მას ეცინება , მე ვცდილობ სერიოზულობა შევინარჩუნო. თითქოს ერთმანეთისთვის სულაც არ ვართ ისეთი ახლობელები , როგორებიც ვართ, თითქოს არც ვიცნობ მის ცხოვრებას , მის შემოქმედებას... თითქოს ის პასუხებიც უცხო იქნება ჩემთვის , რომელთაც ჩემს დასმულ კითხვებზე მოვისმენ . ასე იწყება ინტერვიუ მეგობართან… ნ ათია აფხაიძე პროფესიით ინგლისური ენის სპეციალისტია, ჰყავს ბევრი მოსწავლე და რჩება ცოტა თავისუფალი დრო , როცა ფოტოების გადასაღებად იცლის. ფოტოგრაფია მისი ჰობია. მან ჰობი და პროფესია ერთმანეთს შეუსაბამა და თავის ბლოგზე fotoinfos.blogspot.com/ მსოფლიო ფოტოგრაფ ები ს ბიოგრაფიები თარგმნა და მათი შემოქმედება გაგვაცნო. ნ ათიამ შემოდგომაზე მონაწილეობა მიიღო ფოტოკონკურს ,,ილოში“ სადაც, მისმა ორმა ფოტომ პირველი და მესამე ადგილი დაიმსახურა, საჩუქრად ფოტოგრაფ ილოს პატარა ბიუსტთან ერთად, ფულადი პრიზიც მიიღო . III ადგილის მფლობელი ფოტო I ადგილის მფლობელი ფოტო ბავშვობაში გიყვარდათ სურ...