სხვისი ბლოგების კითხვა მიყვარს, ყოველთვის რამდენიმე საათის წინ გამოქვეყნებულს ვკითხულობ, სულ ახლახანს ,,გამომცხვარს ვეახლები", დღეს კი, რატომღაც, ორი წლის, ექვსი თვის და ასე, დიდი ხნის წინ ,,დადებული" პოსტები ვეძებე, ვიკითხე, ვიქექე, რომ ჩემი გამხსენებოდა, რაღაც გარდასული, დამთავრებული ისევ დამწყებოდა, ისევ გამხსნოდა. რატომ? არ ვიცი. მანჩო გავაცილეთ თურქეთში, მაგისტრი გახდა, გამიჭირდა განშორება, მივეჩვიეთ ერთმანეთს და მერე დაშორება რთული იყო. ვიხსენებდი დროს, პირველად რომ მოვიდა ჩვენთან, არ ვიცნობდი და დიდად არ მაინტერესებდა მასთან ურთიერთობა, მერე პირიქით, მივეჩვიე და შემიყვარდა, წითელი თმებიანი, მხიარულ თვალებიანი. მხოლოდ მას, რომ ახასიათებს, ძალიან სასაცილომდე მისული-გულმავიწყობა. დამენანა ეს დაშორება. თვითონ კი, ეჭვებში იყო, ,,წავედი და დამივიწყეთ უკვეო", არადა, ასე ადვილად ადამიანებს ვერ ვივიწყებ. ახლა მენატრება ძალიან პრანჭია და საყვარელი. რაც არ უნდა დაღლილი და ცუდ ხასია...