К основному контенту

ტბეთი

2014 წლის ზაფხული, ყვავილები, პეპლები  და პეიზაჟები . გართობის და პატარ- პატარა სიამოვნებების თავშესაფარი, ჩემი სოფელი.











Комментарии

  1. რა სილამაზეა!
    გილოცავ მარიამობას, მრავალს დაესწარი! :)

    ОтветитьУдалить
  2. მეც გილოცავ თინათინ, მარიამობას.

    ОтветитьУдалить
  3. ძალიან ლამაზ სურათებს იღებ, ირი. უბრალო მინდვრის ყვავილებია და ულამაზესი, სასწაულია ღმერტმა როგორ მოაწყო ეს სამყარო ასე ლამაზად და ადამიანები ხშირად საერთოდ ვერ ვაფასებთ და ვერც ვამჩნევთ.

    ვარდკაჭაჭა კიდევ ჩემი საყვარელი ყვავილია, ზემოდან მეორე სურათზე. მადლობა, რომ გამახსენე და გამახალისე.

    ОтветитьУдалить
  4. მადლობა სოფი, ღმერთმა ლამაზი შექმნა სამყარო და ადამიანიც თავდაპირველად :)

    ОтветитьУдалить
  5. რა კარგი სურათებია.

    ОтветитьУдалить

Отправить комментарий

Популярные сообщения из этого блога

ფერები , ხაზები, ხატები

         ახლა წმინდა ევას ხატი დაწერა, პატარა ევასთვის, დაუკვეთეს, ძირითადად სამი ფერი გამოიყენა: ოქროსფერი, წითელი და ლურჯი, რომელთა შერწყმა საოცარ სილამაზეს ქმნის, აღსაქმელადაც მსუბუქია.     ხატს ხელში ნაზად მაწოდებს, რადგან ლაქი ჯერ არ შეშრობია, შარავანდედს ლამაზი ორნამენტები ამშვენებს, ძალიან მეტყველია, ალბათ პატარა გოგოსაც მოეწონება მისი ანგელოზის ხატი, რომლის ავტორი მხატვარ-რესტავრატორი თამარ ჯიხვაშვილია.    პირველად ხატვის ნიჭი ბაღის მასწავლებელმა შეამჩნია, ძალიან უწყობდა ხელს, დასვამდა და ახატიებდა, თამარის დედას კი ეხვეწებოდა ყურადღება მიექციათ ამ ნიჭისთვის.  პროფესიის არჩევის დრო, რომ დადგა, ცოტა დაიბნა, აღმოჩნდა რომ ჯერ ფრანგული ენა აინტერესებდა, მერე სამედიცინო, სტომატალოგიის განხრით, თუმცა საბოლოოდ არჩევანი სამხატვრო აკადემიაზე შეაჩერა.    მანამდე კი ბებიასაგან ისწავლა ქარგვა, თავიდან ცხვირსახოცებზე, ხოლო, მე-7 კლასში იყო, პირველად, წმინდა გიორგის ხატი, რომ დაქარგა და თავისი სკოლის დირექტორს ...

სუნი

   ოთახში ვზივართ, სადაც ორი წელია აღარ ვმჯდარვართ, ძველი წლები მახსენდება, მაშინ ყველაფერი, კიდე უფრო სხვანაირად იყო, ეს ოთახი ბევრ ხალხს იტევდა. ოჯახის წევრებს თუ ახლო მეზობლებს, საღამოს ტელევიზორთან ჩამომსხდარებს, თუმცა, მერე, ასაკოვნები ამ ქვეყნიდან წავიდნენ, ახალგაზრდები კი ქვეყნიდან. სახლი ცარიელი დარჩა, ახლა აღარავინ ცხოვრობს.      12 წელია რაც წასული ვარო, ამბობს, ვუფიქრდები როგორ გაიპარა დრო ისე, რომ ვერ შევიგრძენი, არაფერში ჩანს, ჩემთვის, ეს დრო...    სამაგიეროდ, დაბრუნებულებს სულ მოუთქმელად ვაყოლებთ იქაურ ამბებს, როგორ ცხოვრობენ მასპინძლები თუ ჩასულები ქვეყნებში, რომლებიც, ჩვენგან, რკინის ფარდით იყო გამოყოფილი.   ადრე, მოყოლილ ამბებს, აქაურობას ვადარებდი, ჩვენს ყოველდღიურობას თუ წეს- ჩვეულებებს, ახლა აღარ, არ მაინტერესებს. ჩვენი ინდივიდუალიზმის დაკარგვა არ მინდა.    ოთახები დაალაგა, ახალი ფარდები დაკიდა, ჩამოტანილები, ახლა სისუფთავის სუნი დგასო, მეუბნება. მე ვერ ვგრძნობა. შემოდგომიდან მოყოლებული სუნი არ მიგრძვნია, გა...

უნდა გაუძლო

ზოგჯერ ძალიან საჭიროა გაუძლო .  გაუძლო რაღაცას...  მაგალითად:  დროის გასვლას, მოწყენას,  შეცდომის გადატანას, ცუდ ხასიათზე ყოფნას- უჟმურობას, მარტოობას, შენთვის არასასურველ გარემოში ყოფნას, რიგში დგომას, მონატრებას, ტკივილს,  უკეთესის მოლოდინს, ( საერთოდ რაიმეს მოლოდინს) ,სიკვდილს... საჭიროა, ასეთ დროს, საკუთარ თავში მოძებნო ძალა , რომ გაუძლო.  ცხოვრება ხომ მაინც გრძელდება, შენ კი გრჩება განცდები, ცუდი ემოციების.   მიყვარს პერიოდი, ამ ნარჩენებს, ბოლოს რომ ახვეტ, ვარდისფერი აქანდაზით და ჭრელ  ურნაში გადაუძახებ, სადაც ზუსტად იცი ხელს არასოდეს ამოურევ, რომ ამოძებნო.