სალონიდან მოვდიოდი, დავინახე ბავშვები დასდევდნენ პატარა ჩიტებს , მინდოდა მეთქვა და გულში გავიფიქრე: ბავშვებო, ნუ დასდევთ ამ ფრთხიალა ჩიტებს, მათ მაინც ვერ დაიჭერთ! თუმცა მათ ეს დევნა უხაროდათ. გზადაგზა მაღაზიების ფანჯრების ანარეკლში ვხედავდი ახალ ვარცხნილობას, ოდნავ მოკლე ,, კარეა", უკან აჩეხილი, წინ სწორი. თმას თუ გადავიწევ, უფრო ლამაზად დარჩება. მომწონს და სახლშიც სარკეში, ჩემს თავს ვუღიმი, ვფიქრდები, ბოლოს გულიანად როდის ვიცინე ? მახსენდება, იყო ერთი-ორი სისულელე... ყავა დამეღვარა და მწვანე ხალიჩა მოირთო ნალექის მირაჟებით, ვათვალიერებ ზოგი ცხენია, ზოგი ყვავილივით გადაშლილი ან გედი, არ ვიცი. არასოდეს ვაკეთებ ამას, არასოდეს ვაბრუნებ ყავის ფინჯანს და მის გამხმარ ნალექში მომავლის ჭვრეტას არასოდეს ვცდილობა. ერთი მიზეზის გამო, მარჩიელობაა და ეს ცოდვაა. ადრე, სტუდენტობისას, ერთხელ ვიყავი მარჩიელთან, პატარა გოგო იყო, სკოლის მოსწავლე, დარაბ...