ჩუმად ვარ, თითქოს სათქმელი არაფერი მქონდეს, მაგრამ მსმენელის გარეშე დავრჩი . ზუსტად ასე გამოვიდა რა, ამის წინ რაღაცაზე უცებ აყაყანდნენ და მე, სწორედ ამ დროს, ჩავილაპარაკე , ძალიან მიჭირს ასე რომ გრძელდება ჩემი ცხოვრება, ერთი ხაზივით. მინდა შეიცვალოს რამე და ვერაფერს ვცლი, ძალიან მწყდება გული -თქო, არავის გაუგონია, იმ ხმაურში დაიკარგა ჩემი სიტყვები. მერე ძალიან გამიხარდა ასე რომ მოხდა . ვერავინ რომ ვერ გაიგო რა ვთქვი . წვიმა წამოვიდა და სიცივეც მოიტანა დადგა ქოლგების დრო, ფერადი ქოლგების, ახლა ჩემს ჭაობის ფერ ქოლგაში, ბოლოებზე თეთრი ხაზები რომ დაყვება, შებუზული მივიჩქარი სახლისკენ, გზაში არავინ მხვდება , არავინ მაჩერებს და არც მეკითხება:- სად მიგეჩქარებაო? საღამოს ყველა ერთ ოთახში ბუხართან იყრის თავს და მაინც ყველა თავის სტიქიაშია , თითქოს ერთმანეთისთვის არ ცალიათ. წვიმს ისევ და შემოდგომის თქეში ჩემს ბეჭებზე ისე გადადის , როგორც მძიმე ჯაჭვი, წვიმის ცრემლების, შეგრძნება მაქვს, წვრილი ძაფების თრთ...