К основному контенту

სხვანაირადაც შეიძლებოდა

   
    მხოლოდ საწერი კალმის ,,წრიპინი" არღვევდა სიჩუმეს, ირგვლივ კი დაჭმუჭნული  ფურცლების გროვა იდგა, საჭირო სიტყვის ძებნაში.
   შევეშვი, ფანჯარაში დავიწყე ცქერა, ჩემივე ლანდს თვალი მოვკარი სიბნელეში, მთვარის შუქით განათებულ შუშაზე  და მეუცხოვა საკუთარი თავი,  ვიუხერხულე.
   ხასიათი, რაც მაშინ დავიჭირე ჩემი არ იყო. არც სხვისას ვიწეპებდი, უბრალოდ ახალს ვქმნიდი, ჩემთვის უცხოს და მიუღებელს, შინაგანი ხმა ამიტომ მეწინააღმდეგებოდა. მე კი ვჯიუტობდი და ვჯიუტობდი.
   არა,  საკუთარ თავს არ უნდა დაშორდე -თქო, გავიფიქრე.
   თან,  როცა  მქონდა ასეთი მომენტი მაინც, რა მივიღე ?
    მაინც, რას ვცდილობდი ?
  ახლა სასაცილოდ მეჩვენება.  
  ბედნიერებას ასე ვერ დაიჭერ, მით უფრო, თუ კი ის, საკუთარი თავის დათმობის ფასად უნდა დაგიჯდეს. მცდელობა ერთია და სინამდვილე სხვა. ძალიან ძვირს ვიხდიდი და შედეგი იაფ ფასიანი გამოდიოდა.

ფოტოს ავტორი ნათია აფხაიძე
    ზოგჯერ ვიხსენებ ძველს და ყველაზე სასაცილო მოგონებების ნუსხაში ერთი განსაკუთრებულია. მას შემდეგ, დიდი დროა გასული  და მაინც, რომ  მახსენდება?! 
 იმდენი შეუსაბამობა და იმდენი შეცდომა იყო.  
   ისე, ჯერ კიდევ ტივტივებს  გონების ზედა შრეებში და ვერა და ვერ ჩავიდა სიღმეში, სადაც სხვა, ახალი მოვლენებით დანახშირებულს  ვეღარ მოვერეოდი ამოსაფრქვევად.

   მერე ვყვებოდი და სხვები ძირითადად  ვერ იგებდნენ. მაინც რა იყო ასეთი, უცნაური და შეუსაბამოვო -აღნიშნადნენ. 
   
   მახსოვს როლში შეჭრილი ვიწყებდი:
  მანამდე არ ვიცნობდი და უცხო ადამინის შემოსვლა შენს ცხორებაში, რომელიც გიპირებს მიგისაკუთროს,  თავს დეტალებში ამხელს.
    - არა, ისე ვერ ვიფიქრებდი ფანტას თუ შეუკვეთავდა , მე- ჩაი ავირჩიე, ტორტზე ჩაი ან  ყავა გადის, ალბათ ზოგს ფანტასთან ერთად  უყვარს მისი მირთმევა, თუმცა...
   რადგან ვიცოდი ჩაი, რომ არ უყვარდა, ჩემი მხრიდან ეს შეცდომა იყო ?  ასარჩევად ყავა, ხომ დავუტოვე. შეეძლო სასმელიც შემოეთვაზებია, სულაც თავისთის აეღო და ეწრუპა ნელ -ნელა, სანამ მე უაზროდ ჩამოწოლილი, უხერხული სიჩუმის დამარცხებას სულელურად გაწელილი საუბრით ვცდილობდი. რადგან ჩამდგარი უაზრო სიჩუმის განდევნას საკუთარ თავზე ვიღებდი და მას, ეს, სულაც არ აწუხებდა, ჩემთვის კი, არც ისე საინტერესოს ხდიდა ეს ყველაფერი მას. 

  იქიდან გამოსულს  გაურკვევლობის შეგრძნება გამომყვა და სულ ტყულიად მეგონა, რომ შეძლებდა ამ წარმოდგენების გაფანტვას.
  ხელში მონო მომაჩეჩა, ბალანსის შევსება თუ გინდოდა ჩემთვის, სხვანაირადაც შეიძლებოდა -თქო ვუთხარი.
   კუთხეში მდგარი ბიძაშვილი დამკვირვებელი ყოფილა, ჰოდა სხვისი აზრების პატივისმცემელი უფრო აღმოჩნდა, ვიდრე საკუთარის.
  და ამ ყველაფერზე დღეს, მხოლოდ მეცინება.  მეტიც რა უნდა იყოს, უბრალოდ ვფიქრობ, მსგავსი სისულელეები უკვე, ისე, ბლომად დამიგროვდა მგონი საკმარისია და წერტილიც დავსვი. 

Комментарии

  1. ისინი იბნევიან, ჩვენ ამაზე ვბრაზდებით, რადგან უფრო "კონსტრუქციულ" მოქმედებას ველოდებით მათგან. ჰოდა, ასეა, რა :) მოსაგონებლად მაინც კარგია, იმად ღირს, დაქალთან ერთად რომელიმე საღამოს გაიხსენო და გაიღიმო.

