"კარგი ფოტო მონადირე ძაღლივითაა, მდუმარეა და თან მეტყველი!" /ატჯე/ ,,გადამწყვეტი წამი მ ე ვიღებ ფოტოებს და ვცდილობ მთელი სამყარო ჩავატიო მათში. ჩემთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ ის ფოტოებია, რომელთაც ორ წუთზე მეტი შემიძლია ვუყურო. შემდეგ კი ისევ მივუბრუნდე და ვუმზირო და ვუმზირო. ასეთები ბევრი არაა,არა!" ეს სიტყვები ანრი კარტიე- ბრესონს ეკუთვნის და მათი ამოკითხვა ნათია აფხაიძის ბლოგზეა შესაძლებელი. ფოტოგრაფიის სიყვარულმა შექმნა ნათიას ბლოგი http://fotoinfos.blogspot.com/, სადაც თარგმნის ინგლისური ენიდან მსოფლიო ფოტოგრაფების ესსეებს, ტექსტებს და ინტერვიუებს. ქვეთავებად აქვს არჩეული: თვითმკვლელი ფოტოგრაფები, ავტო-პორტრეტისტი ფოტოგრაფები და ცალკე რუბრიკაა ,,ჩემი საუკეთესო კადრი". ნათარგმნი საოცრად საინტერსოა, საკმაოდ დიდი ნაშრომია, შეიძლება ითქვას, რომ ერთი სქელყდიანი წიგნი შეივსებოდა. დაახლოებით ასამდე ფოტოგრაფის ბიოგრაფია თუ ინტერვიუ არის მოთავსებული და აქვეა მათი შემოქმედ...