,,ჯონს უყვარს იოკო, იოკოს უყვარს ჯონი." ჯონ ლენონის და ამ იაპონელი იოკო ონოს სიყვარულის ამბავი იცის მთელმა მსოფლიომ, ეს წარწერა კი საწოლის თავზე ჰქონდათ გაკრული. რაღაც ხიბლში აღმოვჩნდი დღეს სიყვარულის, გრძნობის ხიბლში, რომელიც არ არის დამოკიდებული გონებაზე, სადაც ირიცხება აზროვნება და არსებობს მარტო გრძნობა, გულის კარნახი, მიზიდულობის ძალა, სურვილი და არავითარი სხვა, სხისი აზრი თუ საყოველთაოდ აღიარებული შეხედულებები. ამ გრძნობის მჯერა მაშინ, როცა არაფერს არ ემორჩილება, იცის რომ სურს ის და არავინ სხვა. ხო კიდე, იოკო 7 წლით უფროსი ყოფილა ჯონ ლენონზე, ქართველი კაცის გადასახედიდან ჯონს უარი რომ ეთქვა ასეთ დიდი ბედნიერებაზე, იმის გამო, რომ ის 7 წლით უფროსს ქალს ცოლად ვერ მოიყვანდა :D თუმცა, ამ ზაფხულზე მოკლული 23 ქალის ამბავი, ხომ საშინელებაა, სერიულ მკვლელობას გავდა ეს ყველაფერი, ერთმანეთის მიყოლებით და მთელი საქართველოს მაშტაბით, ლიხს აქეთ და ლიხს იქით, ქალაქში თუ ს...