К основному контенту

Сообщения

Сообщения за 2017

მაკულატურისთვის განკუთვნილი ფურცლებიდან

     ფურცლები ... მაგიდა სავსეა ,  ერთი ,  ორი , სამი ... ვითვლი კიდეც , ვალაგებ,  ვინახავ .   ეს ბოლო დროა , ბევრი დოკუმენტია ჩემს ხელში, ზოგს ვხევ და ცალკე ვაწყობ, ზოგს მაწვდიან - მაკულატურაა , მეუბნებიან,  საჭიროს  ვინახავ.     ვაგრობევთ უვარგისებსაც, მერე ნერგებში გადავცვლით და ჩვენი ძველი ფურცლებით  რამდენიმე ხის გადარჩენასაც შევძლებთ , მათ მაგივრად კი  ახალ წიგნებსაც მოგვცემენ.    ოღონდ დაუთვალიერებლად არაფერს ვაგდებ, ვნახულობ რა წერია, რამე საჭირო საბუთი რომ არ გადავაგდო , ამის წინ პატარა დიალოგი ჩამივარდა ხელში , თავზე ინტერვიუ ეწერა.  ისიც მაკულატურას მივაკუთვნე , თუმცა მანამდე აქ გადმოვწერე. - გეწყინა ? - მეწყინა, კი. -არ ელოდი ? -თითქოს,  ამ პასუხს არ ველოდი , რაღაც განსხვავებულს ველოდი- თქო, მაგასაც ვერ ვიტყვი , მაგრამ ასეთს არ ველოდი.  - იქნებ უფრო ხურმობით იყო ნათქვამი ?  -შეიძლება, თუმცა , მგონი, ხურმობაშია ყველაზე მეტი სიმართლე.  -რაო , როგორ გითხრა?  ...

სუნი

   ოთახში ვზივართ, სადაც ორი წელია აღარ ვმჯდარვართ, ძველი წლები მახსენდება, მაშინ ყველაფერი, კიდე უფრო სხვანაირად იყო, ეს ოთახი ბევრ ხალხს იტევდა. ოჯახის წევრებს თუ ახლო მეზობლებს, საღამოს ტელევიზორთან ჩამომსხდარებს, თუმცა, მერე, ასაკოვნები ამ ქვეყნიდან წავიდნენ, ახალგაზრდები კი ქვეყნიდან. სახლი ცარიელი დარჩა, ახლა აღარავინ ცხოვრობს.      12 წელია რაც წასული ვარო, ამბობს, ვუფიქრდები როგორ გაიპარა დრო ისე, რომ ვერ შევიგრძენი, არაფერში ჩანს, ჩემთვის, ეს დრო...    სამაგიეროდ, დაბრუნებულებს სულ მოუთქმელად ვაყოლებთ იქაურ ამბებს, როგორ ცხოვრობენ მასპინძლები თუ ჩასულები ქვეყნებში, რომლებიც, ჩვენგან, რკინის ფარდით იყო გამოყოფილი.   ადრე, მოყოლილ ამბებს, აქაურობას ვადარებდი, ჩვენს ყოველდღიურობას თუ წეს- ჩვეულებებს, ახლა აღარ, არ მაინტერესებს. ჩვენი ინდივიდუალიზმის დაკარგვა არ მინდა.    ოთახები დაალაგა, ახალი ფარდები დაკიდა, ჩამოტანილები, ახლა სისუფთავის სუნი დგასო, მეუბნება. მე ვერ ვგრძნობა. შემოდგომიდან მოყოლებული სუნი არ მიგრძვნია, გა...

აზროვენ ყოველთვის, როცა ფულს ხარჯავ ?

   ,,აზროვნებ ფულს ყოველთვის როცა ხარჯავ" აი, ამ წინადადებას ვკითხულობ ერთ- ერთ ბანკში , გამოკრულ სარეკლამო პლაკატზე.    გონებაში ვაწყობ, ვმართავ ლიტერატურულად, სტილისტურად ამ წინადადებას და ვხვდები, რომ მთლად სწორად ვერ წავიკითხე ან აზრი არ არის კარგად გამოთქმული, თუმცა, ამავე დროს,  მიკვირს, რომ ბანკი წერს ასეთ რამეს.    ყველაფერი კი სხვანაირად ყოფილა.      დღის მანძილზე უამრავ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას ვიღებთ, ყველა, მთელი საქართველო, ბანკებისაგან თუ სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციებიდან, მობილურ ტელეფონებზე,  რომლებიც ფულს გვთავაზობენ სესხის სახით, მაგალითად ერთი 1200 ლარს, მეორე ბანკი 4200 ლარს მიმტკიცებს, მიუხედავად ჩემი სურვილისა, მოგვიანებით მირეკავს და მეუბნება რომ დღეს თანხის მიღების ბოლო ვადაა.  გარდა ამისა, წუთში 600 ლარამდე სესხი შემძლებია ავიღო ან ონლაინ, ადგილიდან  გასვლის გარეშე 240 ლარიდან 500 ლარამდე ფულს მთავაზობენ. აქვე, არავინ გიხსნის, რომ მნიშვნელოვანია და ყურადღებით უნდა  გაეცნო ხე...