარტი ედუარდ სტეიხენს ეკუთვნოდა. დახვეწილი ფოტოგრაფია და არა შემთხვევით შერჩეული მომენტები, არამედ ფოტოსთვის დადგმული სახეები. ასეთი შთაბეჭდილება დამიტოვა მე მისმა შემოქმედებამ. სტეიხენი მხატვარია და ის ა...