К основному контенту
      დიდი ხანია დამდევს ფიქრად...
     წარსულის იმ დღეს, როცა რაჭიდან წამოვიდა ჩემი წინაპარი და დასახლდა ქალაქში, სოფელი ისე გაიხადა, საშაბათკვიროდ, რომ ეს არ ექნა და არ წამოსულიყო არც ის , არც მისი ძმები თუ ბიძაშვილები, როგორ ვიცხოვრებდი ნეტა დღეს?
პირველ რიგში, ვფიქრობ, რა სხვა იქნებოდა ჩემი მიზნები და ოცნებები, სხვა იქნებოდა საერთოდ ყოველდღიური ყოფა, დილა და საღამო. ალბათ გვეყოლებოდა საქონელი, ვივლიდი მთაში, მათ მოსადენად. დავაცხობდი თონეში პურს და ლობიანს. მიწას დაამუშავებდნენ ოჯახის კაცები და ჩვენ მივუტანდით წყალს და საჭმელს. საღამოობით დავჯდებოდით ჭიშკართან ჩვენს ბირჟაზე, გამოვიდოდნენ მეზობლებიც და იჟრიამულებდა სოფელი. ვაზს მოვუვლიდით ისევ მეზობელ სოფელში და აღარ გადაშენდებოდა ის ვენახიც. ქვევრების თავზე კი მაინც გვექნებოდა ტალავერი. ბეღელი აივსებოდა , ვიჩინასათვის შუა ცეცხლს დავანთებდით და ნალია სიმინდების თავშესაფარი, ბავშვობაში ჩემი სათამაშო ადგილი, სავსე იქნებოდა ალბათ. ეზოში დაიდგმებოდა თივის ზვინები. მე ნეტა კიდე შემეშინდებოდა, მათში  ქვეწარმავლები ხომ არ ბუდობენ -თქო?...
. როგორი იქნებოდა საწუხარი ყოველდღიური? ალბათ შეეხებოდა მოსავალს, თავისთავად ადამიანურ ურთიერთობებსაც. მთაში უფრო მოწესრიგებული იქნებოდა ურთიერთობები, უფრო სუფთა. დღეები კი, მთებს შორის მოქცეულ სოფელში, უფრო მხიარული წარმომიდგენია. სუფთა ჰაერი და სუფთა წყალი მეტ ჯამთელებს შეგვქმნიდა. ზამთარი  ულამაზესი და თოვლი საოცარი, მშრალი, ხალიჩასავით დაფენილი, საამოდ მოკრიჭინე ფეხებში. ბუხარი ისევ იგიზგიზებდა და სტუმრად ყოველთვის გვეყოლებოდნენ მეზობლები. თუ დააგვიანებდნენ ბებიაჩემივით მოვინაკლისებდი და მივაძახებდი ჩემი ეზოდან.საღამოობით დავლევდით მოცვის ჩაის, ისევ იმ რკინის ,,კრუშკებში" და მათ გაგრილებას აღარ დაადგებოდა საშველი. შავი ღვინო კი სულ გვექნებოდა ახლოს მიდგმული.
   სად გათხოვებას ვისურვებდი ნეტავი მაშინ?  ალბათ სადმე ახლო სოფელში. როგორი ბიჭი მომეწონებოდა? მხიარული და  დიდი მამულების პატრონი, ცხენზე კარგად ჯირითიც რომ ეცოდინებოდა და ხანდახან ქალაქშიც რომ ჩამომიყვანდა.
   ახლა კი ვზივარ ამ მტვერიან ქალაქში და მაშინებს ადამიანების სიშორე მიწასთან. . გულგრილობა და გაუცხოვება ერთმანეთთან.

Комментарии

  1. ძალიანაც კარგი რომ წამოვიდნენ.მე ხომ სხვა შემთხვევაში ვერ გაგიცნობდი? ქალაქის მტვერს გაწმენდა ხომ უნდა?ისევ მტვერი და ჭუჭყი ვერ გაწმენდს.ამიტომ სუფთა ურთიერთობების შესაქმნელად ჩამოდიან ხოლმე.ალბათ წინაპრებიც ასე ფიქრობდნენ.მადლობა შენს წინაპრებს)))

