მინდა მქონდეს ლურჯი კედები. სინამდვილეში გული მწყდება იმაზე, კედებს რომ არ ვიცმევ, კედები და გრძელი კაბა ან მოკლე კაბა და კედები ...
მოკლედ ხო ...
თუმცა კიდე იმდენ რამეზე მწყდება გული ...
თუმცა მაგაზე სხვა დროს იყოს.
და სევდა, მგონი რაღაც მომენტში, გჭირდება, რომ უფრო ,,სხვანაირად" დაფიქრდე ყველაფერზე.
აფიშებს ვათვალიერებ და უფრო და უფრო ვხვდები, რომ მომწონს ასეთი რამეების შეგროვება.
,
მოკლედ ხო ...
თუმცა კიდე იმდენ რამეზე მწყდება გული ...
თუმცა მაგაზე სხვა დროს იყოს.
და სევდა, მგონი რაღაც მომენტში, გჭირდება, რომ უფრო ,,სხვანაირად" დაფიქრდე ყველაფერზე.
თეატრში მინდა წავიდე. საოცრად მინდა სპექტაკლის ნახვა, ისე ძალიან მაქვს ეს სურვილი ინტერნეტში სულ ვეძებ და სხვადასხვა სპექტაკლებს ვნახულობ ,,იუთუბზე", თან გული მწყდება, ისე რომ არ არის ჩვენს ქალაქში, ხალხი ითვლიდეს რომელი დადგმა არ უნახავს და რომელი ნახა ან ახალ აფიშებს დიდი ინტერესით აკვირდებოდეს, ,პრემიერებზე ანშლაგები იყოს. თეატრი პოპულარული არ არის დღეს, სამაგიეროდ სავსეა რესტორნები და იქ საკუთარ სპექტაკლებს დგამენ ქართველები.
აფიშებს ვათვალიერებ და უფრო და უფრო ვხვდები, რომ მომწონს ასეთი რამეების შეგროვება.
დღეს კი ხატიას დაუდევს ჩემს მაგიდაზე ერთი მარკა, მადლობა გადავუხადე, მართლა ძალიან გამეხარდა, მის მეტმა ეს არც არავინ იცის, კარგა ხანია მარკებს ვაგროვებ. მათ შემოსულ წერილებს ვაცლი და ცალკე ყუთში ვყრი, მერე მათი თემატურად დალაგებაც შევძელი, ცალკე ავაწყვე, ჩვენი ქვეყნის ბუნება, ცხოველები, ძაღლების სხვადასხვა ჯიშები, წავის რამდენიმე მარკაც მაქვს, ყვავილები, მთები, მოკლედ აქ მთელი ქართული ლანდშაფტია წარმოდგენილი, კიდე ძველი ,,კამაზები", აქვეა ჩვენი ოლიმპიური მიღწევებიც, საინტერესოა და ის მომენტია კარგი როცა ამას აკეთებ და სინამდვილეში ცხოვრებისაგან ისვენებ. რაღაც მომენტში ხვდები, რომ ეს უბრალო გატაცება, ჰობად გექცა.
,
Комментарии
Отправить комментарий