თავიდან ვიფიქრე კითხვა - პასუხით დავიწყებ და ინტერვიუც გამომივა- თქო. ეს ჟანრი მაინც ყველას უყვარს, არც მისი წაკითხვა ეზარებათ, მგონი ყველაზე მეტიად ინტერვიუ იკითხება ამ ქვეყანაზე. მერე გადავიფიქრე და ჩავთვალე, რომ ყველაფერს აჯობებდა ჩანახატი ან ინტერვიუ-ჩანახატი, მაგრამ ამას უფრო მოზარდები ეწაფებიან - სიყვარულის ახალ გემო გაგებული გოგონები -თქო გავივიფიქრე და გამახსენდა, რომ დიდი სიამოვებით მე პირადად რეპორტაჟული სტილით დაწერილი ნაწარმოებებით ,,ვისუსნები", როცა ფაქტები ჩემს თვალ წინ იშლება და მივყვები, მეც ბუნებრივად მონაწილე ვხვდები მოვლენის, თუმცა ეს აზრი იქვე, უკუაგდო იმ ფაქტმა, რომ აქ მოვლენის აღწერას ვერ მოვყვები, რადგან გადმოსაცემი არაფერი მაქვს. ფელეტონი? ეს საოცარი ჟანრია, იუმორით გადმოსცე სიმართლე, არა, ეს გენიოსების საქმეა, ვგიჯდები სატირაზე, იუმორზე, რომელიც ოსტატურადაა გადმოცემული და რეალურ სამყაროს დამცინავად წარმოგიდგენს. ყველამ იცის გაცინება რა რთულიცაა და ატირება რა ადვილიც. ეს უნდა...