    ОтветитьУдалить

Отправить комментарий

Популярные сообщения из этого блога

ფერები , ხაზები, ხატები

         ახლა წმინდა ევას ხატი დაწერა, პატარა ევასთვის, დაუკვეთეს, ძირითადად სამი ფერი გამოიყენა: ოქროსფერი, წითელი და ლურჯი, რომელთა შერწყმა საოცარ სილამაზეს ქმნის, აღსაქმელადაც მსუბუქია.     ხატს ხელში ნაზად მაწოდებს, რადგან ლაქი ჯერ არ შეშრობია, შარავანდედს ლამაზი ორნამენტები ამშვენებს, ძალიან მეტყველია, ალბათ პატარა გოგოსაც მოეწონება მისი ანგელოზის ხატი, რომლის ავტორი მხატვარ-რესტავრატორი თამარ ჯიხვაშვილია.    პირველად ხატვის ნიჭი ბაღის მასწავლებელმა შეამჩნია, ძალიან უწყობდა ხელს, დასვამდა და ახატიებდა, თამარის დედას კი ეხვეწებოდა ყურადღება მიექციათ ამ ნიჭისთვის.  პროფესიის არჩევის დრო, რომ დადგა, ცოტა დაიბნა, აღმოჩნდა რომ ჯერ ფრანგული ენა აინტერესებდა, მერე სამედიცინო, სტომატალოგიის განხრით, თუმცა საბოლოოდ არჩევანი სამხატვრო აკადემიაზე შეაჩერა.    მანამდე კი ბებიასაგან ისწავლა ქარგვა, თავიდან ცხვირსახოცებზე, ხოლო, მე-7 კლასში იყო, პირველად, წმინდა გიორგის ხატი, რომ დაქარგა და თავისი სკოლის დირექტორს ...

თინისთვის შეპირებული ბლოგი და ჩემი პატარა სასწაული

     ეს თინისთვის შეპირებული ბლოგია და ამბავი ერთი საყურისა, რომელსაც ჩემთვის  სასწაული ჰქვია.  მისი გამხელა მეშინია კიდეც და ამავე დროს, რატომღაც, უთქმელობაც არ მიღირს.     ეს ამბავი ლამაზ, ლურჯ თვლიან საყურეს უკავშირდება, რომელიც ჩემმა მეგობარმა მზიამ მაჩუქა, როცა მას ქმარმა ბევრი და სხვა და სხვა ვერცხლის სამკაულები გამოუგზავნა საბერძნეთიდან, მან კი ყველას: მის მეგობრებს, რძალს, რძლის დედას დაურიგა. მე  ეს საყურე მერგო,  რომლის  გაკეთებას არც ვაყოვნებდი. ერთხელ ეკლესიაში ლოცვაზე წავედი, თუმცა აღმოჩნდა, რომ ცისკარით ეგებებოდნენ შობას და ამიტომ ლიტურგია საღამოს 11 საათზე იწყებოდა, უკან უკმაყოფილო გამოვბრუნდი, ნახევარზე მეტი გზა რომ გამოვიარე, ხელი ყურზე მოვიკიდე და ცალი საყურე აღარ მეკეთა. ძალიან მეწყინა, უიმედოდ, თუმცა მაინც დავბრუნდი უკან, სადღა უნდა ვიპოვო, მაღაზიაშიც გამოვიარე-თქო, ვფიქრობდი. ყოველ წუთს მინდოდა მოვბრუნებულიყავი და მაინც წინ მივიწევდი, ერთ ადგილას ისეთი საცობი იყო, გზის გაგრძელებაც გამიჭირდა, მაინც წავედი, ბ...

მთელი კვირა

    კარგა ხნის წინ მინდოდა, მგონი ერთი წელიც კი გავიდა მის მერე, დამეწყო და  მთელი კვირის ამბები დამეწერა, რომ მერე აღმომეჩინა რა იყო იმ დღეებში მნიშვნელოვანი, იმ ერთფეროვნებაში რის გამორჩევას შევძლებდი და ახლა ვიწყებ:    დღეს 6 ივლისია,  კვირა.    ხვალ იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულია, შარშან კვირას დაემთხვა ეს დღე და ვეზიარე. დღესაც ვეზიარე. შარშანდელი 7 ივლისი კი გუშინდელი დღესავით მახსოვს, ნათლად. თეაც იყო იმ დღეს ეკლესიაში, ისიც ეზიარა, ერთად ვემზადებოდით ამ ამბებისთვის, წელს რატომღაც იზარმაცა.     რომ გამოვედი ხატს ვემთხვიე, მერე მორჩილმა მირჩია ზიარების შემდეგ მოერიდე ხატთან მთხვევასო, მეთქი კარგი -თქო, სხვებსაც უთხრა, თუმცა რაღაც ადუდღუნდნენ, ყველაფერი ხომ არ გეცოდინებაო, არა და თუ კი ვინმე რამეს გასწავლის უკმაყოფილო რატომ უნდა დარჩე ?    ძალიან მიყვარს მერე ღვინოს, რომ გაწვდიან იმის დალევა, უგემრიელესია, საბარძიმე ღვინოს ხომ განსაკუთრებით აყენებენ, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ დავლიე. ისე საჯამთელოა.  ...