გუშინ რამდენჯერმე შევხედე საათს, ჩემს ტელეფონზე, ერთხელ დრო 16: 16 იყო , მერე 21: 21 , რა წყვილი ციფრებია- თქო გამეცინა, დღესაც, რომ ვნახე 13: 13 იყო. ცრუდ მორწმუნე არ ვარ, თუმცა გამკრა გულში, იქნებ სასიამოვნოს მოლოდინია -თქო. რწმენა, ისე, რა მომენტია არა ? ზოგჯერ რაღაც ისე გჯერა, რა ძლიერაც ირწმუნებ, იმ ძალითვე ახდება. დღეს წვიმს და მარტს, რომ უყვარს, სიგიჟეა ეს მისი, ისეთი ამინდია, ტელევიზორშიც, მხოლოდ პროგნოზს ველოდი თითქოს, მთელი დღე. მერე მივხვდი, რომ ეს, სულაც არ მაწუხებდა. სულს, სულ სხვა რამ მიფორიაქებდა. დღის მანძილზე დაკარგულ მოსვენებას ვავსებდი, სარკეებს ვწმენდდი, საღამოს კი აუტანელი გახდა სიმშვიდე, რომელსაც არავინ არღვევდა, მე მინდოდა ერთი ბილეთი, ბოინგის და შორს გაფრენა, სადმე, დიდი ქალაქში და ჩაკარგვა. ოღონდ ყოველგვარი დამშვიდობებისა და გაცილებების გარეშე. სულ, სულ მარტო რა სიამოვნებით გავივლიდი რ...