გვიან შემოდგომას თბილი კერძები უხდება . ამიტომ სწორედ მადამ ბოვარის დროა ახლა . ეს, ჩემი, მარტივი რეცეპტია, თუმცა საკმაოდ გემრიელი გამოდის. მასალად საჭიროა: კარტოფილი -2 თავი, ხახვი 1 თავი, ბულგარული წიწაკა 2 თავი, კვეერცხი 4 ცალი , ქათმის ფილე 500 გრამი, მაიონეზი 200 გრამი, ყველი 200-300 გრამი, ( თავზე მოსაყრელად ) მარილი და შავი პილპილი გემოვნებით, 50 გრამი კარაქი ან ზეთი, ცერეცო 1 კონა. მომზადების წესი : მოვხარშოთ ფილე, კარტოფილი და კვერცხი. ყველა საჭირო ინგრედიენტი დავჭრათ. საცხობ ფორმას მოვასხათ ზეთი ან მოვალაგოთ პატარა ნაჭრებად დაჭრილი კარაქი, პირველად მოვაწყოთ მრგვალად დაჭრილი კარტოფილი, შემდეგ ხორცი, ხახვი, კვერცხი, ბულგარული, მოვაყაროთ მარილი, პილპილი და მწვანილი, მოვასხათ მაიონეზი, ფენა -ფენა შეგვიძლია ასე ავაწყოთ, ყველა ჩამოთვლილი მასალის გამოყენებით, თავზე მოვაყაროთ გახეხილი ყველი. შევდოთ 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 15 წუთით, თავი რომ გადაიბრაწება, უკვე მზადაა. Bon Ap...