К основному контенту

შენ ვერ აგიხსნი მივიწყებულ დღეების გემოს
და დაფანტული ატმებიდან ავკრეფ ბუსუსებს.

   ეს ორი სტრიქონი დავწერე და ვეღარ გავაგრძელე.
 ფიქრი აღარ მინდა   და ჩემს თავს თითქოს შევპირდი, რომ მორჩა,  ფიქრით თავს აღარ  შევიწუხებ, ვიცხოვრებ დღევანდელი დღით, ვიქნები ამაყი და მოგონებებს მივატოვებ. 
  მერე, როცა  დაფიქრდები, მიხვდები რა სასაცილოც ხდება საკუთარ თავთან ასეთი დაპირებები.
  ცხოვრება, ხომ განუწყვეტლივ ჩქარობს მოგიყვეს ჭორი და არა სიმართლე .
ცხოვრება რა,  ადამიანები.
ასე ზოგადად ვარქმევთ ცხოვრების სახელს. არ გვინდა ერთმანეთი გავთქვათ, მათთან ერთად ხომ საკუთარ თავს ვმალავთ, საკუთარ სისუსტეს, თუმცა ამ ბოლოს სისუსტე უფრო მიზიდავს ადამიანებში, რაღაც უფრო ,,მეადამიანურებიან" და ნდობა მიჩნდება მათ მიმართ. ყველა ისეთი მცოდნეა უკვე ყველაფრის, რომ რობოტებთან მგონია თუ მაქვს ურთიერთობა და მიხარია როცა ვინმეს რაღაც შეეშლება, უფრო ბუნებრივი და ადამიანური ჩანს ჩემს თვალში.

ფოტოს ავტორი -ნათია აფხაიძე

    ამ ბოლო დროს განსაკუთრებით ა დ ა მ ი ა ნ უ რ ო ბ ა  მომენატრა , გულწრფელობა , ნამდვილი სიყვარული , ყველაფერი, ყველაფერი წრფელი და ნამდვილი, თამაში აღარ მინდა. დამღალა  ამ წამოწყებულმა თამაშებმა, სადაც არავის არავინ უყვარს და ამას არ ამხელს!
 ძალიან ,,მიმაკლდა" უბრალო ადამიანური დამოკიდებულება ერთმანეთისადმი,  შემეშინდა  და დამასევდიანა ამ ამბავმა. ზურგშექცეული მდგომარეობა აღარ მინდა , სიმართლე , როგორიც არ უნდა იყოს ის მაინც მირჩევნია. ყოველთვის პატივსვცემდი სიმართლეს და ახლა, უფრო ვაფასებ კი არა,  შეუფასებლად მიმაჩნია ის.

Комментарии

  1. ცხოვრება ძალიან ლამაზია ჩემო მეგობარო.იმაზე ლამაზი, ვიდრე ადამიანებს ჰგონიათ და თუ მაინც აქა-იქ ვაწყდებით იმედგაცრუებას,სიმახინჯეს, არ უნდა გავოცდეთ.ყველაფერი დროებითია.ასე რომ არ იყოს მარადიულობის სიბრძნეს ფასი აღარ ექნებოდა.
    სიმართლე? სიმართლე კარგია.მართლაც შეუფასებელი თუმცა ყველა ვერ იხდენს მის სამოსს.არ გაგიკვირდეს და არ შეშინდე,რადგან ფარისევლობა,ტყუილი ძალიან სუსტია დიდხანს ვერ ძლებს და ხანმოკლეა მისი ბედი... სიმართლეში დარჩენილი ადამიანები არსებობენ. ისინი ყოველთვის აპოხიერებენ, ღრმად დატოვებულ, უსინდისოთა ნაკვალევს იროოო!!!

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. თამუ როგორ მიყვარს შენი ოპტიმიზმი...
      ცხოვრება ლამაზია და დროებითი

