რამდენი რამეა, რომელზეც გინდა ისაუბრო, თქვა, გადმოანთხიო და გადმოყარო შენში ჩაგროვილ - ჩაბუდებული სათქმელი, შენი ცხოვრება რომ ქვია და ბევრი კითხვები რომ დაგიგროვა, მაგარამ არ გყავს მოსაუბრე და ჩუმდები, შენს თავში იკეტები, ფიქრობ გაუთავებლად და ოცნებობ მოვიდოდეს ვინმე და მოგისმენდეს. მოსმენა ხომ ასე რთულია. ფოტოს ავტორი: ნათია აფხაიძე მერე დგება დრო, რომ მარტო მოსმენა კი არა, ცოტა დახმარებაც გჭირდება. გინდა გიბიძგოს ა ნ კ ითხვას რომ სვამ პასუხი გიპოვოს ვინმემ. დღეს აღმოვაჩინე რომ, უამრავ ძველ ნივთს ვინახავ, ზოგი მათგანი ისეთი უსარგებლოა არაფერში გმოდგება, მაინც ვერ გადავუძახე ურნაში. ვერ გადავყარე, ვერ შეველიე ძველ განცდებს, იმ წუთებს, რომელშიც ეს ნივთები მაბრუნებენ. ვხვდები, რომ ამით ჩემს წარსულს ვუფრთხილდები, ვერ ველევი, მოგონებებს არ ვაძლევ საშუალებას (დამივიწყონ) დავივიწყო. ამიტომ არ ვყრი. ვისაც შეუძლია თავისუფლად გადაყაროს ძველი ნივთები, ძალიან კარგი თვისება აქვს. მას არც სიახლის მიღების შეეშინდება ცოვ...