К основному контенту

1937

 
,,ტყიბულის რაიონული ფინგანი და ორპირის თემის აღმასკომი ყოველგვარ ძალას ხმარობენ იმზომად შემავიწროვონ რომ მღვდლობას თავი დავანებო მე ვარ უკიდურესად ღარიბი კაცი, ჩემი ოჯახი შედგება  ექვსი სულისგან :მე თვითონ, ცოლი და ოთხი მცირეწლოვანი შვილები 1)ვარდიკო 8 წ. 2) ქეთევანი 5 წ. 3)დავითი 4 წ.  4)გრიგოლი 3 წლის.

  ჩემი სიღარიბის ამბავი კარგად იცის  რაიონის მთავრობამ "
  წერს სოფელ ნაბოსლევის წმ. გიორგის ეკლესიის მღვედი აპოლონ ჯინჯიხაძე, რომელიც, ასევე, მღვდელმსახურებას იმ სოფლებშიც ასრულებდა სადაც, მოძღვარი არ იყო.

  ეს ის ავბედითი, კომუნისტური წლებია, როცა  რწმენა დანაშაულად ითვლებოდა.



,, ამ წელში შემაწერეს 56 კილო ხორცი ...
ეხლა შემაწერეს არამეურნეთა გახარჯული 363 მანეთი და თვით  დაბეგვრის 726 მანეთი სულ 1089 მანეთი. უწყების  ჩაბარებისთანავე ამიწერეს: 1)ტაშტი ,    2 )საწნახელი, 3) სახლი.
1930 წელს გადასახადში წამართვეს ერთი ცალი ხარი და ერთი ცხვარი მეტი აღარაფერი დამრჩენია. 
1931 წელში 280 მანეთში , რადგან ვერ შევძელი გადახდა ამიწერეს ერთი თვალი სახლი, ისლით დახურული.

1932 წელს შემაწერეს 180 მანეთი სამეურნეო გადასახადი და ობლიგაციის 100 მანეთი.
როცა ამ უკანასკნელი გადასახადის ცნობა მიეტანათ ჩემთან მე სახლში არ ვიყავი, უეცრად შევარდნილიყვნენ სახლში იარაღით ...
 ცოლი ძუძუს აწოვებდა დავითს შეწუხებულიყო და მოუბრუნებიათ დამსწრე მეზობლებს.
ჩემი მღვდლობის შემოსავალი იმოდენა თუ იქნება, რომ მარტო მჭადით შეიძლება ვასაზრდოვო ცოლი შვილი დიდი გაჭირვებით.
  ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე უმორჩილესად გთხოვთ ინებეთ რათა გათავისუფლებული ვიყო  შეწირული 1089 მანეთის გადასახადისაგან."

  მოძღვარი თავისი მდგომარეობის შესახებ, ამ წერილით, დახმარებას თხოვდა ლავრენტი ბერიას.
  
  აპოლონ ნიკიფორეს ძე ჯინჯიხაძე, დაბადებული 1894 წელს ტყიბულის რაიონის სოფელ ნაბოსლევში, 1937 წლის 27 ოქტომბერს გასამართლდა საქართველოს სსრ შინსახკომთან არსებული სამეულის მიერ, სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე 10 , 52-11 მუხლებით და მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა დახვრეტა. განაჩენი სისრულეში მოყვანილი იქნა 1937 წლის 27 ნოემბერს. 


   

Комментарии

  1. !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
    ცუდად გავხდი...
    ნეტარია თვითონაც და მისი შთამომავლობაც, რადგან ქრისტესთვის ეწამა. დიდება მის სახელს!

    ОтветитьУдалить
  2. 1937...mzaravs es celi, erterti motsame mravaltagan, natelshia mati sulebi, Nanuka

