კარგი წესი დავიმკივდრე, რადგან დილით სამსახურში მისვლა პირველს მიწევს, მუშაობას სასიამოვნო მუსიკის ფონზე ვიწყებ. მერე, კარგად დაწყებული დღე კარგად სრულდება, ნაყოფიერი გამოდის, თუმცა ცოტას ვიღლები. გარდა ამისა მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებით ვეღარაფრით ვეღარ ვინტერესდები. ტელევიზორს ვერ კი არა და უფრო არ ვუყურებ, არ ვკითხულობ პრესას, თითქოს ვცდილობ ინტერნეტით მაინც მივადევნო თვალი ქვეყნის საშინაო თუ საგარეო მოვლენებს, მაგრამ აქაც არ გამომდის. ფაქტია, რომ აშკარად დავშორდი ამ სფეროს და მოვლენების პოლიტიკურ ჭრილში განხილვას, ამიტომ მიჭირს ვისაუბრო ახალი მთავრობის მუშაობის ეფექტურობაზე, ხოლო რაც შეეხება უკეთესობიკსენ ცვლილებების დანახვას, ჯერ ალბათ მაინც ადრეა ამაზე საუბარი, მეტი დროა საჭირო, თუმცა მე მაინც ვერაფერს ვამჩნევ ჯერ სასიკეთოს, ხოლო ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროების ამბავი კი ძალიან მომხვდა გულზე და ძალიან შემეცოდნენ. მერე ქალაქში საუბრობდნენ ფულისთვის არიან წასულები და რა პატრიოტიზმი ან გმირობა ეგ არისო. ტელე...