      Удалить

Отправить комментарий

Популярные сообщения из этого блога

ფერები , ხაზები, ხატები

         ახლა წმინდა ევას ხატი დაწერა, პატარა ევასთვის, დაუკვეთეს, ძირითადად სამი ფერი გამოიყენა: ოქროსფერი, წითელი და ლურჯი, რომელთა შერწყმა საოცარ სილამაზეს ქმნის, აღსაქმელადაც მსუბუქია.     ხატს ხელში ნაზად მაწოდებს, რადგან ლაქი ჯერ არ შეშრობია, შარავანდედს ლამაზი ორნამენტები ამშვენებს, ძალიან მეტყველია, ალბათ პატარა გოგოსაც მოეწონება მისი ანგელოზის ხატი, რომლის ავტორი მხატვარ-რესტავრატორი თამარ ჯიხვაშვილია.    პირველად ხატვის ნიჭი ბაღის მასწავლებელმა შეამჩნია, ძალიან უწყობდა ხელს, დასვამდა და ახატიებდა, თამარის დედას კი ეხვეწებოდა ყურადღება მიექციათ ამ ნიჭისთვის.  პროფესიის არჩევის დრო, რომ დადგა, ცოტა დაიბნა, აღმოჩნდა რომ ჯერ ფრანგული ენა აინტერესებდა, მერე სამედიცინო, სტომატალოგიის განხრით, თუმცა საბოლოოდ არჩევანი სამხატვრო აკადემიაზე შეაჩერა.    მანამდე კი ბებიასაგან ისწავლა ქარგვა, თავიდან ცხვირსახოცებზე, ხოლო, მე-7 კლასში იყო, პირველად, წმინდა გიორგის ხატი, რომ დაქარგა და თავისი სკოლის დირექტორს აჩუქა. მოგვიანებით კერვაც შეისწავლა რადგან, ერთი პერიოდი, მოდელი

მიტევების დღე

    მიტევების და პატიების დღეა დღეს.    ჩვენი ეკლესია, მიუხედავად იმისა, რომ გვასწავლის  ყოველი დღე და ყოველი წუთი ერთმანეთის შენდობისათვის და სიყვარულისთვის  უნდა იყოს, ამისთვის ცალკე დღეც  გამოყო.   წირვის შემდეგ მამაომ შენდობის ლოცვები წაიკითხა, ყველას პატიება თხოვა,  ქადაგებისას სახარებიდან მოიყვანა მაგალითები: მეფემ შეუნდო ვალი თავის ქვეშემრდომს, ის  კი გამოვიდა და მისი მოვალე, რომელმაც ვერ შეძლო თანხის დაბრუნება, ციხეში ჩასვაო.     კარგი მაგალითი არ გამოადგა, მერე კი მეფემ ასწავლა ჭკუა იმ კაცს, თუმცა მას ვეღარაფერი უშველიდა რაკი საუკუნო გენიაში ჩავარდა.   ყოველ ნაბიჯზე, რომ სწავლობ ადამიანი კარგია, ახალს რომ აღმოაჩენ სხვაში სიკეთის და კარგის სახით, მერე შენც აიღებ, მიბაძავ და თუ კი ისწავლი მისგან კარგია, მოკლედ ზრდა არ უნდა შეწყვიტო ამ მხრივ. სიკეთეს კი კარგი თვისება აქვს ბევრ სიხარულს გაძლევს ცხოვრებაში, ხოლო ცოდვის ბუნება ასეთია: ის, რაღაც ცუდის  სახით გიბრუნდება ისევ, ამიტომ უნდა ვერიდოთ ცოდვას.  დღეს , შოთა ნიშნიანიძის ეს ლექსი გამახსენდა დილიდან და გულში ვიმ

მარადიული

     პირად ცხოვრებაზე საჯარო ლაპარაკი არ მიყვარს. ასე მგონია, ეს, ორ ადამიანს შორის ინტიმს ხელს უშლის. ისეც არ მიყვარს, როცა უცნობ ადამიანებთან  შეუძლიათ თავინთ გრძნობებზე , ადამიანზე, რომელიც უყვართ, ილაპარაკონ ,თითქოს გულღიათ , არაფერი დაფარონ.    მეც, რაღა დავმალო და, სულ მაინტერესებდა ასეთი ამბები, მაგრამ ამ ბოლოს განსაკუთრებით მომეძალა შეკითხვები : შეყვარებული გყავს? ვინ გიყვარს ? მართლა გიყვარს? რას გრძნობ? და ა.შ. დაუსრულებლად... ახლა ვხვდები ,რომ იქნებ ამით საკუთარ სიყვარულს ვეძებ, მინდა გავიგო, როგორი შეილება იყოს ის. გოდერძი ჩოხელის ,, 9 შეკითხვა სიყვარულზე" კი ყველაზე ორიგინალური ფორმაა ამისთვის. რომელსაც  ჩემი გამოკითხულების პასუხებს დავამატებ. , ,სცადეთ, ყველამ საკუთარი პასუხი გასცეთ ამ შეკითხვას: -მაინც რა არის სიყვარული, როგორი ბუნებისაა იგი და ისურვებდით თუ არა არსებობას მის გარეშე? ამით მარადიულად გაგრძელდება ჩვენი მოთხრობა, რომელიც ვერასოდეს ჩასწვდება მის ბუნებას. და თუ ვინმე მაინც ჯიუტად შეგიბრუნებთ კითხვას: - დამიმტკიცეთ, რომ არსებობს სიყვარული. ამაზე