К основному контенту

მარის თვალით დანახული იტალია


    მე შეგპირდი, რომ შენზე დავწერდი.  დავწერდი, როგორც ქართველ ემიგრანტზე,  რომელიც საქართველოდან, როგორც არაერთი ჩემი  ახლობელი წავიდა, ისე გაემგზავრა ევროპაში, საკუთარი ოჯახის, საკუთარი თავის გადასარჩენად. დავწერდი, როგორც მეგობარზე, რომელთანაც დიდი ხნის ნაცნობობა არ მაკავშირებს და მაინც სიახლოვე მაქვს, რადგან ის არის ძალიან ერთგული, ყურადღებიანი, უბრალოდ ,, ჯიგარი" ტიპი.

  თუმცა წერა, რომ დავიწყე ღია წერილი გამომივიდა მაშინაც, http://irianno.blogspot.com/2013/03/blog-post.html,  ახლაც იგივე გამომდის, თუმცა ამ ჯერზე, მინდა შენს ფოტოებზე დავწერო, უფრო სწორად ისინი გადმოვიტანო ბლოგზე, შენ ხომ, შენი თვალით დანახულ იტალიას, ამ სურათებით გვაცნობ. ძალიან ლამაზ ადგილებს, სადაც ცხოვრობ, სადაც გიწევს დღეების, თვეების, წლების გატარება,  ამ სურათებით ჩვენამდე მოგაქვს ის სამყარო და ის რეალობა, რომელიც შენ დაინახე. ამიტომ, მე მათ, ყოველთვის დიდი ინტერესით ვათვალიერებ, ამავე დროს ჩემთვის ვფიქრობ, რომ ყოჩაღ მარის, ის იქ ნახულობს საკუთარ თავს, არ იკარგება, არც დროს უშვებს ისე, რომ არ აღბეჭდოს იქაურობა, ფოტოაპარატით დადის ქუჩებში და იღებს ყველაფერს. კადრებით შემონახული ემოციები კი ყველაზე საინტერესო მგონია ამ წუთში.  თან  ამით აკეთებს მისი თავის რეალიზებას.

   ქალაქი, რომლის ფოტოებსაც ვათვალიერებთ  რეჯო დი კალაბრიაა,  რომლის დასახელებას ბერძნული საფუძველი აქვს, რაც რეგიონს ნიშნავს  ( Ῥήγιον — Rhegionდა რეალურად მდებარეობს იტალიის  ,,ტერფში" უფრო   ,,თითებში" და დღეს ბევრი ქართველს  ასაქმებს.

    მე კი ვათვალიერებ ამ ფოტოებს და ვფიქრობ, ნეტა რა ემოციები მექნებოდა ამ ქუჩებში, რომ მევლო?

  ზოგი ფოტო რომშიც არის გადაღებულიო, მწერს მარი და მიყვება  მის ფიქრებს, რომლებიც ამ ფოტოების გადაღებისას, მუშაობისასა, დაძინებისას თუ გათენებისას სულ აწუხებს. 


 ,, სად არიან ახლა ჩემი მეგობრები? რას აკეთებენ? რას ფიქრობენ? ალბათ რომელიმეს  უნდა აქ ყოფნა, ამ დასაკარგავში. მე კი სახლში მინდა, რიონის სანაპიროზე, თეთრ ხიდთან, მოწამეთაში, ბაგრატზე, ყველასთან და ყველაფერთან, მოყვარესთან თუ მტერთან, მაგრამ ჩემთან ... 







 ,, გაყინული დრო" თუ გიგრძვნია ოდესმე მეგობარო? თუ გიგრძვნია, რომ ცოცხალი ხარ და თან მკვდარი? ყველაფერი ხდება შენს გარეთ, შენთან ერთადაც, მაგრამ შენ არ გავსებს, პირიქით განადგურებს და გძირავს.
 ადამიანი ყველაფერს ეგუებაო,მე ვერ შევეგუე...
















     სიკეთეს ვეძებ ყველგან და ყველაფერში. თუ გინახავთ ჩიტი, როგორ ასკდება მინას, როცა თავისუფლებისკენ მიისწრაფვის და მინას ვერ ამჩენვს. მეც ის ჩიტი ვარ, თუმცა მინაზე მიხეთქებას აზრი არ აქვს. 

   აქ ,მეგობარი შეიძლება შენი დაუძინებელი მტერი გახდეს და სრულიად უცხომ იმხელა მადლი გააკეთოს, საკუთარი, რომ არ გაგიკეთებს. ვცდილობ ყველაში სიკეთის მარცვალი აღმოვაჩინო და გავაღვივო. თუ არ არის მე დავნერგო და მაინც გავაღვივო, არავის ჭირდება ვიცი, ეგაა, მე, სხვანაირად არ შემიძლია. ერთსაც გეტყვი მეგობარო,  თუ გინდა მტერი გაიმრავლო სიკეთე აკეთე...









