К основному контенту

Сообщения

Сообщения за май, 2012
      დიდი ხანია დამდევს ფიქრად...      წარსულის იმ დღეს, როცა რაჭიდან წამოვიდა ჩემი წინაპარი და დასახლდა ქალაქში, სოფელი ისე გაიხადა, საშაბათკვიროდ, რომ ეს არ ექნა და არ წამოსულიყო არც ის , არც მისი ძმები თუ ბიძაშვილები, როგორ ვიცხოვრებდი ნეტა დღეს? პირველ რიგში, ვფიქრობ, რა სხვა იქნებოდა ჩემი მიზნები და ოცნებები, სხვა იქნებოდა საერთოდ ყოველდღიური ყოფა, დილა და საღამო. ალბათ გვეყოლებოდა საქონელი, ვივლიდი მთაში, მათ მოსადენად. დავაცხობდი თონეში პურს და ლობიანს. მიწას დაამუშავებდნენ ოჯახის კაცები და ჩვენ მივუტანდით წყალს და საჭმელს. საღამოობით დავჯდებოდით ჭიშკართან ჩვენს ბირჟაზე, გამოვიდოდნენ მეზობლებიც და იჟრიამულებდა სოფელი. ვაზს მოვუვლიდით ისევ მეზობელ სოფელში და აღარ გადაშენდებოდა ის ვენახიც. ქვევრების თავზე კი მაინც გვექნებოდა ტალავერი. ბეღელი აივსებოდა , ვიჩინასათვის შუა ცეცხლს დავანთებდით და ნალია სიმინდების თავშესაფარი, ბავშვობაში ჩემი სათამაშო ადგილი, სავსე იქნებოდა ალბათ. ეზოში დაიდგმებოდა თივის ზვინები. მე ნეტა კიდე შემეშინდებოდ...