ყვავილოვანი კომბოსტოს მომზადების ეს წესი, საკმაოდ მარტივია. არ მოითხოვს განსაკუთრებულ ინგრედიენტებს და მთავარი მწვანილების სიმრავლეა, რომელთაც უნდა შეძლონ თავიანთ გემოზე გადაყვანა. მასალად საჭიროა : საშუალო ზომის ყვავილოვანი კომბოსტო, 1 -2 თავი ხახვი, 2 - 3 კბილი ნიორი, ოხრახუში , ცერეცო, ქინძი , მარილი და წიწაკა გემოვნებით. მომზადების წესი ადუღებულ წყალში ჩავყაროთ და 10 წუთით გავაჩეროთ, დარჩეული, ყვავილოვანი კომბოსტო. ( სასურველია კომბოსტო დაჭრილი იყოს, პატარა ნაჭრებად) შემდეგ შევწვათ ზეთში, ასევე ზეთში მოვშუშოთ, წვრილად დაჭრილი ხახვი, ერთმანეთში კარგად ავურიოთ და საკმაზად გავამზადოთ ნიორი, ქინძი, წიწაკა ერთად ჩანაყილი, რომელსაც ასევე ავურევთ ხახვთან და კომბოსტოსთან ერთად, ბოლოს გადავაჭრათ მწვანილები. დავუმატოთ მარილი გემოვნებით. (ვისაც არ უნდა ცხიმიანი გამოვიდეს კერძი, შეუძლია ხახვი, მოწვის გარეშე დაუმატოს)...