 ყოველ დილით გაღვიძებისას დრო მჭირდება მივხვდე სად ვარ, დაღამება მიხარია, უფალს მადლობას ვეუბნები, რომ კიდე ერთი დღე დააღამა.   ერთადერთი რაც მამშვიდებს ჩემი ფოტოაპარატია, ჩემი განუყრელი მეგობარი, მასთან ერთად გავდივარ გარეთ და ვცდილობ ვიაზროვნო, დავინახო, შევიგრძნო.  ვერ გეტყვი რამდენად გამომდის. ხალხი კი უცნაურია, ზოგი აგრესიას ავლენს, როცა ფოტოს ვუღებ, ზოგი ცნობისმოყვარეობით ჩამეძიება, რატომ ვიღებ?  ზოგი სახეს მალავს, ზოგს კომპლექსი აქვს და  ყველაზე მეტად მათ არ ვეშვები , ვაწვალებ გადაღებით სანამ არ დავღლი და ,, დაყენებულ" სახეს არ წავშლი, ხან გამომდის ხან არა .

   აქ შეგრძნებები გამძაფრებული მაქვს. ერთ მარცვალ სიკეთესაც კი ვხედავ, მანდაც ვხედავდი, უბრალოდ აქ მიკვირს, ყველა საკუთარ კეთილდღეობაზე იმდენადაა ,,ჩაციკლული", რომ სიკეთის მნიშვნელობა გაყალბებულია.  აქ სიკეთე ისაა თუ არ დაგიჭირეს იმისთვის, რომ არალეგალი ხარ,  რომ მუშაობ და გინაზღაურებენ  ( თავისუფლად შეუძლიათ არც კი გადაგიხადონ), როგორ მინდა ყველაფერი შეიცვალოს უკეთესობისკენ , ყველასთვის თანაც.





  ერთი დღით ცხოვრება ვისწავლე მეგობარო,  ბედნიერებისათვის  ხანდახან ისიც კი საკმარისია, რომ არ წვიმს და გარეთ გასვლისას არ დავსველდები, იმიტომ რომ ქოლგა დავკარგე,   რომ ხელფასი ავიღე და დედას შემიძლია ,, პური არსობისა"-ს შესაძენი თანხა გავუგზავნო, ხანდახან ისიც კი საკმარისია, რომ ოჯახში, სადაც ვარ, სიყვარულს ვხედავ და მეც მათბობს...









  ნეტა ჩემი მოძღვარი როგორაა, ჩემს უბადრუკ სულზე მლოცველი, როგორ მახსოვს , რომ ვუთხარი ორი წელი გავა და დავბრუნდები -თქო , ვინ იცის კიდე რამდენი წელი გავა და მანდ ფეხსაც ვერ დავადგამ, მანდ ყველაფერი სხვაა, მანდ ბორტებაც კი კეთილშობილია ... აქ ყველაფერი უცხოა.  

 ჰო რაც მთავარია არ დამავიწყდეს მიყვარხართ და მეყვარებით ყველა და ყველაფერი: ჩემი სამშობლო, ჩემი მეგობრები და მტრები, ჩემი კეთილ-მოძულეები, მაქებარ-მძაგებლები, მთავარია საკუთარი ემოციები ვაკონტროლო და მშვიდად ვიყო. "





Комментарии

  1. Rogori postia, sevdiani da am dros pozitiuri. Didi madloba Maris aseti lamazi fotoebisa da chanaxatistvis.
    Kvela emigrantis sevdaa gamoxatuli.
    Chemi uamravi nacnobi tu natesavic asea gadaxvewili Italiasa tu Saberznetshi da vici, ramxela tkivils atareben da monatrebas tavianti samshoblosa da axloblebisa.

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. nadmvilad sofi, maris emigrantma megorebma madloba shemomitvales, radgan mis istoriad, mis ambad miiges, marim yvela matganis ambavi, fiqri da dardi gadmosca.

      Удалить
  2. ირი, შენი მეილი მომწერე რა გთხოვ, ჩემი ბლოგის თავშია. რაღაც მინდა მოგწერო :)

