ახლა ვფიქრობ, რა იყო ეს? და პასუხიც მაქვს- რა იყო და, მაშინ სტუდენტი ვიყავი, ახალი წლის მოსვლას სიახლეს ვუკავშირებდი, ჯერ კიდე, ცოტათი მჯეროდა კიდეც ჯადოსნური ღამის არსებობის, მერე იყო პერიოდები, როცა ჩემი გოგობი გადმოცქრიალდებოდნენ და მერე მათთან გადავდიოდით, ერთად ვმხიარულებდით. წლები გავიდა, მათი ცხოვრება გაივსო, გაიზარდა, ყველა წავიდა თავ- თავიანთი გზით, მე კი, ეს ბოლო პერიოდია უცნაური შეგრძნება დამსდევს, სადღაც რომ ჩარჩები, წლები რომ არ გასულა, დრო რომ გაიყინა ერთ ადგილზე, მაგრამ ძველს, რომ ვერ აბრუნებ მაინც- აი ასეთი. თითქოს არ მინდოდა ძველი წლის წასვლისა და ახალი წლის მოსვლის მომენტი დამეკარგა, ამიტომ თორმეტს 20 , 15 წუთი , რომ დააკლდებოდა სასწრაფოდ დღიურს გამოვიტანდი და წერას ვიწყებდი, ძველისა და ახალის გასაყარზე წარსულს ვაფასებდი და ახლის იმედებს და სურვილებს ვინიშნავდი, ერთმანეთის გვერდით იყო 2006,2007,2008,2009, 2010 წლები, მერე ერთხელაც გადავაგვდე ის დღიური, დღეს აღარ არსებობს, ის ჩანაწერებ...