К основному контенту

ჩემი კადრები მე მელოდება


მას ეცინება,
მე ვცდილობ სერიოზულობა შევინარჩუნო.
თითქოს ერთმანეთისთვის სულაც არ ვართ ისეთი ახლობელები , როგორებიც ვართ,
თითქოს არც ვიცნობ მის ცხოვრებას , მის შემოქმედებას...
თითქოს ის პასუხებიც უცხო იქნება ჩემთვის , რომელთაც ჩემს დასმულ კითხვებზე მოვისმენ .
ასე იწყება ინტერვიუ მეგობართან…


     ათია აფხაიძე პროფესიით ინგლისური ენის სპეციალისტია, ჰყავს ბევრი მოსწავლე და რჩება ცოტა თავისუფალი დრო , როცა ფოტოების გადასაღებად იცლის. ფოტოგრაფია მისი ჰობია. მან ჰობი და პროფესია ერთმანეთს შეუსაბამა და თავის ბლოგზე fotoinfos.blogspot.com/ მსოფლიო ფოტოგრაფების ბიოგრაფიები თარგმნა და მათი შემოქმედება გაგვაცნო.
        ათიამ შემოდგომაზე მონაწილეობა მიიღო ფოტოკონკურს ,,ილოში“ სადაც, მისმა ორმა ფოტომ პირველი და მესამე ადგილი დაიმსახურა, საჩუქრად ფოტოგრაფ  ილოს პატარა ბიუსტთან ერთად, ფულადი პრიზიც მიიღო .

III ადგილის მფლობელი ფოტო
I ადგილის მფლობელი ფოტო

ბავშვობაში  გიყვარდათ სურათის გადაღება?





ბავშვობაში ფოტო აპარატი არასოდეს მქონია. როცა მე მიღებდნენ  სურათს ძალიან ვნერვიულობდი, საოცრების მოლოდინში ვიყავი. რათქმაუნდა ძალიან მინდოდა აპარატში გამეჭვრიტა და ეს „საიდუმლო“ ამომეხსნა.
ადრე გიფიქრიათ, რომ შეიძლებოდა ფოტოგრაფი გამოსულიყავით?
არ ვთვლირომ მე „გამოვედი“ ფოტოგრაფი. მე არ ვარ შემდგარი ფოტოგრაფი, უბრალოდ, ფოტოგრაფია ჩემი ცხოვრების ერთადერთი აზრია, მაგრამ.... მოკლედ არ მიფიქრია, მაშინაც კი, როცა ჩემი პირველი აპარატი ვიყიდე, მთელი მღელვარებით.
როგორ მოხდა, რამ განაპირობა თქვენი ფოტოგრაფიით დაინტერესება?
სილამაზის დევნამ და მისი ხელში ჩაგდების სურვილმა. 



თქვენი საყვარელი ფოტოგრაფი, რომლის შემოქმედებამაც გავლენა მოახდინა თქვენზე?



     ანრი კარტიე-ბრესონი! 
უამრავია ვინც ჩემთვის შთაგონებაა, სულ ვეძებ, ვპოულობ, მიყვარდება და შთაბეჭდილების ქვეშ ვარ და რა თქმა უნდა ეს ახდენს გავლენას ჩემს ფოტოგრაფიაზე. მაგრამ  ანრი მწვერვალზე დგას, მას შემიძლია ყოველ დღე მოვუბრუნდე და ყოველ დღე ხელახლა შემიყვარდეს. ახლა ძალიან გამიტაცა სოლ ლეიტერის შემოქმედებამ და ძალიან მომინდა ფერადი ფოტოების გადაღება, თუმცა ჯერ ალბათ ვერ შევძლებ ფერს შევეჭიდო.  ძალიან მიყვარს იაპონია და იაპონელი ფოტოგრაფები მორიიამა, არაკი, იამამოტო, ჰოსოე, ფუკასე, მოკლედ ყველა, ყველა, ყველა. ჩემთვის ცალკე დგას დიანა არბუსის შემოქმედება, ის საოცარია, არავის გავს. მასთან საოცარ კონტაქტს ვგრძნობ, რომ გამეცნო, ჩვენ ვიმეგობრებდით, ასე მგონია. როცა მის ფოტოებს ვუყურებ მინდა გადავეხვიო: მადლიერების გრძნობა მაქვს, რომ ასეთი ნიჭიერია და თანაგრძნობის რომ, ასეთი ტკივილიანია. მოკლედ, ამაზე საუბარი შეიძლება ვერასოდეს დავამთავრო...
გვანახეთ პირველი ფოტო, რომელიც გადაიღე, მოგეწონა , გამოგივიდა...
როცა ეს ფოტო გადავიღე მივხვდი, რომ აუცილებელი სულაც არ იყო ყველაფერი ისე დამენახა და გადამეღო, როგორც ამას სხვები აკეთებდნენ.
    ფოტოგრაფია რამდენად არის დამოკიდებული პირად ემოციაზე, თუ გადასაღები საგანი შთაგაგონებს მას?
ვფიქრობ, ყველაფერს პირადი ემოცია განაპირობებს, საგნებს მე თავად ვაძლევ აზრს ჩემი ემოციებით, გრძნობებით, ცნობიერებით. ყველა ჩემი ფოტო მგონია საკუთარ თვს გადავუღე და ხანდახან მეშინია სხვებმა ჩემს სულში, ასე ღრმად, არ ჩაიხედონ.






