К основному контенту

Сообщения

Сообщения за октябрь, 2011

1937

  ,,ტყიბულის რაიონული ფინგანი და ორპირის თემის აღმასკომი ყოველგვარ ძალას ხმარობენ იმზომად შემავიწროვონ რომ მღვდლობას თავი დავანებო მე ვარ უკიდურესად ღარიბი კაცი, ჩემი ოჯახი შედგება  ექვსი სულისგან :მე თვითონ, ცოლი და ოთხი მცირეწლოვანი შვილები 1)ვარდიკო 8 წ. 2) ქეთევანი 5 წ. 3)დავითი 4 წ.  4)გრიგოლი 3 წლის.    ჩემი სიღარიბის ამბავი კარგად იცის  რაიონის მთავრობამ "    წერს სოფელ ნაბოსლევის წმ. გიორგის ეკლესიის მღვედი აპოლონ ჯინჯიხაძე, რომელიც, ასევე, მღვდელმსახურებას იმ სოფლებშიც ასრულებდა სადაც, მოძღვარი არ იყო .    ეს ის ავბედითი, კომუნისტური წლებია, როცა  რწმენა დანაშაულად ითვლებოდა. ,, ამ წელში შემაწერეს 56 კილო ხორცი ... ეხლა შემაწერეს არამეურნეთა გახარჯული 363 მანეთი და თვით  დაბეგვრის 726 მანეთი სულ 1089 მანეთი. უწყების  ჩაბარებისთანავე ამიწერეს: 1)ტაშტი ,    2 )საწნახელი, 3) სახლი. 1930 წელს გადასახადში წამართვეს ერთი ცალი ხარი და ერთი ცხვარი მეტი აღარაფერი დამრჩენია...
  თითქმის ღრუბლებთან ,  უფრო ახლოს  ცასთან... დიდა ბოშო რა ლამაზია ამ მთის თუ იმ მთის გადაღმა რაჭა.  ჰაერი სუფთაა , წყალი კამკამა. ვდგავარ ეზოში და მთები დევებივით მადგანან თავზე.  ცა კი ციმციმებს და ფრთილა ღრუბლები, ნაირ -ნაირ ფორმას რომ იღებენ, სადღაც შორს მიერეკებიან ...    თითქოს ისინიც ტოვებენ რაჭას ...  დაცლილ სოფლებში,  ერთმანეთის იმედად შემორჩენილი მოხუცები, გზას აღარ გაჰყურებენ, მათი „მონაგარი“  უკვე გადაბარგდა . ზაფხული მიილია.  შვილიშვილებისა თუ შვილთაშვილების ჟრიამული მიწყდა.   მთიდან მონაბერი გრილი სიო , მხოლოდ რამდენიმე მოხუცს თუ უშლის თმასა და კაბის კალთას. უმიზეზოდ მიაძახებენ ერთმანეთს, უფრო შეხმიანებისათვის, ამბის გასაგებად.    მენანება დაცლილი სოფლები. ცარიელ სახლში შესვლა რა ცუდია  და ვფიქრობ როგორი იქნება 10 , 15, 20  წლის შემდეგ აქაურობა? . ნასახლარები მომრავლდება , ცხოველები უფრო შემოეჩვევა სოფლებს და ზამთრობით, სულ დაცლილი, მგლების ბუნაგად გადაიქცევა ? ...