,, ჩიტის რძე", მგონი ასე ქვია ამ ნამცხვარს და მე ბავშვობაში მაბრუნებს. მისი პლიუსები: არ ჭირდება ბევრი მასალა, არის სწრაფად მოსამზადებელი, არ ითხოვს ცალკე კრემის მომზადებას, რადგან ხილფაფაც ყოფნის, ზემოდან კი ბეზეთი ირთვება. მისი მინუსი- ვისაც არ უყვარს ბეზე, კვერცხის ცილის სუნი და გემო მას, ალბათ, არ მოეწონება. ნამცხვრის მოსამზადებლად საჭიროა დაახლოების 50-60 წუთი. მასალად საჭიროა: კვერცხი 6 ცალი, შაქარი 2 ჩაის ჭიქა , კარაქი ( მარგარინი ) 250 გრამი, პურის ფქვილი 1 ჩაის ჭიქა , მაწონი ( რძე ) 1 ჩაის ჭიქა. ნიგოზი 1 ჩაის ჭიქა, 1 ჩაის კოვზი სოდა- ძმრით, ვანილი 1 შეკვრა, შოკოლადი . მომზადების წესი: ავთქვიფოთ კვერცხის გული 1 ჩაის ჭიქა შაქართან ერთად, (ცილა მოვათავსოთ ცალკე ჭურჭელში ) ეს მასა კი გათეთრებამდე ვთქვიფოთ, დავუმატოთ კარგად დარბილებული კარაქი, მაწონი, სოდა -ძმრით, ვანილი, კაკაო, ნიგოზი, შევაზილოთ ფქვილი, (უნდა მივიღოთ ნაზი მასა, არაჟნის მაგვარი) მიღებული მოვათავსოთ...