К основному контенту

მელოდიები



ზღაპრულ მელოდიებს დავაბრალებ ფიქრების აშლას!

    გადავწყვიტე აღარ ავყვე ფიქრებს და მივყვე დინებას . 
ბრძოლა უნდა შეგეძლოსო! ზოგი ისე ცდილობს საწინაღმდეგოდ იცუროს და თავის გადასარჩენად ნაპირზეც აღწევს.  
  თუმცა გამომეცალა ხელიდან, თითქოს, ყველა ნიჩაბი და აღარა მაქვს ძალა, რომ მოვუსვა.

  პესიმიზმს აღარ ავყვები ალბათ და ოპტიმიზმისთვის ვიპოვი მელოდიებს.
 რიტმულ მუსიკას გავიგონებ, რომ ვიხალისო. 
გასულ წლებს უკან მოვაბრუნებ-თქო, ვერ შეგპირდებით, მაგრამ აღარ გავეკიდები თითოეულ დღეს და ვიქნები ყოველი დღით ახალის მომსწრე! 

  ბევრის მნახველი და ბევრის შემსწრე მე არ გამხვდარვარ, თუმცა მაინც მაქვს ერთი კალათი, სადაც ვაგროვებ სხვადასხვა დღეებს, წუთებს და წამებს, მოსაგონებლად, გასახარებლად ხან გულსატკენად. 

  ზღაპრიდან ამოკრებილი დღეებით კი აბა ვინ ცხოვრობს?! ეს მუსიკა კი ზღაპრულია, აბა რა არის ?! 







Комментарии

  1. ყველა ფიქრი და განცდა ფასეულია და ძალიან კარგია, რომ ინახავ!

    რა თქმა უნდა, გაზაფხული მოდის და ოპტიმიზმის მელოდიები უნდა ჭარბობდეს ჩვენთვის! :)

    :* :*

    ОтветитьУдалить
  2. იროოო შენ მუდამ ოპტიმისტი ხარ, დადებითი აურის მატარებელი... ნუ ხოლმე ხოლმე კი გიტევს პესიმიზმი, მაგრამ აქ არ ვართ შენი მეგობრები? <3 იროო მუდამ ფერადი და ლამაზი დღეები ჭარბობდეს შენს ცხოვრებაში <3

    ОтветитьУдалить
  3. გაიხარეთ გოგოებო, გაზაფხული და თბილი მელოდიები, ბევრ ფერად დღეებს მოიტანს :)

    ОтветитьУдалить

Отправить комментарий

Популярные сообщения из этого блога

ფერები , ხაზები, ხატები

         ახლა წმინდა ევას ხატი დაწერა, პატარა ევასთვის, დაუკვეთეს, ძირითადად სამი ფერი გამოიყენა: ოქროსფერი, წითელი და ლურჯი, რომელთა შერწყმა საოცარ სილამაზეს ქმნის, აღსაქმელადაც მსუბუქია.     ხატს ხელში ნაზად მაწოდებს, რადგან ლაქი ჯერ არ შეშრობია, შარავანდედს ლამაზი ორნამენტები ამშვენებს, ძალიან მეტყველია, ალბათ პატარა გოგოსაც მოეწონება მისი ანგელოზის ხატი, რომლის ავტორი მხატვარ-რესტავრატორი თამარ ჯიხვაშვილია.    პირველად ხატვის ნიჭი ბაღის მასწავლებელმა შეამჩნია, ძალიან უწყობდა ხელს, დასვამდა და ახატიებდა, თამარის დედას კი ეხვეწებოდა ყურადღება მიექციათ ამ ნიჭისთვის.  პროფესიის არჩევის დრო, რომ დადგა, ცოტა დაიბნა, აღმოჩნდა რომ ჯერ ფრანგული ენა აინტერესებდა, მერე სამედიცინო, სტომატალოგიის განხრით, თუმცა საბოლოოდ არჩევანი სამხატვრო აკადემიაზე შეაჩერა.    მანამდე კი ბებიასაგან ისწავლა ქარგვა, თავიდან ცხვირსახოცებზე, ხოლო, მე-7 კლასში იყო, პირველად, წმინდა გიორგის ხატი, რომ დაქარგა და თავისი სკოლის დირექტორს ...

თინისთვის შეპირებული ბლოგი და ჩემი პატარა სასწაული

     ეს თინისთვის შეპირებული ბლოგია და ამბავი ერთი საყურისა, რომელსაც ჩემთვის  სასწაული ჰქვია.  მისი გამხელა მეშინია კიდეც და ამავე დროს, რატომღაც, უთქმელობაც არ მიღირს.     ეს ამბავი ლამაზ, ლურჯ თვლიან საყურეს უკავშირდება, რომელიც ჩემმა მეგობარმა მზიამ მაჩუქა, როცა მას ქმარმა ბევრი და სხვა და სხვა ვერცხლის სამკაულები გამოუგზავნა საბერძნეთიდან, მან კი ყველას: მის მეგობრებს, რძალს, რძლის დედას დაურიგა. მე  ეს საყურე მერგო,  რომლის  გაკეთებას არც ვაყოვნებდი. ერთხელ ეკლესიაში ლოცვაზე წავედი, თუმცა აღმოჩნდა, რომ ცისკარით ეგებებოდნენ შობას და ამიტომ ლიტურგია საღამოს 11 საათზე იწყებოდა, უკან უკმაყოფილო გამოვბრუნდი, ნახევარზე მეტი გზა რომ გამოვიარე, ხელი ყურზე მოვიკიდე და ცალი საყურე აღარ მეკეთა. ძალიან მეწყინა, უიმედოდ, თუმცა მაინც დავბრუნდი უკან, სადღა უნდა ვიპოვო, მაღაზიაშიც გამოვიარე-თქო, ვფიქრობდი. ყოველ წუთს მინდოდა მოვბრუნებულიყავი და მაინც წინ მივიწევდი, ერთ ადგილას ისეთი საცობი იყო, გზის გაგრძელებაც გამიჭირდა, მაინც წავედი, ბ...

მთელი კვირა

    კარგა ხნის წინ მინდოდა, მგონი ერთი წელიც კი გავიდა მის მერე, დამეწყო და  მთელი კვირის ამბები დამეწერა, რომ მერე აღმომეჩინა რა იყო იმ დღეებში მნიშვნელოვანი, იმ ერთფეროვნებაში რის გამორჩევას შევძლებდი და ახლა ვიწყებ:    დღეს 6 ივლისია,  კვირა.    ხვალ იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულია, შარშან კვირას დაემთხვა ეს დღე და ვეზიარე. დღესაც ვეზიარე. შარშანდელი 7 ივლისი კი გუშინდელი დღესავით მახსოვს, ნათლად. თეაც იყო იმ დღეს ეკლესიაში, ისიც ეზიარა, ერთად ვემზადებოდით ამ ამბებისთვის, წელს რატომღაც იზარმაცა.     რომ გამოვედი ხატს ვემთხვიე, მერე მორჩილმა მირჩია ზიარების შემდეგ მოერიდე ხატთან მთხვევასო, მეთქი კარგი -თქო, სხვებსაც უთხრა, თუმცა რაღაც ადუდღუნდნენ, ყველაფერი ხომ არ გეცოდინებაო, არა და თუ კი ვინმე რამეს გასწავლის უკმაყოფილო რატომ უნდა დარჩე ?    ძალიან მიყვარს მერე ღვინოს, რომ გაწვდიან იმის დალევა, უგემრიელესია, საბარძიმე ღვინოს ხომ განსაკუთრებით აყენებენ, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ დავლიე. ისე საჯამთელოა.  ...