К основному контенту

ცხოვრება შეუმჩნეველის


    ისევ ჩაფიქრდა , 
როგორც საერთოთ ხდებოდა მისი ფიქრის საგანი უფრო ცხოვრება იყო, საკუთარი თუ სხვისი ცხოვრება. 
თუ სხვაზე ფიქრობდა წამდა , რომ მისი მოპარეს ყველაფერი ისე გაქურდეს , ცარიელი სიცარიელეში მიაგდეს. 
ყველაზე მეტად ფიქრი შეზიზღდა.
 სად არ მიყავდა ფიქრს და ბოლოს ხელმოცარულს სადღაც კუთხეში ააწეპებდა თან ისე, რომ საკუთარ თავს ვეღარაფერს უმტკიცებდა .
სიცარიელეში ცარიელმა ცხოვრებამ დატოვა.
 დრო კი თავისთვის ჩქარობდა. უკან არაფერს აბრუნებდა, მოგონებები კი მკვლელები იყვნენ მხოლოდ და ბევრს არც არაფერს ტოვებდნენ : სიმარტოვეს , ეჭვს და რაც ყველაზე მეტად წყინდა იმედებს აცამტვერებდნენ.
თეთრი და ძალიან მსუბუქი ეგონა ტვირთი , რომელსა ეჭიდებოდა.
ეგონა მხოლოდ...
შეთავაზეს ფერები მუქი , ხასიათები უჟმური , გარემო ცუდი, ცხოვრებად მონათლეს და საკუთრად მიიღეო უთხრეს.
არჩევანი დაუტოვეს არა-ფერი .
ცხოვრება კი ჩქარობდა , სულ ჩქარობდა . გარბოდა , გამორბოდა , ღელავდა , შფოთავდა, უხაროდა  და მას გვერდს უვლიდა.ისე რა შეუნჩნევლად გაჰქონდა.
(ეს ყინულის კაცები, რომლებიც იმყოფებიან დნობის პროცესში, გამოხატავენ თურმე იმ ადამიანებს, რომლებიც მუდმივად ფიქრობენ ცხოვრებაზე.)
და ასე დარჩა ცხოვრებაში შეუმჩნეველი...

Комментарии

Отправить комментарий