 დავესეხები თქვენს ბლოგს, სადაც ასეთი რუბრიკაა ,,ჩემი საუკეთესო კადრი“, რომლის მეშვეობით ბევრი ფოტოგრაფის საუკეთესო კადრი გაგვაცანით და მათი გადაღების მომენტი აღწერეთ, ახლა კი ვისაუბროთ თქვენს საუკეთესო კადრზე, თუ ის ჯერ არ გადაგიღიათ?
თუ დავიჯერებ, რომ საუკეთესო კადრი უკვე გადავიღე, იქვე ყვეალფერი აზრს დაკარგავს. იმედია, რომ ჯერ ჩემი საუკეთესო კადრი არ გადამიღია, და იმედია, დიდხანს კიდე არ (ვერ!) გადავიღებ. თუმცა არის ფოტოები, რომლებიც მიყვარს და რომლებიც შინაგანად საკუთარი ნიჭის რწმენას მაძლევს. ასეთი სულ ორი-სამია.
კავშირი თქვენს პროფესიასა და ფოტოგრაფიას შორის ?
 არანაირი კავშირი  ჩემს საქმიანობასა და ფოტოგრაფიას შორის არ არსებობს, მე ვასწავლი, მაგრამ თავს მასწავლებლად არ ვგრძნობ, არ მიყვარს სწავლება. ლაპარაკი მღლის, სიტყვები არასოდეს  მყოფნის, ეს ჩემი სფერო არ არის, მე მოსმენა მიყვარს, კარგი მსმენელი ვარ და ცუდი მოსაუბრე. ალბათ ამიტომაც ავირჩიე ფოტოგრაფია თვითგამოხატვის საშუალებად, თუმცა ეს გაცნობიერებულად არ მომხდარა, უფრო სპონტანური იყო.
 ფოტოგრაფის შემოქმედებას უფრო ამდიდრებს ალბათ მოგზაურობა, სად იმოგზაურებდით , რომელ ქვეყანას გადაიღებდით ?

ალფრედ სტიგლიცი ამბობდა რომ სიუჟეტებს ფოტოებისთვის საკუთარი კარიდან  60 იარდის რადიუსში პოულობდა, არაკისთვისაც თავისი მშობლიური ქალაქი ტოკიო არის შთაგონება და მიუხედავად იმისა რომ ბევრს მოგზაურობს, ფოტოებს არსად იღებს, რობერ დუანომ კი, უარი თქვა მაგნუმის წევრობაზე, რადგან იქ მუშაობა ბევრ მოგზაურობასთან იყო დაკავშირებული და თავის საყვარელ პარიზში დარჩა. მოკლედ სიუჟეტები ყველგან იშლება თუ დანახვა შეგიძლია. მაგრამ ისე უნდა გაიხსნა, რომ სამყარომ იგრძნოს , რომ შენ მზად ხარ მის მისაღებად და თუ ამას მოახერხებ საოცარი რაღაცეები იწყებს შენს გარშემო მოხდენას. თუმცა მოგზაურობა რომ ფოტოგრაფიას ამდიდრებს ეს აშკარაა, როცა მოგზაურობ, ცოცხლობ, ცხოვრობ და საკუთარი სიცოცხლით კვებავ შენს ფოტოებს. მე არც ერთ ქვეყანაში მოგზაურობაზე არ ვიტყვი უარს, ჩემს გადასაღებს ყველგან ვიპოვი, ჩემი კადრები მე მელოდება. მაგრამ ამ ეტაპზე ყველაზე მეტად მსოფლიო რუკაზე ჩემთვის საფრანგეთი ციმციმებს. იქ,სადაც ატჯე, ბრასაი, კერტესი, დუანო და   რონისი დადიოდა, მეც  ბევრს ვივლიდი ფეხით. ოცნების ქვეყანა, ტიბეტია, იქ სულ ჩუმად ვიქნებოდი, მათ დავაკვირდებოდი და ყველა დეტალს გადავიღებდი. 







