ზაფხულის ხვატი ჩამოწვა და საოცრად ცხელა. ის დროა მთას მიაშურო კაცმა ან ზღვას. ზაფხული არ მიყვარს, არა გართობა და დასვენება როგორ არა, მაგარამ ზაფხული მაინც არა! ზაფხულში იცლება ჩვენი პატარა ქალაქი და მიტოც ალბათ უფრო. მე კი მინდა, ახლა სადმე დიდ ქალაქში ვიყო, დიდ და უცხო ქალაქში. დავბოდიალობდე მის ქუჩებში, ხალხით სავსე ქუჩებში, ვიყიდიდი ახალ საყურეებს, რომლებიც გრძელი იქნებოდა და წიგნების მაღაზიებში საინტერესო წიგენბს ავარჩევდი. არცერთ ქუჩას უნახავს არ დავტობვებდი, საინტერესო იქნებოდა ძველი და ახალი უბნების შერწყმა. განსაკუთრებით დავაკვირდებოდე იქაურების ყოველდღიურ ცხოვრებას, მათ ურთიერთობებს ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან. სიამოვნებით დავესწრებოდი მათ ოჯახურ დღესასწაულებს, მათ თავშეყრის ადგილებს. ასეთ რამეებზე იმდენი მსმენია კიდეც , მაგარამ საკუთარი თვალით ნახული და განცდილი სულ სხვაა. ჩემი ოცნება მოგზაურობაა ევროპის ქალაქებში (განსაკუთრებით პრაღაში მინდა წასვლა , ახლა კუნდერას ვკით...