ვეღარაფერს ვწერ, სულ ვჩქარობ, რავიცი სად, და მიტო. არავინ არაფერს მეკითხება და მაინც მგონია, რომ პასუხები მზად უნდა მქონდეს , სახლი უფრო ფერადია, ჩემში ვერ შემოაღწია ამ ფერებმა, უფრო დავშორდი დღეებს , დილებს , საღამოებს და მგონია, რომ ერთ დღეს ყველაფერი დაბრუნდება, დაიწყება ისევ თავიდან , ისევ ჩაირთება ის მუსიკა მე რომ შემიყვარდა და უაზრო მოგონებების ზღვა უკან დაიხევს. მანამდე კი ... დღეს გზაში მამაო შემხვდა, რამდენიმეჯერ დავესწარი მის აღვლენილ ლოცვას, არ ვიცი, როგორ მიცნო, ალბათ სახის გამომეტყველაბაზე მიხვდა, რომ ვაკვირდებოდი და მომესალმა, თავისებურად, ღმერთმა დაგლოცოსო, მეც მივესალმე, მერე ვფიქრობდი, მისი თავმდაბლობა იყო ეს, გაღიმებულმა გავიარე ის გზა. შაბათ -კვირა სოფელში გავატარე, ახლო სოფლები რომ აქვთ და ხშირად, რომ დადიან, ჩემს შემთხვევაში ასე არაა, როცა იქ მივდივართ, ყველაფერი მიგვაქვს და დიდი გეგმის ნაწილი ხდება ეს წასვლა. მერე, ორ სათ ნახევარი გზას ეთმობა, შაორის...