მოდით დავბრუნდეთ ძველ დროში, როცა სურათი ფოტო- ფირზე აღიბეჭდებოდა , თქვენ კი, მხოლოდ ერთი კადრი გაქვთ, ვის ან რას გადაიღებდით?
ცარიელ სივრცეს და ჩავთვლიდი, რომ ეს დღეს ჩემი საუკეთესო პორტრეტია.




მდინარე რიონის სხვა და სხვა ხედი 



   ნათიას ობიექტივში ყოველთვის ხვდებიან საინტერესო პერსონაჟები, ხშირად მისი ფოტოები სიუჟეტურიც არის  და ჩვენი ქალაქის ფოტორეპორტაჟს წარმოადგენს, ასე დინამიურად მის ცხოვრებას გვიყვება.


















ასევე დიდი ადგილი უჭირავს რელიგიურ თემატიკას 







   ეს ფოტოები , ნათიას შემოქმედების მხოლოდ მცირე ნაწილია, თუმცა მისი ხედვა რათქმაუნდა  აქაც იგრძნობა. უფრო მეტის ნახვა შესაძლოა მის ფოტოსაიტზე http://n-a.artphoto.pro
  მე კი მადლობას ვეტყვი მას ასეთი საინტერესო შემოქმედებისთვის, საინტერესო პასუხებისთვის და კიდევ იმისთვის, რომ ის ჩემი მეგობარია...
 


Комментарии

  1. ირი, მადლობა, რომ გამაცანი ეს საოცარი შემოქმედი! ძალიან მომეწონა! ყველაზე მეტად მაინც რეალისტურმა ფოტოებმა მომხიბლა. სახეებმა და ტიპაჟებმა. რიონი თავისებურად განათებული რა ლამაზია! ჩვენი ტაძრებიც, მათი უბრალოებაა წარმოჩენილი. ერთმა ფოტომ პიპინიას ეზო მომაგონა, აი იმან, ქალი რომ სემიჩკას ყიდის :))) და მის ქვემოთ რომ სიტუაციური ფოტოა, ისიც ძალიან კარგია!

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. ყველა ფოტო ძალიან დიდ ემოციას იწვევს ჩემშიც, მადლობა თინი .

      Удалить

Отправить комментарий

Популярные сообщения из этого блога

ფერები , ხაზები, ხატები

         ახლა წმინდა ევას ხატი დაწერა, პატარა ევასთვის, დაუკვეთეს, ძირითადად სამი ფერი გამოიყენა: ოქროსფერი, წითელი და ლურჯი, რომელთა შერწყმა საოცარ სილამაზეს ქმნის, აღსაქმელადაც მსუბუქია.     ხატს ხელში ნაზად მაწოდებს, რადგან ლაქი ჯერ არ შეშრობია, შარავანდედს ლამაზი ორნამენტები ამშვენებს, ძალიან მეტყველია, ალბათ პატარა გოგოსაც მოეწონება მისი ანგელოზის ხატი, რომლის ავტორი მხატვარ-რესტავრატორი თამარ ჯიხვაშვილია.    პირველად ხატვის ნიჭი ბაღის მასწავლებელმა შეამჩნია, ძალიან უწყობდა ხელს, დასვამდა და ახატიებდა, თამარის დედას კი ეხვეწებოდა ყურადღება მიექციათ ამ ნიჭისთვის.  პროფესიის არჩევის დრო, რომ დადგა, ცოტა დაიბნა, აღმოჩნდა რომ ჯერ ფრანგული ენა აინტერესებდა, მერე სამედიცინო, სტომატალოგიის განხრით, თუმცა საბოლოოდ არჩევანი სამხატვრო აკადემიაზე შეაჩერა.    მანამდე კი ბებიასაგან ისწავლა ქარგვა, თავიდან ცხვირსახოცებზე, ხოლო, მე-7 კლასში იყო, პირველად, წმინდა გიორგის ხატი, რომ დაქარგა და თავისი სკოლის დირექტორს აჩუქა. მოგვიანებით კერვაც შეისწავლა რადგან, ერთი პერიოდი, მოდელი

