22 თებერვალი, პარასკევი რასაც ამიდის პროგნოზში აცხადებდნენ, მისგან განსხვავებით, დილა წვიმიანი არ ყოფილა, არც მერე უწვიმია, მთელი დღე ღრუბელი იყო და ცოტათი ციოდა. თეთრი ხიდის გადავლის წინ, განსაკუთრებით მოვემზადე, ქურთუკის ელვა ბოლომდე ავიწიე და თავი თბილ ბეწვში ჩავრგე, ჩემს წინ ჩახუტებული გოგო და ბიჭი მიდიოდა. ჩემდა უნებურად გავიგონე, გოგო ეკითხებოდა ბიჭს: ,,გეხვეწები მითხარი, ამ ადგილას, ასეთი სითბო რატომ არისო?" ხიდის შუა ნაწილში ვიყავით უკვე, რიონს გადავყურებდი ხიდზე, რომ გადავდიოდი. რაღაცნაირად მღვრიე და მოუსვენარი იყო. ქვები აქა იქ ჩანდა, მხოლოდ. მის ორივე მხარეს კაფეა. რამდენჯერ მომდომებია ჩამოჯდომა ამ კაფეებში, არაფერზე ფიქრი, უბრალოდ მდინარისა და თეთრი ქვების ცქერა. თუმცა, ერთი ის, რომ დრო არ მაქვს. ამ დროს სამსახურიდან ვარ გამოსული სხვადასხვა საქმეზე და სწაფი დაბრუნებაც მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, მიფიქრია იმაზეც, რომ მარტო კი არ მინდა აქ ჩამოჯდომა, მეგობართან, საყვარელ ადამინთან ერთად-თქო. მოკლ...