ტარხუნის პეროგი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი კერძია. მიყვარს ის, ნაზი გემო, რასაც მას ტარხუნა სძენს, ასე რომ, ეს კერძი მათვისაა ვისაც უყვარს ტარხუნის გემო და არომატი. მასალად საჭიროა : ერთი კონა ტარხუნა, 4,5 თავი ხახვი, 8 ცალი კვერცხი, 200 გრამი ყველი, ფენოვანი ცომი , ცომი შესაძლოა ვიყიდოთ მზა ფენოვანი ან თავად მოვამზადოთ. ასევე კარგია ნახევრად ფენოვანი ცომი, რომელსაც პირადად მე ვანიჭებ უპირატესობას , ფენოვან ცომთან შედარებით და მას შემდეგნაირად ვამზადებ, ჩვენი პეროგისთვის საკმარისი იქნება ნახევრი კილო ფქვილი, რომელსაც დავუმატებთ მარილს, შაქარს (გემოვნებით) და 10 გრამ დროჟს, ცომს კარგად მოვზელთ თბილ წყალში და როცა ამოვა გავაბრტყელებთ და გადავუსმევთ ერბოს ,,ონა". გადაკეცილს გავაჩერებთ 20 წუთი, შემდეგ გავყოფთ ნაწილებად. მომზადებს წესი მოვხაშოთ 7კვერცხი და დავჭრათ, ასევე დავჭრათ ხახვი, ტარხუნა, ხოლო ყველი გავხეხოთ. ამ პერიოდში ჩავრთოთ ღუმელი, რომ მოასწროს 180 გრადუსზე გაცხელება ავიღოთ ცომი...