    ОтветитьУдалить
  2. ან, კიდევ უკეთესი, შენს მშვენიერ ბლოგზედ დასწერო! :)

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. მადლობა თინათინ , მგონი ჩემს მკითხველს არ გამორჩება :)

      Удалить

Отправить комментарий

Популярные сообщения из этого блога

ფერები , ხაზები, ხატები

         ახლა წმინდა ევას ხატი დაწერა, პატარა ევასთვის, დაუკვეთეს, ძირითადად სამი ფერი გამოიყენა: ოქროსფერი, წითელი და ლურჯი, რომელთა შერწყმა საოცარ სილამაზეს ქმნის, აღსაქმელადაც მსუბუქია.     ხატს ხელში ნაზად მაწოდებს, რადგან ლაქი ჯერ არ შეშრობია, შარავანდედს ლამაზი ორნამენტები ამშვენებს, ძალიან მეტყველია, ალბათ პატარა გოგოსაც მოეწონება მისი ანგელოზის ხატი, რომლის ავტორი მხატვარ-რესტავრატორი თამარ ჯიხვაშვილია.    პირველად ხატვის ნიჭი ბაღის მასწავლებელმა შეამჩნია, ძალიან უწყობდა ხელს, დასვამდა და ახატიებდა, თამარის დედას კი ეხვეწებოდა ყურადღება მიექციათ ამ ნიჭისთვის.  პროფესიის არჩევის დრო, რომ დადგა, ცოტა დაიბნა, აღმოჩნდა რომ ჯერ ფრანგული ენა აინტერესებდა, მერე სამედიცინო, სტომატალოგიის განხრით, თუმცა საბოლოოდ არჩევანი სამხატვრო აკადემიაზე შეაჩერა.    მანამდე კი ბებიასაგან ისწავლა ქარგვა, თავიდან ცხვირსახოცებზე, ხოლო, მე-7 კლასში იყო, პირველად, წმინდა გიორგის ხატი, რომ დაქარგა და თავისი სკოლის დირექტორს ...

თინისთვის შეპირებული ბლოგი და ჩემი პატარა სასწაული

     ეს თინისთვის შეპირებული ბლოგია და ამბავი ერთი საყურისა, რომელსაც ჩემთვის  სასწაული ჰქვია.  მისი გამხელა მეშინია კიდეც და ამავე დროს, რატომღაც, უთქმელობაც არ მიღირს.     ეს ამბავი ლამაზ, ლურჯ თვლიან საყურეს უკავშირდება, რომელიც ჩემმა მეგობარმა მზიამ მაჩუქა, როცა მას ქმარმა ბევრი და სხვა და სხვა ვერცხლის სამკაულები გამოუგზავნა საბერძნეთიდან, მან კი ყველას: მის მეგობრებს, რძალს, რძლის დედას დაურიგა. მე  ეს საყურე მერგო,  რომლის  გაკეთებას არც ვაყოვნებდი. ერთხელ ეკლესიაში ლოცვაზე წავედი, თუმცა აღმოჩნდა, რომ ცისკარით ეგებებოდნენ შობას და ამიტომ ლიტურგია საღამოს 11 საათზე იწყებოდა, უკან უკმაყოფილო გამოვბრუნდი, ნახევარზე მეტი გზა რომ გამოვიარე, ხელი ყურზე მოვიკიდე და ცალი საყურე აღარ მეკეთა. ძალიან მეწყინა, უიმედოდ, თუმცა მაინც დავბრუნდი უკან, სადღა უნდა ვიპოვო, მაღაზიაშიც გამოვიარე-თქო, ვფიქრობდი. ყოველ წუთს მინდოდა მოვბრუნებულიყავი და მაინც წინ მივიწევდი, ერთ ადგილას ისეთი საცობი იყო, გზის გაგრძელებაც გამიჭირდა, მაინც წავედი, ბ...

მთელი კვირა

    კარგა ხნის წინ მინდოდა, მგონი ერთი წელიც კი გავიდა მის მერე, დამეწყო და  მთელი კვირის ამბები დამეწერა, რომ მერე აღმომეჩინა რა იყო იმ დღეებში მნიშვნელოვანი, იმ ერთფეროვნებაში რის გამორჩევას შევძლებდი და ახლა ვიწყებ:    დღეს 6 ივლისია,  კვირა.    ხვალ იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულია, შარშან კვირას დაემთხვა ეს დღე და ვეზიარე. დღესაც ვეზიარე. შარშანდელი 7 ივლისი კი გუშინდელი დღესავით მახსოვს, ნათლად. თეაც იყო იმ დღეს ეკლესიაში, ისიც ეზიარა, ერთად ვემზადებოდით ამ ამბებისთვის, წელს რატომღაც იზარმაცა.     რომ გამოვედი ხატს ვემთხვიე, მერე მორჩილმა მირჩია ზიარების შემდეგ მოერიდე ხატთან მთხვევასო, მეთქი კარგი -თქო, სხვებსაც უთხრა, თუმცა რაღაც ადუდღუნდნენ, ყველაფერი ხომ არ გეცოდინებაო, არა და თუ კი ვინმე რამეს გასწავლის უკმაყოფილო რატომ უნდა დარჩე ?    ძალიან მიყვარს მერე ღვინოს, რომ გაწვდიან იმის დალევა, უგემრიელესია, საბარძიმე ღვინოს ხომ განსაკუთრებით აყენებენ, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ დავლიე. ისე საჯამთელოა.  ...