К основному контенту

Сообщения

Сообщения за июнь, 2014

სხვანაირადაც შეიძლებოდა

        მხოლოდ საწერი კალმის ,,წრიპინი" არღვევდა სიჩუმეს, ირგვლივ კი დაჭმუჭნული  ფურცლების გროვა იდგა, საჭირო სიტყვის ძებნაში.    შევეშვი, ფანჯარაში დავიწყე ცქერა, ჩემივე ლანდს თვალი მოვკარი სიბნელეში, მთვარის შუქით განათებულ შუშაზე  და მეუცხოვა საკუთარი თავი,  ვიუხერხულე.    ხასიათი, რაც მაშინ დავიჭირე ჩემი არ იყო. არც სხვისას ვიწეპებდი, უბრალოდ ახალს ვქმნიდი, ჩემთვის უცხოს და მიუღებელს, შინაგანი ხმა ამიტომ მეწინააღმდეგებოდა. მე კი ვჯიუტობდი და ვჯიუტობდი.    არა,  საკუთარ თავს არ უნდა დაშორდე -თქო, გავიფიქრე.    თან,  როცა  მქონდა ასეთი მომენტი მაინც, რა მივიღე ?     მაინც, რას ვცდილობდი ?   ახლა სასაცილოდ მეჩვენება.     ბედნიერებას ასე ვერ დაიჭერ, მით უფრო, თუ კი ის, საკუთარი თავის დათმობის ფასად უნდა დაგიჯდეს. მცდელობა ერთია და სინამდვილე სხვა. ძალიან ძვირს ვიხდიდი და შედეგი იაფ ფასიანი გამოდიოდა. ფოტოს ავტორი ნათია აფხაიძე     ზოგჯერ ...

შაბათის კერძი

      ჩემი შაბათის კერძი, მარხულთათვის არის და კიდე მათთვის ვისაც კარტოფილი  უყვარს, შემწვარი და არომატიზირებული.      როცა  მზარეულობაზე ჩამოვარდება საუბარი, იქვე მატყობენ, რომ მიყვარს ეს პროცესი, ამიტომ განსაკუთრებულად არ აღვნიშნავ. ამ ბოლოს კი მინდა გადავუხვიო ტრადიციულს და უცხო კერძები მოვამზადო. თან მარტივი, ყველა ინგრედიენტი სახლში, რომ მქონდეს და გემრიელიც გამომივიდეს ისეთი. ეს კი შაბათს, ოჯახში მოფუსფუსე ქალისთვის, მშვენიერი  გასართობი აღმოჩნდა. მასალად საჭიროა : ახალი კარტოფილი 5-6 თავი  ხახვი 1 თავი ბულგარული წიწაკა 1 თავი ტომატ პასტა 2 კოვზი   პომიდორი  2 თავი  ნიორი 2 კბილი  შავი წიწაკა და მარილი გემოვნებით  მომზადების წესი :     გასუფთავებული და დაჭრილი კარტოფილი დავყაროთ ცხიმმოსხმულ ჟარონაზე და შევწვათ, როცა შეწითლებას დაიწყებს დავაყაროთ დაჭრილი ხახვი და ბულლგარული წიწაკა, გადაბრაწვის შემდეგ კი, ცალკე მომზადებული ტომატის, პომიდვრის, ნიორის სოუზი, რ...

მარის თვალით დანახული იტალია

    მე შეგპირდი, რომ შენზე დავწერდი.   დავწერდი, როგორც ქართველ ემიგრანტზე,  რომელიც საქართველოდან, როგორც არაერთი ჩემი  ახლობელი წავიდა, ისე გაემგზავრა ევროპაში, საკუთარი ოჯახის, საკუთარი თავის გადასარჩენად. დავწერდი, როგორც მეგობარზე, რომელთანაც დიდი ხნის ნაცნობობა არ მაკავშირებს და მაინც სიახლოვე მაქვს, რადგან ის არის ძალიან ერთგული, ყურადღებიანი, უბრალოდ ,, ჯიგარი" ტიპი.   თუმცა წერა, რომ დავიწყე ღია წერილი გამომივიდა მაშინაც, http://irianno.blogspot.com/2013/03/blog-post.html,  ახლაც იგივე გამომდის, თუმცა ამ ჯერზე, მინდა შენს ფოტოებზე დავწერო, უფრო სწორად ისინი გადმოვიტანო ბლოგზე, შენ ხომ, შენი თვალით დანახულ იტალიას, ამ სურათებით გვაცნობ. ძალიან ლამაზ ადგილებს, სადაც ცხოვრობ, სადაც გიწევს დღეების, თვეების, წლების გატარება,  ამ სურათებით ჩვენამდე მოგაქვს ის სამყარო და ის რეალობა, რომელიც შენ დაინახე. ამიტომ, მე მათ, ყოველთვის დიდი ინტერესით ვათვალიერებ, ამავე დროს ჩემთვის ვფიქრობ, რომ ყოჩაღ მარის, ის იქ ნახულობს საკუთარ თავს,...