К основному контенту

შაბათის კერძი


      ჩემი შაბათის კერძი, მარხულთათვის არის და კიდე მათთვის ვისაც კარტოფილი  უყვარს, შემწვარი და არომატიზირებული. 
    როცა  მზარეულობაზე ჩამოვარდება საუბარი, იქვე მატყობენ, რომ მიყვარს ეს პროცესი, ამიტომ განსაკუთრებულად არ აღვნიშნავ. ამ ბოლოს კი მინდა გადავუხვიო ტრადიციულს და უცხო კერძები მოვამზადო. თან მარტივი, ყველა ინგრედიენტი სახლში, რომ მქონდეს და გემრიელიც გამომივიდეს ისეთი.
ეს კი შაბათს, ოჯახში მოფუსფუსე ქალისთვის, მშვენიერი  გასართობი აღმოჩნდა.

მასალად საჭიროა :
ახალი კარტოფილი 5-6 თავი 
ხახვი 1 თავი
ბულგარული წიწაკა 1 თავი
ტომატ პასტა 2 კოვზი 
 პომიდორი  2 თავი 
ნიორი 2 კბილი 
შავი წიწაკა და მარილი გემოვნებით 

მომზადების წესი
   გასუფთავებული და დაჭრილი კარტოფილი დავყაროთ ცხიმმოსხმულ ჟარონაზე და შევწვათ, როცა შეწითლებას დაიწყებს დავაყაროთ დაჭრილი ხახვი და ბულლგარული წიწაკა, გადაბრაწვის შემდეგ კი, ცალკე მომზადებული ტომატის, პომიდვრის, ნიორის სოუზი, რომელიც ამავე დროს, შეზავებული იქნება მარილით და შავი წიწაკით. შეგიძლიათ გააფორმოთ დაჭრილი ცერეცოთი. 

მომზადებისათვის საჭიროა  დაახლოებით 40 წუთი. 
თავიდან 150 გრადუსზე იწვება, შემდეგ ვუმატებთ 200 გრადუსამდე. 
საკმაოდ ნოყიერია, ძალიან ნაზად ეტყობა ნივრის და ბულგარული წიწაკის არომატი. 
ზუსტი კალორიულობა არ ვიცი, თუმცა პურთან ერთად მირთმევა საჭირო ნამდვილად არ არის. 
( რეცეპტი შექმნილია თიკოსთვის)  





Комментарии

  1. რა ნიამ ნიამ რაღაც გაგიკეთებია! მარხვაში მისწრებაა ამის მირთმევა! :)

    ОтветитьУдалить

Отправить комментарий

Популярные сообщения из этого блога

ფერები , ხაზები, ხატები

         ახლა წმინდა ევას ხატი დაწერა, პატარა ევასთვის, დაუკვეთეს, ძირითადად სამი ფერი გამოიყენა: ოქროსფერი, წითელი და ლურჯი, რომელთა შერწყმა საოცარ სილამაზეს ქმნის, აღსაქმელადაც მსუბუქია.     ხატს ხელში ნაზად მაწოდებს, რადგან ლაქი ჯერ არ შეშრობია, შარავანდედს ლამაზი ორნამენტები ამშვენებს, ძალიან მეტყველია, ალბათ პატარა გოგოსაც მოეწონება მისი ანგელოზის ხატი, რომლის ავტორი მხატვარ-რესტავრატორი თამარ ჯიხვაშვილია.    პირველად ხატვის ნიჭი ბაღის მასწავლებელმა შეამჩნია, ძალიან უწყობდა ხელს, დასვამდა და ახატიებდა, თამარის დედას კი ეხვეწებოდა ყურადღება მიექციათ ამ ნიჭისთვის.  პროფესიის არჩევის დრო, რომ დადგა, ცოტა დაიბნა, აღმოჩნდა რომ ჯერ ფრანგული ენა აინტერესებდა, მერე სამედიცინო, სტომატალოგიის განხრით, თუმცა საბოლოოდ არჩევანი სამხატვრო აკადემიაზე შეაჩერა.    მანამდე კი ბებიასაგან ისწავლა ქარგვა, თავიდან ცხვირსახოცებზე, ხოლო, მე-7 კლასში იყო, პირველად, წმინდა გიორგის ხატი, რომ დაქარგა და თავისი სკოლის დირექტორს ...

სუნი

   ოთახში ვზივართ, სადაც ორი წელია აღარ ვმჯდარვართ, ძველი წლები მახსენდება, მაშინ ყველაფერი, კიდე უფრო სხვანაირად იყო, ეს ოთახი ბევრ ხალხს იტევდა. ოჯახის წევრებს თუ ახლო მეზობლებს, საღამოს ტელევიზორთან ჩამომსხდარებს, თუმცა, მერე, ასაკოვნები ამ ქვეყნიდან წავიდნენ, ახალგაზრდები კი ქვეყნიდან. სახლი ცარიელი დარჩა, ახლა აღარავინ ცხოვრობს.      12 წელია რაც წასული ვარო, ამბობს, ვუფიქრდები როგორ გაიპარა დრო ისე, რომ ვერ შევიგრძენი, არაფერში ჩანს, ჩემთვის, ეს დრო...    სამაგიეროდ, დაბრუნებულებს სულ მოუთქმელად ვაყოლებთ იქაურ ამბებს, როგორ ცხოვრობენ მასპინძლები თუ ჩასულები ქვეყნებში, რომლებიც, ჩვენგან, რკინის ფარდით იყო გამოყოფილი.   ადრე, მოყოლილ ამბებს, აქაურობას ვადარებდი, ჩვენს ყოველდღიურობას თუ წეს- ჩვეულებებს, ახლა აღარ, არ მაინტერესებს. ჩვენი ინდივიდუალიზმის დაკარგვა არ მინდა.    ოთახები დაალაგა, ახალი ფარდები დაკიდა, ჩამოტანილები, ახლა სისუფთავის სუნი დგასო, მეუბნება. მე ვერ ვგრძნობა. შემოდგომიდან მოყოლებული სუნი არ მიგრძვნია, გა...

გელა

,, აღარ    არსებობს    არაფერი რაც    აქ    არ    ხდება და    თუ    არსებობს უკვე    მომხდარი . „ ( გელა ღაჭავა ) გელა       2010 წლის  15 მაისს   ფოტოგრაფიის მოყვარული, რამდენიმე  ადამიანი შეიკრიბა და  ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში გაეშურა , სადაც ფოტოგრაფ რიჩარდ ავედონის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ . ამ დღის აღსანიშნავად,     მთავარი ატრიბუტი, სასმელიანი ბოთლი იუბილარის ეტიკეტით, მზად იყო. ასევე ფოტოგრაფის ბიოგრაფიის, მისი ფოტოების და მისი ცხოვრების საინტერესო დეტალების ერთმანეთისთვის გაცნობაც მოხერხდებოდა. ინვენტარად: ფოტოაპარატები, სასმელი, ჭიქებად ფოტო ფირების ყუთები სრულიად საკმარისი იყო.       ეტიკეტი , ფოტოგრაფის გამოსახულებით და მისი ფავორიტი ფოტოთი, ასევე ეს იდეა  გელა ღაჭავას ეკუთვნოდა.     ,, მინდოდა ქუთაისში შემექმნა გარკვეული წრე ადამიანებისა, ვისაც ფოტოგრაფია აინტერესებდა.  სხვ...