    ОтветитьУдалить

Отправить комментарий

Популярные сообщения из этого блога

ფერები , ხაზები, ხატები

         ახლა წმინდა ევას ხატი დაწერა, პატარა ევასთვის, დაუკვეთეს, ძირითადად სამი ფერი გამოიყენა: ოქროსფერი, წითელი და ლურჯი, რომელთა შერწყმა საოცარ სილამაზეს ქმნის, აღსაქმელადაც მსუბუქია.     ხატს ხელში ნაზად მაწოდებს, რადგან ლაქი ჯერ არ შეშრობია, შარავანდედს ლამაზი ორნამენტები ამშვენებს, ძალიან მეტყველია, ალბათ პატარა გოგოსაც მოეწონება მისი ანგელოზის ხატი, რომლის ავტორი მხატვარ-რესტავრატორი თამარ ჯიხვაშვილია.    პირველად ხატვის ნიჭი ბაღის მასწავლებელმა შეამჩნია, ძალიან უწყობდა ხელს, დასვამდა და ახატიებდა, თამარის დედას კი ეხვეწებოდა ყურადღება მიექციათ ამ ნიჭისთვის.  პროფესიის არჩევის დრო, რომ დადგა, ცოტა დაიბნა, აღმოჩნდა რომ ჯერ ფრანგული ენა აინტერესებდა, მერე სამედიცინო, სტომატალოგიის განხრით, თუმცა საბოლოოდ არჩევანი სამხატვრო აკადემიაზე შეაჩერა.    მანამდე კი ბებიასაგან ისწავლა ქარგვა, თავიდან ცხვირსახოცებზე, ხოლო, მე-7 კლასში იყო, პირველად, წმინდა გიორგის ხატი, რომ დაქარგა და თავისი სკოლის დირექტორს ...

სუნი

   ოთახში ვზივართ, სადაც ორი წელია აღარ ვმჯდარვართ, ძველი წლები მახსენდება, მაშინ ყველაფერი, კიდე უფრო სხვანაირად იყო, ეს ოთახი ბევრ ხალხს იტევდა. ოჯახის წევრებს თუ ახლო მეზობლებს, საღამოს ტელევიზორთან ჩამომსხდარებს, თუმცა, მერე, ასაკოვნები ამ ქვეყნიდან წავიდნენ, ახალგაზრდები კი ქვეყნიდან. სახლი ცარიელი დარჩა, ახლა აღარავინ ცხოვრობს.      12 წელია რაც წასული ვარო, ამბობს, ვუფიქრდები როგორ გაიპარა დრო ისე, რომ ვერ შევიგრძენი, არაფერში ჩანს, ჩემთვის, ეს დრო...    სამაგიეროდ, დაბრუნებულებს სულ მოუთქმელად ვაყოლებთ იქაურ ამბებს, როგორ ცხოვრობენ მასპინძლები თუ ჩასულები ქვეყნებში, რომლებიც, ჩვენგან, რკინის ფარდით იყო გამოყოფილი.   ადრე, მოყოლილ ამბებს, აქაურობას ვადარებდი, ჩვენს ყოველდღიურობას თუ წეს- ჩვეულებებს, ახლა აღარ, არ მაინტერესებს. ჩვენი ინდივიდუალიზმის დაკარგვა არ მინდა.    ოთახები დაალაგა, ახალი ფარდები დაკიდა, ჩამოტანილები, ახლა სისუფთავის სუნი დგასო, მეუბნება. მე ვერ ვგრძნობა. შემოდგომიდან მოყოლებული სუნი არ მიგრძვნია, გა...

გელა

,, აღარ    არსებობს    არაფერი რაც    აქ    არ    ხდება და    თუ    არსებობს უკვე    მომხდარი . „ ( გელა ღაჭავა ) გელა       2010 წლის  15 მაისს   ფოტოგრაფიის მოყვარული, რამდენიმე  ადამიანი შეიკრიბა და  ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში გაეშურა , სადაც ფოტოგრაფ რიჩარდ ავედონის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ . ამ დღის აღსანიშნავად,     მთავარი ატრიბუტი, სასმელიანი ბოთლი იუბილარის ეტიკეტით, მზად იყო. ასევე ფოტოგრაფის ბიოგრაფიის, მისი ფოტოების და მისი ცხოვრების საინტერესო დეტალების ერთმანეთისთვის გაცნობაც მოხერხდებოდა. ინვენტარად: ფოტოაპარატები, სასმელი, ჭიქებად ფოტო ფირების ყუთები სრულიად საკმარისი იყო.       ეტიკეტი , ფოტოგრაფის გამოსახულებით და მისი ფავორიტი ფოტოთი, ასევე ეს იდეა  გელა ღაჭავას ეკუთვნოდა.     ,, მინდოდა ქუთაისში შემექმნა გარკვეული წრე ადამიანებისა, ვისაც ფოტოგრაფია აინტერესებდა.  სხვ...