ზოგჯერ ძალიან საჭიროა გაუძლო . გაუძლო რაღაცას... მაგალითად: დროის გასვლას, მოწყენას, შეცდომის გადატანას, ცუდ ხასიათზე ყოფნას- უჟმურობას, მარტოობას, შენთვის არასასურველ გარემოში ყოფნას, რიგში დგომას, მონატრებას, ტკივილს, უკეთესის მოლოდინს, ( საერთოდ რაიმეს მოლოდინს) ,სიკვდილს... საჭიროა, ასეთ დროს, საკუთარ თავში მოძებნო ძალა , რომ გაუძლო. ცხოვრება ხომ მაინც გრძელდება, შენ კი გრჩება განცდები, ცუდი ემოციების. მიყვარს პერიოდი, ამ ნარჩენებს, ბოლოს რომ ახვეტ, ვარდისფერი აქანდაზით და ჭრელ ურნაში გადაუძახებ, სადაც ზუსტად იცი ხელს არასოდეს ამოურევ, რომ ამოძებნო.