როგორ ფილმებს იღებენ ახლა? მსოფლიოს შეცვლას ცდილობენ მთავარი გმირები და ასეთი ადამინები არიან დღეს ალბათ ,,გმირებიც", მე კი მსოფლიოს შეცვლაზე არასოდეს მიოცნებია, მასე შორსაც არ წავსულვარ, უბრალოდ საკუთარი ცხოვრების შეცვლა, რომ მომინდომებია, ისიც კი, გამჭირებია, უფრო სწორი იქნება ვთქვა, არ გამომსვლია, თუმცა იყო მომენტები როცა რაღაც შევცვალე ჩემში, ეს ხასიათს შეეხებოდა და შევძელი გადაბიჯება, რაც ცუდი აღმოვაჩინე საკუთარ ხასიათში დავამარცხე, ოღონდ ზოგიერთი, ზოგს ახლაც ვებრძვი. რაც შეეხება ფილმებს, დღეს მოვკარი ყური ტელევიზორში, ამ კინოს არც სათაური ვიცი, არც რეჟისორი უფრო კონკრეტულად რომ ვთქვა, მხოლოდ ეს გავიგონე, ერთ-ერთ გმირს, რომ ეუბნებოდნენ: შენ მსოფლიოს შეცვლა გევალებაო და მერე ვფიქრობდი მაგაზე. არა და იღებდნენ ფილმებს, სადაც ადამინის ხასიათი იყო ნაჩვენები, მისი მანკიერი მხარეები და ადამიანში თავმოყრილ სიკეთეს და ბოროტებას წარმოაჩენდა რეჟისორი, ახლა კი, ორი მხარე ცალ-ცალკეა წარმოდგენ...