    ОтветитьУдалить

Отправить комментарий

Популярные сообщения из этого блога

ფერები , ხაზები, ხატები

         ახლა წმინდა ევას ხატი დაწერა, პატარა ევასთვის, დაუკვეთეს, ძირითადად სამი ფერი გამოიყენა: ოქროსფერი, წითელი და ლურჯი, რომელთა შერწყმა საოცარ სილამაზეს ქმნის, აღსაქმელადაც მსუბუქია.     ხატს ხელში ნაზად მაწოდებს, რადგან ლაქი ჯერ არ შეშრობია, შარავანდედს ლამაზი ორნამენტები ამშვენებს, ძალიან მეტყველია, ალბათ პატარა გოგოსაც მოეწონება მისი ანგელოზის ხატი, რომლის ავტორი მხატვარ-რესტავრატორი თამარ ჯიხვაშვილია.    პირველად ხატვის ნიჭი ბაღის მასწავლებელმა შეამჩნია, ძალიან უწყობდა ხელს, დასვამდა და ახატიებდა, თამარის დედას კი ეხვეწებოდა ყურადღება მიექციათ ამ ნიჭისთვის.  პროფესიის არჩევის დრო, რომ დადგა, ცოტა დაიბნა, აღმოჩნდა რომ ჯერ ფრანგული ენა აინტერესებდა, მერე სამედიცინო, სტომატალოგიის განხრით, თუმცა საბოლოოდ არჩევანი სამხატვრო აკადემიაზე შეაჩერა.    მანამდე კი ბებიასაგან ისწავლა ქარგვა, თავიდან ცხვირსახოცებზე, ხოლო, მე-7 კლასში იყო, პირველად, წმინდა გიორგის ხატი, რომ დაქარგა და თავისი სკოლის დირექტორს აჩუქა. მოგვიანებით კერვაც შეისწავლა რადგან, ერთი პერიოდი, მოდელი

მიტევების დღე

    მიტევების და პატიების დღეა დღეს.    ჩვენი ეკლესია, მიუხედავად იმისა, რომ გვასწავლის  ყოველი დღე და ყოველი წუთი ერთმანეთის შენდობისათვის და სიყვარულისთვის  უნდა იყოს, ამისთვის ცალკე დღეც  გამოყო.   წირვის შემდეგ მამაომ შენდობის ლოცვები წაიკითხა, ყველას პატიება თხოვა,  ქადაგებისას სახარებიდან მოიყვანა მაგალითები: მეფემ შეუნდო ვალი თავის ქვეშემრდომს, ის  კი გამოვიდა და მისი მოვალე, რომელმაც ვერ შეძლო თანხის დაბრუნება, ციხეში ჩასვაო.     კარგი მაგალითი არ გამოადგა, მერე კი მეფემ ასწავლა ჭკუა იმ კაცს, თუმცა მას ვეღარაფერი უშველიდა რაკი საუკუნო გენიაში ჩავარდა.   ყოველ ნაბიჯზე, რომ სწავლობ ადამიანი კარგია, ახალს რომ აღმოაჩენ სხვაში სიკეთის და კარგის სახით, მერე შენც აიღებ, მიბაძავ და თუ კი ისწავლი მისგან კარგია, მოკლედ ზრდა არ უნდა შეწყვიტო ამ მხრივ. სიკეთეს კი კარგი თვისება აქვს ბევრ სიხარულს გაძლევს ცხოვრებაში, ხოლო ცოდვის ბუნება ასეთია: ის, რაღაც ცუდის  სახით გიბრუნდება ისევ, ამიტომ უნდა ვერიდოთ ცოდვას.  დღეს , შოთა ნიშნიანიძის ეს ლექსი გამახსენდა დილიდან და გულში ვიმ

სუნი

   ოთახში ვზივართ, სადაც ორი წელია აღარ ვმჯდარვართ, ძველი წლები მახსენდება, მაშინ ყველაფერი, კიდე უფრო სხვანაირად იყო, ეს ოთახი ბევრ ხალხს იტევდა. ოჯახის წევრებს თუ ახლო მეზობლებს, საღამოს ტელევიზორთან ჩამომსხდარებს, თუმცა, მერე, ასაკოვნები ამ ქვეყნიდან წავიდნენ, ახალგაზრდები კი ქვეყნიდან. სახლი ცარიელი დარჩა, ახლა აღარავინ ცხოვრობს.      12 წელია რაც წასული ვარო, ამბობს, ვუფიქრდები როგორ გაიპარა დრო ისე, რომ ვერ შევიგრძენი, არაფერში ჩანს, ჩემთვის, ეს დრო...    სამაგიეროდ, დაბრუნებულებს სულ მოუთქმელად ვაყოლებთ იქაურ ამბებს, როგორ ცხოვრობენ მასპინძლები თუ ჩასულები ქვეყნებში, რომლებიც, ჩვენგან, რკინის ფარდით იყო გამოყოფილი.   ადრე, მოყოლილ ამბებს, აქაურობას ვადარებდი, ჩვენს ყოველდღიურობას თუ წეს- ჩვეულებებს, ახლა აღარ, არ მაინტერესებს. ჩვენი ინდივიდუალიზმის დაკარგვა არ მინდა.    ოთახები დაალაგა, ახალი ფარდები დაკიდა, ჩამოტანილები, ახლა სისუფთავის სუნი დგასო, მეუბნება. მე ვერ ვგრძნობა. შემოდგომიდან მოყოლებული სუნი არ მიგრძვნია, გავცივდი და ყნოსვა დამიქვეითდა, მჯერა ამინდის ათბობ