მახსოვს ჩემს ბავშვობაში, ბიცოლა მუშაობდა საფიჩხიის ბიბლიოთეკაში, რომელიც ეკლესიის შენობაში იყო განთავსებული, ხანდახან ვსტუმრობდით ხოლმე და განსაკუთრებით დამამახსოვრდა გუმბათის ნაწილი, რომელიც სულ რკინის თაროებით იყო სავსე, ზედ კი წიგნები ელაგა. მაშინ, კომუნისტურ საქართველოში ჩვენი ეკლესიების ბედი იყო ასეთი. დარბეულ ტაძრებში სხვადასხვა დაწესებულებებს ათავსებდნენ. ახლა იქ ამაღლების სახელობის ტაძარია. ფოთის ტაძარში კი თეატრი ყოფილა განთავსებული. მერე ბევრს დაობდნენ თეატრის მესვეურნი და ეკლესიის წარმომადგენლები, რომ დაებრუნებიათ ეკლესია, რომლის აგება ჯერ კიდევ ნიკო ნიკოლაძის მერობის დროს დაწყებულა და 2000 მრევლი უნდა დაეტია, თუმცა მის შემდეგ ბევრჯერ გადაუკეთებიათ. დღეს ძალიან დიდებულია ეს ტაძარი, რომლის ანალოგი საქართველოში არ არის. ის მაშინდელ კონსტანტინეპოლში მდებარე აია სოფიას ტაძრის მსგავსია, რომელიც ჯერ არ მინინახავს, თუმცა ვგეგმავ ახლო მომავალში ვესტუმრო მეზობელ თურქეთს. ის ღვთისმშობლის შობის სახე...