მიტევების დღე

    მიტევების და პატიების დღეა დღეს.    ჩვენი ეკლესია, მიუხედავად იმისა, რომ გვასწავლის  ყოველი დღე და ყოველი წუთი ერთმანეთის შენდობისათვის და სიყვარულისთვის  უნდა იყოს, ამისთვის ცალკე დღეც  გამოყო.   წირვის შემდეგ მამაომ შენდობის ლოცვები წაიკითხა, ყველას პატიება თხოვა,  ქადაგებისას სახარებიდან მოიყვანა მაგალითები: მეფემ შეუნდო ვალი თავის ქვეშემრდომს, ის  კი გამოვიდა და მისი მოვალე, რომელმაც ვერ შეძლო თანხის დაბრუნება, ციხეში ჩასვაო.     კარგი მაგალითი არ გამოადგა, მერე კი მეფემ ასწავლა ჭკუა იმ კაცს, თუმცა მას ვეღარაფერი უშველიდა რაკი საუკუნო გენიაში ჩავარდა.   ყოველ ნაბიჯზე, რომ სწავლობ ადამიანი კარგია, ახალს რომ აღმოაჩენ სხვაში სიკეთის და კარგის სახით, მერე შენც აიღებ, მიბაძავ და თუ კი ისწავლი მისგან კარგია, მოკლედ ზრდა არ უნდა შეწყვიტო ამ მხრივ. სიკეთეს კი კარგი თვისება აქვს ბევრ სიხარულს გაძლევს ცხოვრებაში, ხოლო ცოდვის ბუნება ასეთია: ის, რაღაც ცუდის  სახით გიბრუნდება ისევ, ამიტომ უნდა ვერიდოთ ცოდვას.  დღეს , შოთა ნიშნიანიძის ეს ლექსი გამახსენდა დილიდან და გულში ვიმ

სუნი

   ოთახში ვზივართ, სადაც ორი წელია აღარ ვმჯდარვართ, ძველი წლები მახსენდება, მაშინ ყველაფერი, კიდე უფრო სხვანაირად იყო, ეს ოთახი ბევრ ხალხს იტევდა. ოჯახის წევრებს თუ ახლო მეზობლებს, საღამოს ტელევიზორთან ჩამომსხდარებს, თუმცა, მერე, ასაკოვნები ამ ქვეყნიდან წავიდნენ, ახალგაზრდები კი ქვეყნიდან. სახლი ცარიელი დარჩა, ახლა აღარავინ ცხოვრობს.      12 წელია რაც წასული ვარო, ამბობს, ვუფიქრდები როგორ გაიპარა დრო ისე, რომ ვერ შევიგრძენი, არაფერში ჩანს, ჩემთვის, ეს დრო...    სამაგიეროდ, დაბრუნებულებს სულ მოუთქმელად ვაყოლებთ იქაურ ამბებს, როგორ ცხოვრობენ მასპინძლები თუ ჩასულები ქვეყნებში, რომლებიც, ჩვენგან, რკინის ფარდით იყო გამოყოფილი.   ადრე, მოყოლილ ამბებს, აქაურობას ვადარებდი, ჩვენს ყოველდღიურობას თუ წეს- ჩვეულებებს, ახლა აღარ, არ მაინტერესებს. ჩვენი ინდივიდუალიზმის დაკარგვა არ მინდა.    ოთახები დაალაგა, ახალი ფარდები დაკიდა, ჩამოტანილები, ახლა სისუფთავის სუნი დგასო, მეუბნება. მე ვერ ვგრძნობა. შემოდგომიდან მოყოლებული სუნი არ მიგრძვნია, გავცივდი და ყნოსვა დამიქვეითდა, მჯერა ამინდის ათბობ